ზუსტად 14 წლის წინ ჩვენმა საყვარელმა კომპანიამ პირველი iPhone-ი გამოუშვა, რომელმაც სმარტფონების ბაზარზე რევოლუცია მოახდინა.
მან შეცვალა საგზაო რუკები, აუცილებელი გახადა კამერის გამოყენება, შესაძლებელი გახდა ფოტოების ტელეფონში დამუშავება, მომხმარებლებს მყისიერად შეეძლოთ ფოტოების ინტერნეტში განთავსება და მრავალი სხვა. მის გარეშე ცხოვრება ახლა რთულად წარმოსადგენია.
ყველაფრის მიუხედავად 2007 წელს ბევრი ადამიანი მიიჩნევდა არასერიოზულად სტივის ამ ფრაზას „ჩვენ კვლავ განვაახლეთ მობილური”. თუმცა ამაოდ, ეს ყველაფერი ჭეშმარიტება აღმოჩნდა. iPhone-ის გამოსვლის შემდეგ ვნახეთ როგორ „მოკვდა” Nokia, Motorola და BlackBerry-ი.