GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
No Result
View All Result

ორი დღე დარჩა — რას ველოდებით WWDC 2024-ზე

გოგა ნადირაშვილი by გოგა ნადირაშვილი
08/06/2024
in სიახლეები
Reading Time: 1 min read
A A
0
194
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

რას უნდა ველოდოთ WWDC 2024-ზე, რაც დანამდვილებით ვიცით — iOS 18, iPadOS 18, macOS 15, tvOS 18, watchOS 11, visionOS 2.

WWDC ძირითადად ეხება პროგრამულ უზრუნველყოფას, ოპერაციული სისტემები არის მთავარი მიმზიდველობა. თუმცა გვინახავს მოწყობილობებიც და სხვა საინტერესო სიახლეებიც.

Apple-ის დასახელების ჩვეული კონვენციების მიხედვით, ოპერაციული სისტემები უნდა იყოს დანომრილი iOS 18, iPadOS 18, tvOS 18 და watchOS 11, VisionOS 2. დარწმუნებული ვარ რომ macOS ამჯერად იქნება მე-15 ვერსია, მაგრამ სახელი ჯერ კიდევ საიდუმლოა. წინა წლებში ამ დროისთვის სახელი უკვე ვიცოდით ხოლმე.

ეს ყველაფერი კარგია, თუმცა წლევანდელ WWDC-ს ღონისძიებას განსაკუთრებულად სხვა რამის გამო ველოდებით და ეს არის AI.

2023 წლის ოქტომბრის ადრეულმა ჭორებმა გააჩინა იდეა, რომ iOS 18-ის გამოშვება უფრო მეტად იქნება ორიენტირებული ხელოვნურ ინტელექტზე, ვიდრე Apple-ს თავდაპირველად ჰქონდა ჩაფიქრებული. ეს აშკარად მოიცავდა შიდა ჩეთბოტის შექმნას სახელწოდებით “Apple GPT” და გენერაციული AI-ის გამოცდას.

როგორც ჩანს Apple-ი აპირებს რეალურად ჩართოს ChatGPT და OpenAI თავის გეგმებში.

მას შემდეგ Apple-მა პრაქტიკულად დაადასტურა მინიშნებებით რომ AI იქნება ამ ღონისძიების დიდი თემა.

არსებობს რწმენა რომ iOS 18-ში Apple შეიტანს AI-ს თავის სხვადასხვა სერვისებში.

მაგალითად შესაძლოა დეველოპერებმა შეძლონ კოდის დაწერა Xcode-ში AI-ს დახმარებით და შეამცირონ საკუთარი შრომა.

ასევე როდესაც საქმე ეხება პასუხების გენერირებას, Siri-მ შესაძლოა გამოიყენოს ახალი ჭკვიანი რეაგირების ჩარჩო, რომელიც ითვალისწინებს ადამიანებს, კომპანიებს, კალენდარულ მოვლენებს, მდებარეობებს, თარიღებს და სხვა ერთეულებს.

აპლიკაციებში, როგორიცაა Photos, Apple-ს შეუძლია გამოიყენოს AI სურათების რედაქტირება. არსებობს ჭორები, რომ მან შექმნა ფუნქცია სახელწოდებით Clean Up, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს ამოიღონ ელემენტი სურათიდან გენერაციული ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით.

მოკლედ, ჭორების მიხედვით Apple-ის მოყვარულებს შეგვიძლია პოზიტიურად დაველოდოთ ღონისძიებას. ასევე, შეგახსენებთ რომ ტიმ კუკმა ინვესტორებს განუცხადა რომ კომპანია ხელოვნური ინტელექტის ბაზარზე „გარღვევას” მოახდენს.

Tags: Apple
Previous Post

iOS 17.4-ში შეგიძლიათ შეზღუდოთ აპლიკაციების ინსტალაცია მესამე მხარის მაღაზიებიდან

Next Post

Siri-ს პირდაპირი წვდომა ექნება ChatGPT-სთან — iOS 18

გოგა ნადირაშვილი

გოგა ნადირაშვილი

GeMUG Board Member

Related Posts

iPhone 17 Pro Max-ს შეიძლება რეალურად ეწოდოს iPhone 17 Ultra
სიახლეები

iPhone 17 Pro Max-ს შეიძლება რეალურად ეწოდოს iPhone 17 Ultra

15/03/2025
2.7k
ტრამპის თქმით, Apple-ი წარმოებას მექსიკიდან აშშ-ში გადაიტანს
სიახლეები

ტრამპის თქმით, Apple-ი წარმოებას მექსიკიდან აშშ-ში გადაიტანს

22/02/2025
229
Apple-მა M5 პროცესორების მასობრივი წარმოება დაიწყო
სიახლეები

Apple-მა M5 პროცესორების მასობრივი წარმოება დაიწყო

06/02/2025
180
რას ველოდებით iPhone 17-ში, ანალიტიკოსების შეფასება
სიახლეები

რას ველოდებით iPhone 17-ში, ანალიტიკოსების შეფასება

31/01/2025
747
iPhone 18 Pro-ს ექნება ცვლადი დიაფრაგმის კამერა
სიახლეები

iPhone 18 Pro-ს ექნება ცვლადი დიაფრაგმის კამერა

09/11/2024
735
Apple-მა გამოაქვეყნა 250 ახალი ფუნქცია რომელსაც iOS 18-ში მივიღებთ
სიახლეები

Apple-მა გამოაქვეყნა 250 ახალი ფუნქცია რომელსაც iOS 18-ში მივიღებთ

12/09/2024
850
Next Post
Siri-ს პირდაპირი წვდომა ექნება ChatGPT-სთან — iOS 18

Siri-ს პირდაპირი წვდომა ექნება ChatGPT-სთან — iOS 18

Please login to join discussion

© 2021 GeMUG

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი

© 2021 GeMUG