დაუდგენელმა ბოროტმოქმედებმა ნიუ-იორკის კენედის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან 3500 მეტი iPad mini მოიპარეს. ნაქურდალის საერთო ღირებულებამ 1.5 მილიონ დოლარს გადააჭარბა. ძარცვა ძალიან ჰგავდა ერთ-ერთი ჰოლივუდური ფილმის სიუჟეტს და თუ რატომ, ამაზე ქვემოთ.
ხუთი დიდი პალეტისაგან შემდგარი პარტია ორშაბათს გვიან ღამით ჩამოფრინდა — ის გადატვირთეს აეროპორტის საწყობში. შუაღამისას შენობას (მისი დაუცველი მხირდან), სადაც ინახებოდა iPad mini, მიადგა სატვირთო ავტომობილი. ორმა ბოროტმოქმედმა საბარგულში ორი პალეტი მოათავსა. მეტსაც დადებნენ, მაგრამ ამ დროს საწყობში ვახმშიდან დაბრუნდა დარაჯი. სწორედ მან დააფრთხო ქურდები, რომლებმაც გაქცევით უშველეს თავს და თან ნაქურდალიც გაიყოლეს. მათი ძებნა კვლავ გრძელდება, თუმცა ჯერ-ჯერობით უშედეგოდ. პოლიცია ვარაუდობს, რომ ქურდებს საწყობში თანამზრახველი ჰყავდათ — ვიღაცას უნდა გაეღო კარები შეიგნიდან. უკვე დაკითხულია საწყობის სამი თანამშრომელი.
მთელი ირონია იმაშია, რომ აღნიშნული შენობა ერთხელ უკვე გაიძარცვა და ეს იყო უმსხვილესი ძარცვა აშშ-ს ტერიტორიაზე. შესაძლოა გაგებულიც გაქვთ ამის შესახებ — „Lufthansa-ს ძარცვა“. 1978 წელს ორი ადგილობირვი მაფიოზური კლანის წარმომადგენლებმა გერმანული ავიაგამაზიდავისაგან წაიღეს 5 მილიონი დოლარი ნაღდი ფული და 900 ათასი დოლარის ძვირფასეულობა. დღევაბდელი კურსით 21 მილიონი დო��არი. ჰოლივუდს არ გამორჩენია ეს ამბავი და მივიღეთ მარტინ სკორსეზეს „Goodfellas“, ალბათ გინახავთ კიდევაც.
კარგი იქნება, თუ iPad mini-ს ქურდები გაიხსენებენ, თუ რა დაემართათ ფილმის გმირებს.
წყარო: The Verge