ჩვენ უკვე მივხვდით რომ iOS Apple-ის ჯერ არგამოსულ პროდუქტებზე ინფორმაციის მისაღებად ყველაზე საიმედო წყაროა. იქიდან გამომდინარე რომ OS-ის ბეტა ვერსიები საუკეთესო რამაა ანალიზის გასაკეთებლად, iOS 14-ის გამოსვლამდე 6 თვით ადრე, უკვე ბევრი რამ ვიცით.
ხელწერა iOS-ის აპლიკაციებში

დღეს Apple Pencil-ის მხარდაჭერა, ყველა Apple-ის iPad-ს აქვს. ფანქარი განსაკუთრებით ემსახურება მათ ვინც ხატავს, ახდენს ტექსტებში რედაქტირებას, ამუშავებს ფოტოებს და ა.შ. თუმცა, ფანქრის ყველა აპლიკაციაში გამოყენება შესაძლებელი არ არის. აქედან გამომდინარე, Apple-ი გეგმავს რომ დაამატოს PencilKit ინტერფეისის მხარდაჭერა iOS 14-ში, რადგან დეველოპერებს შეეძლოთ ხელნაწერების ადაპტირება აპლიკაციებში.
ამის შემდეგ, მომხმარებლებს მესენჯერში და სხვა აპლიკაციებში შეტყობინებების გაგზავნა ფანქრით, ხელწერის საშუალებითაც შეეძლებათ.
მაუსის მოსახერხებელი მართვა

გასულ წელს Apple-მა პირველად წარმოგვიდგინა iOS-ში თაგვის მხარდაჭერა. მალევე გაირკვა რომ კუპერტინოელები ამ სიახლეს განიხილავდნენ როგორც სენსორული შეხების მეთოდის ალტერნატიულ საშუალებას, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.
სწორედ ამიტომ, Apple-მა კურსორად შეარჩია საკმაოდ დიდი ვირტუალური წრე, რომელიც არ გამოდგება მაგალითად ტექსტთან მუშაობის დროს, სადაც სხვა მანიპულაციები მნიშვნელოვანია. iOS 14-ში ის ჩვეულებრივი კურსორით შეიცვლება და ეკრანზე გამოჩნდება მაშინაც კი როცა მაუსს არ გამოიყენებთ.
iMessage – აიმესიჯი

WhatsApp-ის, Viber-ისა და სხვა საკომუნიკაციო აპლიკეციების დახვეწის შემდეგ, iMessage თითქოს სტანდარტულ აპლიკაციად გადაიქცა. მას მხოლოდ ისინი იყენებენ, ვისაც არ შეუძლია, ან რაიმე მიზეზით არ უნდა მესამე მხარის აპლიკაციის გამოყენება. მიუხედავად Apple-ის დეველოპერების მცდელობებისა, რომ გაეფართოვებინათ iMessage-ი სტიკერებისა და სპეციალური ეფექტების დამატებით, მომხმარებლები დიდად არ მოიხიბლნენ. ამჯერად კუპერტინოელებმა გადაწყვიტეს რომ iMessage გახადონ უფრო კონკურენტუნარიანი.
iOS 14-ში iMessage-ში შესაძლებელი იქნება @-ით ადამიანების მონიშვნა, რაც სასარგებლოა ჯგუფური სასაუბროსთვის. ასევე დაემატება მიწერილი შეტყობინებების წაშლა. (ყველასთვის) ახლა ის მხოლოდ თქვენთვის იშლება.
ფიტნეს აპლიკაციები iOS-ისთვის

მოგეხსენებათ რომ აქამდე Apple Watch-ი ყველაზე მეტად სპორტზე ორიენტირებული მოწყობილობა იყო. ჭკვიანი საათი მომხმარებლებს უთითებს თუ რა დროის შემდეგ უნდა ადგეს სკამიდან, ის სთავაზობს ვარჯიშის ყველანაირ მიმართულებას, აღნიშნავს მის პროგრესს, საშუალებას აძლევს კონკურენცია გაუწიოს მეგობრებს და მიიღოს პრიზები.
ახლა უკვე iOS 14-ისთვის და Apple TV-ისთვის Apple-ი მუშაობს ახალ ფიტნეს პროგრამაზე, სახელწოდებით — Seymour. Apple Watch-ისგან განსხავებით ის შემოგთავაზებთ ვიდეო ინსტრუქციებს სხვადასხვა სპორტის სახეობებისთვის.
Siri-ს როლი iOS 14-ში

iOS 14-ის ერთერთი ინოვაცია იქნება VoiceProvider ინტერფეისი. მისი მიზანია დეველოპერებს მისცეს უფლება, დამოუკიდებლად მოახდინონ ალტერნატიული ხმების სინთეზირება Siri-ში. ამ ფუნქციის მუშაობის ზუსტი მოდელი არ არსებობს, თუმცა სავარაუდოდ ის იმუშავებს Google-ის ასისტენტის პრინციპებზე, რომელიც მხარს უჭერს მესამე მხარის ხმებს.
ეს ყველაფერი აუცილებელია იმისთვის, რომ შეივსოს ზოგიერთი იშვიათი ენისა და დიალექტის ნაკლებობა.