კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ბოლოს განახლდა: 2021 წლის 20 სექტემბერს.

ჩვენი ვებსაიტის ვიზიტორებისა და მობილური აპლიკაციის მომხმარებელთა კონფიდენციალურობის დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ვინაიდან ჩვენ ვაგროვებთ ინფორმაციას თქვენ შესახებ, თქვენ უნდა იცოდეთ:

  • რა სახის ინფორმაციას ვაგროვებთ და რატომ ვაგროვებთ;
  • როგორ ვიყენებთ ამ ინფორმაციას;
  • როგორ შეგიძლიათ განაახლოთ ეს ინფორმაცია და შეზღუდოთ ან გააკონტროლოთ მისი გამოყენება.

ეს კონფიდენციალურობის პოლიტიკა („კონფიდენციალურობის პოლიტიკა“) აღწერს, თუ ააიპ საქართველოს ეფლის მომხმარებელთა ჯგუფი (შემდგომში „გემუგი“), მისამართი: საქართველო, თბილისი, ცოტნე დადიანის ქ. 34, როგორ აგროვებს, იყენებს და აზიარებს ინფორმაციას, მათ შორის, თქვენს პირად ინფორმაციას, რომელსაც თქვენ უზრუნველყოფთ ჩვენი სერვისის გამოყენების დროს. ტერმინი „სერვისი“ მოიცავს ვებსაიტს gemug.ge და მის შესაბამის ქვედომენებს, აგრეთვე სხვა დომენებს, რომლებსაც იყენებს გემუგი და ნებისმიერ მასთან დაკავშირებულ კონტენტს, კომპიუტერულ პროგრამას, აპლიკაციებს, ვიჯეტებს, მასალებს და/ან სერვისებს, რომლებიც უზრუნველყოფილია გემუგის მიერ, ან მისი სახელით. ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან მიმართებით, ტერმინები „ჩვენ“ და „ჩვენი“ გულისხმობს გემუგს, ხოლო ტერმინით „თქვენ“ იგულისხმებით თქვენ, როგორც სერვისის მომხმარებელი.

ჩვენ შევეცადეთ, რომ ეს კონფიდენციალურობის პოლიტიკა ყოფილიყო მარტივი, მაგრამ თუ თქვენთვის უცნობია რომელიმე ტერმინი გამოყენებული ტერმინებიდან, ან თუ გაქვთ რაიმე კითხვები, დაგვიკავშირდით ელფოსტით: info@gemug.ge. თქვენი კონფიდენციალურობა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის გემუგში, ასე რომ, მიუხედავად იმისა, თქვენ ჩვენი სერვისების ახალი მომხმარებელი ხართ, რეგულარული თუ დიდი ხნის მომხმარებელი, მნიშვნელოვანია, რომ გამონახოთ დრო და ყურადღებით წაიკითხოთ ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკა, რომ გაიგოთ, თუ რა კავშირშია ჩვენ მიერ მიღებული პრაქტიკა თქვენს ინფორმაციასთან.

ჩვენ მოვითხოვთ თქვენს თანხმობას, ვიდრე გამოვიყენებდეთ თქვენს ინფორმაციას რაიმე ისეთი ფორმით ან მიზნით, რომელიც განსხვავდება კონფიდენციალურობის პოლიტიკაში აღწერილი პირობებისგან.

1. რა სახის ინფორმაციას ვაგროვებთ

ჩვენ ვაგროვებთ ინფორმაციას, რომ უზრუნველვყოთ უკეთესი სერვისები ჩვენი სერვისის ყველა მომხმარებლისთვის, მათ შორის, განვსაზღვროთ თუ ჩვენ მიერ შეთავაზებული რა სახის სარედაქციო შიგთავსი, პროდუქტები და სერვისებია ყველაზე საინტერესო და ღირებული თქვენთვის.

ჩვენ ვაგროვებთ ინფორმაციას თქვენ შესახებ შემდეგი ორი წყაროდან:

