ნებისმიერი ქვეყნისათვის არჩევნები — მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომელსაც სერიოზული დამოკიდებულება სჭირდება. აშშ-ს ერთ-ერთ შტატში, ორეგონში გაითვალიწინეს ინვალიდების არჩევნებში მონაწილეობის საკითხი და ამისათვის გადაწყვიტეს iPad-ი გამოეყენებინათ.
ორეგონი პირველი შტატი გახდა, სადაც გამოიყენეს iPad-ი ხმის მიცემის პროცესში. პროგრამაში ჩართული იყო 89 ადამიანი, შეზღუდული შესაძლებელობებით.
iPad-ით ხმის მიცემისას, ამომრჩევლებს შეეძლოთ გაეზრდათ შრიფტის ზომა საარჩევნო ბიულეტენში, რათა უკეთ წაეკითხათ ინფორმაცია კანდიდატის შესახებ. ტესტირების დროს რამდენიმე შეცდომა მოხდა პროგრამაში, მაგრამ როგორც სისტემის ავტორები ირწმუნებიან, იანვრისათვის ყველაფერი გასწორდება.
წყარო: pcworld.com