ტიმ კუკი Apple-ს 2011 წლიდან ხელმძღვანელობს. თუ ფინანსურ მაჩვენებლებს გადავხედავთ, არც თუ ისე ცუდი ხელმძღვანელია. აქციების ფასმა ორჯერ მოიმატა. ერთი წლის წინ Apple პირველი ამერიკული კომპანია გახდა, რომლის კაპიტალიზაციამ გადალახა ასტრონომიული 1 ტრილიონი დოლარის ნიშნული. 2018 წლის ამონაგები 265 მილიარდი დოლარი იყო. ანგარიშებზე 100 მილიარდი დოლარია დაგროვილი. iPhone ნომერი პირველი სმარტფონია თავის საფასო სეგმენტში. Mac-ის წილი ბაზარზე 2011 წლიდან 5%-დან 7%-მდე გაიზარდა. Apple Watch — მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი საათია. iPad თანდათან ნოუთბუკის სრულფასოვანი შემცვლელი ხდება. უახლესი კვარტალური ანგარიშგება გვიჩვენებს, რომ კომპანია მზად შეხვდა სმარტფონების ვარდნას: iPhone-ის გაყიდვები შემცირდა, მაგრამ საერთო შემოსავალმა იმატა სერვისების ხარჯზე. მიუხედავად ამისა, კუკს ბევრი მოძულე ყავს. „სად არის ინოვაციები?“ — აი, მთავარი არგუმენტი. როდესაც სტივ ჯობსმა დატოვა ეს სამყარო, კომპანიის ინოვაციებზე პასუხიმგებელი ჯონი აივი გახდა, კომპანიის მთავარი დიზაინერი. თვითონ ჯობსი ამბობდა, რომ აივს ყველაფრის შექმნა შეუძლია. მაგრამ აივი წავიდა. მის ადგილს მთავარი საოპერაციო დირექტორი, ჯეფ უილიამსი დაიკავებს, რომელსაც კუკის ორეულს ეძახიან. რას უნდა ველოდოთ მისგან?
როგორი გახდა Apple 2019 წლისათვის
სტივ ჯობსის გარდაცვალებიდან რვა წლის განმავლობაში მკვეთრად შეიცვალა. აი, მოკლე სია:
- iPhone — ერთი მოწყობილობა აღარ არის, არამედ მოწყობილობათა მთელი ხაზი;
- პლანშეტები დაიყო სამ მიმართულებათ: Pro, Air და უბარლოდ iPad;
- გაზარდა აქსესუარების რაოდენობა: AirPods, HomePod, ყურსასმენები და Beats-ის სპიკერები;
- გამოვიდა Apple Watch;
- ძლიერდება საფინანსო პროდუქტების მიმართულება: Apple Pay და სულ ცოტა ხნის წინ გამოსული Apple Card;
- შემოსავლებში სულ უფრო მეტი ადგილი უჭირავთ სერვისებს: App Store, Music (60 მილიონი ხელმომწერი, მეორე ადგილი Spotify-ს შემდეგ), News+, iCloud. ცოტა ხანში გაეშვება — Apple TV+ და Arcade.
როგორც ცნობილია, ჯობსი მინიმალიზმს აფასებდა. მისი ხელმძღვანელობის დროს Apple-ის ყველა მოწყობილობას ერთ სამუშაო მაგიდაზე დატევდით. ახლა გაჯეტების რაოდენობამ იმატა, მაგრამ მათი როლი სულ უფრო მცირდება შემოსავლებში. ბოლო ფინანსურ კვარტალში სერვისების მიმართულება ყველაზე სწრაფად იზრდებოდა და კომპანიას 11.5 მილიარდი დოლარი მოუტანა. ორი წლის წინ სერვისებიდან მიღებული შემოსავალი ბოლო ადგილზე იყო საცოდავი 5 მილიარდი დოლარით.
ტიმ კუკი — ცვლილებების დიდოსტატია. მას დიდი წვლილი არ შეუტანია iPhone-ის მიმართულებით, მაგრამ მან შეძლო და კომპანია ერთი პროდუქტის ნარკოტიკული დამოკიდებულებიგან გაათავისუფლა.
