GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
No Result
View All Result

პირველი Apple Store-ი 22 წლის წინ შეიქმნა — როგორ შექმნა სტივ ჯობსმა ტაძრები

გოგა ნადირაშვილი by გოგა ნადირაშვილი
13/05/2023
in სიახლეები
Reading Time: 2 mins read
A A
0
40
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

სტივი მოგეხსნებათ Apple-ში 90-ანი წლების ბოლოს დაბრუნდა და თავისი შექმნილი კომპანიის გადარჩენის გეგმას შეუდგა.

თავდაპირველად კომპანიამ შეწყვიტა იმ დროისთვის ერთ-ერთი არაპერსპექტიული მოწყობილობის წარმოება — MessagePad. ამის შემდეგ კომპანიამ გამოუშვა ლედენდარული iMac-ის პირველი თაობა. ეს იყო პირველი მოწყობილობა რომელიც შეიქმნა სტივ ჯობსისა და ჯონათან აივის მჭიდრო თანამშრომლობით.

როგორ გამოჩნდა Apple-ის პირველი ორი მაღაზია

Apple-ის ერთ-ერთი პირველი მაღაზია. 
მაკლინი, ვირჯინია.

ჯობს არ მოსწონდა ის ფაქტი რომ Apple-ის პროდუქიცა მხოლოდ ელექტრონიკის მაღაზიებში იყიდებოდა, რომელ მაღაზიებშიც მიზანმიმართულად უნდა წასულიყავი კონკრეტული რამის საყიდლად. სტივს არ მოსწონდა ის რომ ადამიანებს შოპინგის ან სავაჭრო ცენტრში სეირნობის დროს არ შეიძლებოდა შეხვედროდათ Apple-ის პროდუქცია.

გარდა ამისა, გაჯეტები ერთ თაროზე იყო ხოლმე განთავსებული და კონსულტანტებმა ხშირად არ იცოდნენ რა შეეძლო ამ მოწყობილობებს. ასევე მომხმარებლებს არ შეეძლოთ გამოეყენებინათ და სხვადასხვა მოწყობილობა შეედარებინათ ერთმანეთისთვის.

Apple-მა არამხოლოდ დაგეგმა, არამედ დააპატენტა ყველა წვრილმანი

სტივს ყოველთვის სურდა Apple-ის პროდუქტებისა და მომხმარებლებს შორის პირდაპირი კონტაქტი. ამის მიღწევა შეუძლებელი იყო ონლაინ გაყიდვებით, ან მესამე მხარის კომპანიებით, სადაც არასწორო კონსულტანტების ფენა იყო.

იმ დროისთვის უკვე არსებობდა ტანსაცმლის და მანქანების ბრენდების საცალო მაღაზიები. სტივმა ასეთი მაღაზიებიდან აიღო საუკეთესო კომპონენტები და დაამატა ვაშლის მაგია.

ასე რომ, ჯობსმა პირადად წარადგინა პირველი მაღაზია კომპანიის ერთ-ერთ კონფერენციაზე, მის გახსნამდე ერთი კვირით ადრე.

ჯობსმა და თავდადებულმა თანამშრომლებმა 6 თვე გაატარეს ცხარე კამათში, სადაც ყველაფერი დეტალურად იგეგმებოდა.

Apple-ის ერთ-ერთი პირველი მაღაზია. 
გლენდეილი, კალიფორნია.

სტივ ჯობსი ერთ-ერთი პირველი Apple Store-ის გახსნაზე

პირველი Apple Store-ის პრეზენტაციაზე სტივ ჯობსმა თქვა:

„ადამიანებს არ სურთ მხოლოდ პერსონალური კომპიუტერების ყიდვა, მათ სურთ იცოდნენ, რისი გაკეთება შეუძლიათ მათთან.“

ასე რომ, ყველა Apple Store-ის საფუძველი გახდა დიდი სადემონსტრაციო ადგილი. პირველ ორ მაღაზიაში მან დაიკავა გამოყენებული სივრცის მინიმუმ 50%-ი. გაჯეტები იყო არა შუშით დაფარულ ვიტრინაში, არამედ ჩვეულებრივ სამუშაო მაგიდაზე, ჩართული და ინტერნეტთან დაკავშირებული.

Apple-ის თითოეულ მაღაზიას სწორად უნდა შეეთავსებინა Apple-ის მარკეტინგის პრინციპები და ფილოსოფია. ასევე გადაწყდა ყველა მომავალი მაღაზიის ინდივიდუალურად დაპროექტება თავშეკავებული მინიმალიზმის ზოგადი სტილით. ინტერიერში დომინირებდა ქვა, ხე, ფოლადი და მინა.

2001 წლის მაისში, ორი მაღაზია ერთდროულად გაიხსნა, გლენდეილში, კალიფორნია და მაკლინში, ვირჯინია.

Tags: Appe StoreApple
Previous Post

Apple-ის მომწოდებელმა დაადასტურა რომ iPhone 15 Pro-ს არ ექნება ახალი ხმის ღილაკები

Next Post

Apple ტესტავს MacBook Pro-ს M3 Pro პროცესორით

გოგა ნადირაშვილი

გოგა ნადირაშვილი

GeMUG Board Member

Related Posts

iPhone 14 Pro Max გახდა ყველაზე გაყიდვადი სმარტფონი მსოფლიოში
სიახლეები

iPhone 14 Pro Max გახდა ყველაზე გაყიდვადი სმარტფონი მსოფლიოში

31/05/2023
168
Apple-მა პირველად გამოაქვეყნა სტატისტიკა App Store-ის მუშაობის შესახებ
სიახლეები

Apple-მა პირველად გამოაქვეყნა სტატისტიკა App Store-ის მუშაობის შესახებ

28/05/2023
173
საფრანგეთი Apple-ს სმარტფონების შეკეთების შეზღუდვის გამო გამოძიებას იწყებს
სიახლეები

საფრანგეთი Apple-ს სმარტფონების შეკეთების შეზღუდვის გამო გამოძიებას იწყებს

16/05/2023
53
Google ზედმეტს იხდის iPhone-ებში, რომლებსაც აბარებენ  trade-in-ით Pixel Fold-ის ყიდვისას
სიახლეები

Google ზედმეტს იხდის iPhone-ებში, რომლებსაც აბარებენ trade-in-ით Pixel Fold-ის ყიდვისას

16/05/2023
92
Apple ტესტავს MacBook Pro-ს M3 Pro პროცესორით
სიახლეები

Apple ტესტავს MacBook Pro-ს M3 Pro პროცესორით

15/05/2023
46
Apple-ის მომწოდებელმა დაადასტურა რომ iPhone 15 Pro-ს არ ექნება ახალი ხმის ღილაკები
სიახლეები

Apple-ის მომწოდებელმა დაადასტურა რომ iPhone 15 Pro-ს არ ექნება ახალი ხმის ღილაკები

06/05/2023
397
Next Post
Apple ტესტავს MacBook Pro-ს M3 Pro პროცესორით

Apple ტესტავს MacBook Pro-ს M3 Pro პროცესორით

Please login to join discussion
  • KAR.GE

© 2021 GeMUG

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი

© 2021 GeMUG