Apple-ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა — Phil Shiller-მა ჰოლანდიურ კომპანია Bright.nl.-ს მისცა ინტერვიუ. მათ ისაუბრეს სახის ამოცნობის ტექნოლოგიაზე და ვირტუალურ რეალობაზე.
მისი თქმით: სახის ამოცნობის ტექნოლოგიის შექმნისას, Apple-ის მთავარი მიზანი მისი უსაფრთხოების მაღალი ხარისხი იყო. ის იმდენად მარტივი უნდა იყოს, რომ მისი გამოყენების სურვილი გაგვიჩნდეს.
Apple მიიჩნევს რომ მისი Face ID-ის ტექნოლოგია უფრო მაღალი ხარისხისაა, ვიდრე Android მოწყობილობებში. Shiller-ის თქმით ყველა დანარჩენი “უბრალოდ ამაზრზენია”.
ისინი ისე ვერ მუშაობენ, როგორც ეს ჩვენ Face ID-ს შეუძლია. ჩვენ კარგად გვესმის რამდენად მნიშვნელოვანია “Home” ღილაკი, ის ძალიან ბევრს აკეთებს ჩვენთვის. ჩვენ ასევე დავამატეთ Touch ID ეკრანზე, ახლა კიდევ უფრო მარტივია მულტიფუნქციების შესრულება, Siri-სთან მუშაობა და Apple Pay.
ჩვენ გვჭირდებოდა Face ID-ის უკეთესი ვარიანტი, რომელიც სახის აღქმის შემდეგ მარტივად მოახდენდა iPhone-ის განბლოკვას. ამსთან ერთად უნდა ქონოდა დაცვის სისტემა Secure Enclave. ამისთვის ყველაფერი გავაკეთეთ — დღეს ჩვენი სახით განბლოკვის მეთოდი არის უნიკალური.
Shiller-მა ასევე აღნიშნა, რომ დეველოპერებს ხელი არ მიუწვდებათ Face ID-ის ტექნოლოგიასთან, მას Secure Enclave iPhone X იცავს.
ერთადერთი რისი მონაცემის ნახვაც შეუძლიათ — TrueDepth კამერაა, მაგრამ Shiller-ის თქმით მას არანაირი კავშირი არ აქვს Face ID-ის ტექნოლოგიაში.
წყარო: MacRumors