არის მოსაზრება, რომ კუკის პრაგმატიზმს საპირწონედ ჯონი აივის შემოქმედებითი ბუნება ედგა. iOS-ის ახალი დიზაინი, Apple Watch, სულ უფრო ნაკლებად პრაქტიკული, მაგრამ კვლავინდებულად ძალიან ლამაზი ნოუთბუკები, ახალი Mac Pro-ს უცხოპალნეტური გარეგნობა — ეს ყველაფერი აივის დამსახურებაა. მისი წასვლით ახალი ხანა იწყება.
ასლი, რომელიც სჭირდება Apple-ს
აივის წასვლის შემდეგ დიზაინერების ხელმძღვანელობა ჯეფ უილიამსზე გადადის. კვირაში ერთხელ მას აწვდიან ინფორმაციას პროგრამული და აპარატურული მიმართულებების ხელმძღვანელები. როგორც ცნობილი გახდა, სანდო წყაროებიდან, დიზაინერებთან მას შედარებით ცუდი ურთიერთობა აქვს, ვიდრე პროგრამისტებთან და ინჟინრებთან. მისთვის პირველადი ციფრებია, რაც დიზაინერებს არ უყვართ.
ხელქვეითები ყვებიან, რომ უილიამსის ერთ-ერთი საუკეთესო თვისებაა თანამშრომლებისთვის დამოუკიდებლობის მიცემა, მიკრომენეჯმენტი მას არ უყვარს, სტივ ჯობსისგან განსხვავებით. სავარაუდოთ ის არ იქნება მკაცრი ხელმძღვანელი. მეორე მხრივ, არც პრინციპიალურობა აკლია. როგორც ამობენ, უილიამსი კურირებდა AirPods-ების შექმნას, ის დემონსტრატიულად მიდოდა თათბირებზე ძველი, სადენიანი ყურსასმენებით: არ მოსწონდა, თუ როგორ იყო მომჯდარი უსადენო პროტოტიპი ყურებში.
აღსანიშნავია, რომ მისი ახალი ვალდებულებები არ აბათილებენ ადრინდელ პასუხისმგებლობას. როგორც მთავარი საოპერაციო დირექტორი, მას მრავალი მიმართულება აბარია: აკონტროლებს მიწოდებას, მატერიალურ უზრუნველყოფას, ფიტნეს-მოწყობილობების შექმნას, AppleCare პროგრამას და მხარდაჭერის სამსახურს, აგრეთვე ფინანსურ პროცესების ნაწილს.
ამ ყველაფერთან გამკლავებას ფენომენალური გამძლეობა ესაჭიროება. ამ თვისებას უილიამსში ბევრი აღნიშნავს და ამბობენ რომ ამით ის კუკს ძალიან ჰგავს. ამ ორ მრთველს ზოგადად ძალიან ბევრი საერთო აქვთ, ბიოგრაფიებიც კი მიმსგავსებულია.
უილიამსი გაიზარდა აშშ-ს სამხრეთში, ბაკალავრიატი მანქანათმშენებლობის მიმართულებით დაამთავრა, ხოლო სამაგისტრო ბიზნეს ადმინისტრირებაში დაიცვა დიუკის უნივერისტეტში, იქვე, სადაც ტიმ კუკმა. კარიერა კუკივით ასევე IBM-ში დაიწყო, ხოლო Apple-ში 1998 წელს გადმოვიდა. თავიდან შესყიდვების მენეჯერი იყო და მოლაპარაკებებს მომწოდებლებთან ახორციელებდა, თანდათანობით ტოპ-მენეჯერი გახდა და ბოლოს, კუკის მარჯვენა ხელი. როგორც მისი უფროსი, მასაც ძალიან უყვარს სპორტი, სამსახურში დილის შვიდ საათზე მიდის, მარტივი ტანისამოსი აცვია (Apple-ში ზოგადად „ქეჟუალი“ ძალიან უყვართ) და თმასაც მოკლედ იჭრის.
წიგნში Tim Cook: The Genius Who Took Apple to the Next Level, საიტის cultofmac.com მთავარი რედაქტორი, ლინდერ კანი აღნიშნავს, რომ Apple-ის თანამშრომლები მუდმივად ურევენ ერთმანეთში კუკს და უილიამსს, ზურგიდან ორივე ერთნაირია. მისი კიდევ ერთი თვისება — მშვიდი და რბილი ხასიათი. ბოროტი პოლიციელის როლს მხოლოდ თანაშემწეებთან ავლენს.
