როდესაც ფლორიდაში მცხოვრები Jason Colon-ი ფიტნეს დარბაზში თავის AirPods-ებში მუსიკას უსმენდა, უეცრად ცალმა ყურსასმენმა თეთრი კვამლის გაშვება დაიწყო.
როგორც Jason-ი ყვება, მან ყურსასმენები მოიხსნა და დახმარების მისაღებად გაიქცა, როდესაც უკან დაბრუნდა მას ცალი ყურსასმენი განადგურებული დახვდა.
“ის მომენტები არ დამინახავს, მაგრამ აშკარად აფეთქდა, რომ მივედი შემწვარი დამხვდა!” — აცხადებს მერვე არხის ჟურნალისტთან.
როგორც ჩანს, სპორტულ დარბაზში იმ მომენტში არავინ იყო, შესაბამისად აფეთქებუს ფაქტს თვითმხილველი არ ჰყავს — ეს მხოლოდ ვარაუდია.
Apple-მა განაცხადა, რომ კომპანია დროულად გამოიძიებს ამ ინციდენტს და შესაბამისად დაეხმარება Jason Colon-ს.