GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
No Result
View All Result

რამოდენიმე რჩევა Top Sites-თან ეფექტური მუშაობისათვის

დიმიტრი გოგელია by დიმიტრი გოგელია
22/01/2014
in ხრიკები
Reading Time: 1 min read
A A
0
774
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

OS X-ის პრაქტიკულად ყველა მაშტაბურ განახლებაში ხდება ბრაუზერის Safari განახლება. ასე მოხდა ამჯერადაც, როდესაც Apple-მა შემოგვთავაზა OS X Mavericks. Safari-ს ახალ ვერსიაში განსაკუთრებულად შეიცვალა Top Sites სექცია. და ვინაიდან Safari დამსახურებული პატივისცემთ სარგებლობს Mac-მომხმარებელთა შორის, უპრიანი იქნება გავიგოთ რამოდენიმე სასარგებლო რჩევა Top Sites-ებთან ეფექტური მუშაობისათვის. განსაკუთრებით ახალბედებისათვის იქნება საინტერესო ეს სტატია.

პირველ რიგში, უნდა გავერკვეთ, თუ როგორ დავამატოთ ესათუის საიტი Top Sites-ებში (აგრეთვე ვიცოდეთ, როგორ წავშალოთ ის იქიდან). ნაგულისხმევად, Top Sites-ებში ჩანს ყველაზე ხშირად მონახულებული საიტები, სია დინამიურად იცვლება და ყოველთვის ერთნაირ სურათს არ გვიჩვენებს. Top Sites-ებში საიტის მუდმივად დასამაგრებლად, მიიტანეთ კურსორი საიტის მინიატურაზე და ორიოდე წამით შეაჩერეთ. დაინახავთ, რომ მინიატურის ზედა მარცხენა კუთხეში გაჩნდება ორი ღილაკი, ერთი მათგანი შლის საიტს Top Sites-ებიდან, ხოლო მეორე — მას მიაჭიკარტებს.

მაგრამ ეს მეთოდი გამოდგება მხოლოდ იმ საიტებისათვის, რომლებიც უკვე არის Top Sites-ების სიაში. მაგრამ თუ გვინდა ისეთი საიტის მიჭიკარტება, რომელიც სიაში არ არის? უბრალოდ შედით სასურველ საიტზე, დააჭირეთ კლავიშების კომბინაციას cmd+D და ჩამოშლად სიაში „Add this page to:“ აირჩიეთ Top Sites.

კიდევ ერთი საკითხი: Top Sites-ში განთავსებული საიტების მინიატურების განახლება. ამის გაკეთება მაშინ ხდება საჭირო, როდესაც რომელიმე საიტის მინიატურა მოძველდა და განახლება სჭირდება. მინიატურის განახლება ორი გზით შეიძლება: პირველი — კლავიშების კომბინაციით cmd+R, მეორე — ზედა მენიუს საშუალებით: „View“ — „Update Preview Images“.

და ბოლოს კიდევ ერთი რჩევა, რაც ეხება Top Sites-ებს, რომელიც ეხება ნაჩვენები მინიატურების რაოდენობას. ნაგულისხმევად იქ განთავსებულია 12 მინიატურა, მაგრამ შესაძლებელია ან 6-ის, ან 24-ის განთავსება. ასევე შესაძლებელია მინიატურების ადგილმდებარეობის შეცვლა — უბრალოდ გადათრევით სასურველ ადგილას.

Tags: Mac
Previous Post

[ეს დღე ისტორიაში] 1984 წლის 22 იანვარი

Next Post

LG Display დაიწყებს iWatch-ის ეკრანების წარმოებას

დიმიტრი გოგელია

დიმიტრი გოგელია

Apple Evangelist, Trekkie, Blogger, Dreamer, Father...

Related Posts

გეყოფათ ტრიალი, ნახეთ მაღვიძარის დაყენების მარტივი ხერხი
სიახლეები

გეყოფათ ტრიალი, ნახეთ მაღვიძარის დაყენების მარტივი ხერხი

21/03/2022
1k
როგორ დავგეგმოთ შეტყობინებები iPhone-ზე
ხრიკები

როგორ დავგეგმოთ შეტყობინებები iPhone-ზე

21/01/2022
301
როგორ ჩავრთოთ iPhone-ი პაროლის დავიწყების შემთხვევაში (კომპიუტერის გარეშე)
ხრიკები

როგორ ჩავრთოთ iPhone-ი პაროლის დავიწყების შემთხვევაში (კომპიუტერის გარეშე)

05/01/2022
849
რაში გვჭირდება წითელი ფანარი Apple Watch-ზე?
სიახლეები

რაში გვჭირდება წითელი ფანარი Apple Watch-ზე?

01/12/2021
428
როგორ დავაკალიბროთ ყველა გადამწოდი და სენსორი Apple Watch-ზე
ხრიკები

როგორ დავაკალიბროთ ყველა გადამწოდი და სენსორი Apple Watch-ზე

02/11/2021
332
Find My-ს აპლიკაცია შეგატყობინებთ მოწყობილობის სახლში დარჩენის შესახებ – როგორ უნდა ჩავრთოთ
სიახლეები

Find My-ს აპლიკაცია შეგატყობინებთ მოწყობილობის სახლში დარჩენის შესახებ – როგორ უნდა ჩავრთოთ

12/10/2021
1k
Next Post
Apple-ის ლოგოს ისტორია

LG Display დაიწყებს iWatch-ის ეკრანების წარმოებას

Please login to join discussion
  • KAR.GE

© 2021 GeMUG

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი

© 2021 GeMUG