  1. ინფორმაცია, რომელსაც თქვენ გვაწვდით ან უკვე მოგვაწოდეთ ამა თუ იმ ფორმით. მაგალითად, ზოგიერთი ჩვენი სერვისი მოითხოვს, რომ თქვენ გახსნათ ანგარიში. ანგარიშის გახსნის დროს, ჩვენ გკითხავთ პირად მონაცემებს, როგორიცაა გვარი და სახელი, ელფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი და სხვა.
  2. ინფორმაცია, რომელსაც ვაგროვებთ თქვენ მიერ ჩვენი სერვისის გამოყენების დროს. ეს ინფორმაცია უმთავრესად დაკავშირებულია ჩვენ მიერ და მესამე მხარის პროვაიდერების მიერ შემოთავაზებულ იმ სარედაქციო და სარეკლამო კონტენტთან, რომელსაც ნახულობთ, აგრეთვე იმ პროდუქტებთან და სერვისებთან, რომლებსაც თქვენ იყენებთ. ეს ინფორმაცია მოიცავს:
  • ინფორმაციას მოწყობილობის შესახებ, ჩვენ ვაგროვებთ ინფორმაციას იმ მოწყობილობების შესახებ, რომლებსაც თქვენ იყენებთ ჩვენი სერვისის წვდომისას, როგორიცაა მოწყობილობის პარამეტრები, ბრაუზერის ტიპი, ბრაუზერის ენა, თქვენი მოთხოვნის თარიღი და დრო და რეფერალი URL;
  • ჟურნალების ინფორმაციას. როდესაც იყენებთ ჩვენს სერვისს, ჩვენ ავტომატურად ვაგროვებთ და ვინახავთ გარკვეულ ინფორმაციას სერვერის ჟურნალებში, რომლებიც ავტომატურად აფიქსირებს გარკვეულ ინფორმაციას, როდესაც იყენებთ ჩვენს სერვისს, მათ შორის:
    • დეტალურ ინფორმაციას, თუ როგორ გამოიყენეთ ჩვენი სერვისი, როგორიცაა ჩვენს სერვისებში გამოყენებული თქვენი საძიებო კითხვები;
    • თქვენ IP მისამართს, ეს არის ნომერი, რომელიც მინიჭებული აქვს ინტერნეტში ჩართულ მოწყობილობას, როგორიცაა პლანშეტი, ან სმარტფონი, და რომელიც გამოიყენება ამ მოწყობილობის გეოგრაფიული ადგილმდებარეობის იდენტიფიკაციისთვის;
    • ქუქი-ფაილებს (Cookies), რომლებმაც შეიძლება ცალსახად ამოიცნონ თქვენი ბრაუზერი და შეაგროვონ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ჩვენი ვიზიტორები ჩვენს სერვისთან, აგრეთვე დაგვეხმარონ პრობლემების იდენტიფიკაციაში, როგორიცაა შეცდომების მესიჯები კონკრეტული გვერდებიდან. ქუქი-ფაილი არის პატარა ფაილი, რომელიც შეიცავს სიმბოლოების მიმდევრობას. ეს ფაილი იგზავნება თქვენს კომპიუტერში ან სხვა მოწყობილობაში, როდესაც იყენებთ ჩვენს სერვისს. როდესაც თქვენ ეწვევით ჩვენს სერვისს ამის შემდეგ, ნებისმიერ დროს, ჩვენი სერვისი ქუქი-ფაილის საშუალებით ამოიცნობს თქვენს ბრაუზერს და შეინახავს ინფორმაციას თქვენი, როგორც მომხმარებლის პრიორიტეტების შესახებ და სხვა პირად ინფორმაციას.
  • გეოგრაფიული ადგილმდებარეობის ინფორმაცია. როდესაც თქვენ ეწვევით ჩვენს სერვისს, ჩვენ შეგვიძლია შევაგროვოთ და დავამუშავოთ ინფორმაცია თქვენი ფაქტობრივი გეოგრაფიული მდებარეობის შესახებ. ჩვენ ვიყენებთ სხვადასხვა ტექნოლოგიებს გეოგრაფიული ადგილმდებარეობის განსასაზღვრავად, მათ შორის IP მისამართს.
  • ადგილობრივი შენახვა. ჩვენ შეგვიძლია შევაგროვოთ და შევინახოთ ინფორმაცია (მათ შორის, პირადი ინფორმაცია) ადგილობრივ, თქვენს მოწყობილობაზე, ისეთი მექანიზმების გამოყენებით, როგორიცაა ბრაუზერის ლოკალური ვებ-საცავი, რომელიც საშუალებას იძლევა, რომ მონაცემები შენახულ იქნეს ბრაუზერში, მაშინაც კი, როდესაც ბრაუზერი იხურება და ხელახლა იხსნება, და აპლიკაციის მონაცემთა ქეშის გამოყენებით, რომლის დახმარებით მონაცემები ინახება თქვენს მოწყობილობაზე, რაც საშუალებას აძლევს აპლიკაციას, რომ ფუნქციონირებდეს ინტერნეტ კავშირის გარეშე და კონტენტი ჩატვირთოს უფრო სწრაფად.
  • შეგროვების და შენახვის ტექნოლოგიები. ჩვენ და ჩვენი პარტნიორები ვიყენებთ სხვადასხვა ტექნოლოგიებს, რომ შევაგროვოთ და შევინახოთ ინფორმაცია, როდესაც გექნებათ წვდომა გემუგის სერვისზე. ეს შეიძლება მოიცავდეს ქუქი-ფაილების, ან სხვა ტექნოლოგიების გამოყენებას თქვენი ბრაუზერისა თუ მოწყობილობის იდენტიფიკაციის მიზნით. ჩვენ აგრეთვე ვიყენებთ ამ ტექნოლოგიებს, რომ შევაგროვოთ და შევინახოთ ინფორმაცია, როდესაც გაქვთ წვდომა ჩვენს სერვისზე და ურთიერთქმედებით ჩვენ მიერ შემოთავაზებულ კონტენტთან, პროდუქტებთან და სერვისებთან, როგორიცაა სარეკლამო სერვისები.