შეძლებს თუ არა ის მიეჩვიოს ახალ გარემოცვას, Apple-ის მომავალი პროდუქტები გვიჩვენებენ. მაგრამ ახლაც არის შანსი, რომ ჯეფს ყველაფერი გამოუვა.
რთული საათი
უილიამსის კარიერის მთავარი მიღწევა — Apple Watch გახლავთ. ჭორების თანახმად, აივს სურდა, რომ ეს პროდუქტი უფრო მოდური აქსესუარი ყოფილიყო (თუ გახსოვთ, პირველ მოდელში ოქროს, $10000 ვერსიაც კი იყო), მაგრამ პროდუქტის ძალიან დაბალი გაყიდვების შემდეგ ფიტნეს-ნეთუზიასტმა უილიამსმა სხვა კონცეფცია გაიტანა.
მისი იდეით, საათის ძირითადი დანშნულება სპორტი და მედიცინა უნდა იყოს. ჯანმრთელი ცხოვრების წესმა გადაარჩინა გაჯეტი. პრეზენტაციებზე კუკი მუდმივად აღნიშნავს, რომ Apple Watch — ყველაზე პოპულარული საათია მსოფლიოში. ტარებადი მოწყობილობების ბაზარზე Apple-ს პირველი ადგილი უჭირავს, შემდეგ მოდიან Xiaomi და Huawei, რომლებიც ძირითადში უფრო იაფფასიან მოწყობილობებს ყიდიან.
Apple Watch-ის კურირებისას უილიამსმა ნამდვილ ანტიკრიზისულ მენეჯერად გამოავლინა თავი. გაყიდვების დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე მან დაიწუნა მოწყობილობის მრავალათასიანი პარტია, როდესაც გაირკვა, რომ კორპუსის მასალა ტესტ-ჯგუფის გარკვეულ ნაწილში კანის ალერგიას იწვევდა. იძლებული გახდნენ შეეცვალათ ნიკელის შენადნობის შემადგენლობა. შემდეგ აღმოჩნდა, რომ Haptic Engine-ის ძრავში იყო შეცდომები, რომელიც თანდათანობით იშლებოდა ვიბრაციის გამო. უილიამსმა კვლავ დაიწუნა პარტია და აიძულა შეეტანათ ცვლილებები კონსტრუქციაში.
Apple-ის ჭკვიანი საათით მკაფიოდ შეიძლება ტექნოლოგიის სიმწიფის ციკლის დანახვა. მასში ოთხი ნაბიჯია: ტექნოლოგიური ბიძგი, მოჭარბებული მოლოდინების პიკი, ილუზიების ნგრევა და პროდუქტიულობის პლატო. იყო შანსი, რომ Apple ვერ შეძლებდა სწორი გადაწყვეტილების მოძებნას, მაგრამ უილიამსმა შეძლო პროდუქტის გაყვანა სწორედ იმ პლატოზე.
Apple Watch-ზე მუშაობით ჯეფმა დაიმსახურა კომპანიის უმსხვილეს ღონისძიებებზე გამოსვლა. პირველად ეს 2015 წელს მოხდა. მას შემდეგ ის უცვლელად სტუმრობს ყველა ღონისძიებას.
წავა თუ არა კუკი
კუკი ნამდვილად არ აპირებს მოულოდნელად წასვლას. სანდო წყაროები ამბობენ, რომ მას ჯერ კიდევ ძალიან ბევრი გეგმა აქვს. მაგრამ შემცვლელის აღზრდა თავიდანვე — Apple-ის ტრადიციებშია გამჯდარი. ჯობსი დიდი ხნის განმავლობაში ამზადებდა კუკს თავის მონაცვლედ.
გაუთვალისწინებელი სიტუაციის შემთხვევაში, უილიამსი ყველაზე რეალური კანდიდატია, ჩაიბაროს კომპანიის ხელმძღვანელობა. ჯონი აივს რომ ჩაებარებინა ხელმძღვანელობა, ეს ლამაზი ჟესტი იქნებოდა ნამდვილად. მაგრამ შფოთისთავა დიზაინერების ეპოქა დასრულდა, საჭესთან პრაგმატიკოსი მმართველები არიან.