2. როგორ ვიყენებთ ჩვენ მიერ შეგროვებულ ინფორმაციას

ჩვენი სერვისის მომხმარებლებისგან შეგროვებულ ინფორმაციას ჩვენ ვიყენებთ იმისათვის, რომ მოგაწოდოთ უფრო რელევანტური  შიგთავსი და შემოგთავაზოთ მოსახერხებელი  პროდუქტები და სერვისები, ასევე გავაუმჯობესოთ თქვენი საერთო გამოცდილება. კერძოდ, თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ:

  • ჩვენი რომელიმე სიახლეთა მაცნეს გამოწერა;
  • მიიღოთ „სპეციალური შემოთავაზებები“ გემუგისგან და მისი სერვისების სხვადასხვა პროვაიდერებისგან;
  • წარადგინოთ კითხვები ან კომენტარები ჩვენი სერვისის შესახებ სარედაქციო კონტენტის საპასუხოდ;
  • შეიძინოთ პროდუქცია ჩვენს ონლაინ მაღაზიებში, რა შემთხვევაშიც ჩვენ დავამუშავებთ თქვენს ინფორმაციას, რომ შევასრულოთ ჩვენი ხელშეკრულება, ან დავაკმაყოფილოთ თქვენი მოთხოვნა.

თითოეულ შემთხვევაში, თქვენ გთხოვენ, რომ მოგვაწოდოთ გარკვეული სახის პირადი ინფორმაცია, როგორიცაა ელფოსტის მისამართი, საფოსტო კოდი, ტელეფონის ნომერი და ზოგ შემთხვევაში, ინფორმაცია თქვენი ბიზნესის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ შეძენა განხორციელდება ონლაინ მაღაზიის ვებსაიტიდან, ჩვენ აგრეთვე შევაგროვებთ და შევინახავთ დამატებით ინფორმაციას ამ შენაძენის შესახებ, მათ შორის, დასახელების, რაოდენობის, შეძენის თარიღებისა და გადახდის მეთოდის შესახებ, და სხვა ინფორმაციას, როგორიცაა გადამხდელის და გაგზავნის მისამართი (თუ სხვადასხვაა). ამ ინფორმაციის უზრუნველყოფით და შესაბამისი თანხმობის გაცემით, თქვენ ადასტურებთ, რომ ეს ინფორმაცია შეიძლება გამოყენებული იქნეს გემუგის მიერ და მისი სხვადასხვა სარეკლამო კომპანიებისა და სხვა სერვისების მომწოდებლების მიერ, რათა გამოგიგზავნონ სარეკლამო მასალები და სხვა შეტყობინებები ბიზნეს შესაძლებლობების, პროდუქტებისა და სერვისების შესახებ. თქვენ შეგიძლიათ შეწყვიტოთ ასეთი ელექტრონული სიახლეთა მაცნეების, სარეკლამო მასალებისა და სხვა კომერციული შეტყობინებების მიღება ინსტრუქციის „გამოწერის შეწყვეტა“ შესაბამისად, რომელიც მოცემულია თითოეულ სიახლეთა მაცნეში, ან ყველა ზემოხსენებულ შემთხვევაში, შეგიძლიათ გააგზავნოთ ელფოსტა მისამართზე unsubscribe@gemug.ge. სათაურის ხაზი უნდა შეიცავდეს სიტყვებს: „გამოწერის შეწყვეტა“.

ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ თქვენ მიერ გემუგის პროფილისთვის უზრუნველყოფილი სახელი ყველა სერვისისთვის, რომლებსაც ჩვენ გთავაზობთ და რომლებიც მოითხოვს გემუგის ანგარიშს. სწორედ გემუგის ანგარიშში ინახება ის ინფორმაცია, რომელსაც თქვენ გვაწვდით. გარდა ამისა, ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ თქვენს გემუგის ანგარიშთან დაკავშირებული ადრინდელი სახელები, რათა წარმოდგენილი იყოთ ერთი სახელით ყველა ჩვენი სერვისის მონაცემებში.

როდესაც თქვენ უკავშირდებით გემუგს, ჩვენ ვინახავთ თქვენი კომუნიკაციის ჩანაწერს, რათა გადავჭრათ ნებისმიერი პრობლემა, რომლის წინაშეც შეიძლება აღმოჩნდეთ, ან ვინახავთ ჩანაწერს, რომ დავეხმაროთ იურიდიული საკითხების მოგვარებას. ჩვენ შევინახავთ ამ ჩანაწერებს არაუმეტეს 5 წლის განმავლობაში. თქვენი თანხმობის შემთხვევაში, ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ თქვენი ელფოსტის მისამართი, რომ გაცნობოთ იმ პროდუქტებისა და მომსახურებების შესახებ, რომლებიც შემოთავაზებულია ჩვენი სერვისით.

ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებისა და სხვა ტექნოლოგიების საშუალებით შეგროვებულ ინფორმაციას, როგორიცაა მაგალითად, პიქსელის თეგები, რომ გავაუმჯობესოთ თქვენი, როგორც მომხმარებლის გამოცდილება და ჩვენი სერვისების საერთო ხარისხი. თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი ბრაუზერის პარამეტრები, რომ უარყოთ ყველა ქუქი-ფაილი, ან აღნიშნოთ, თუ როდის გამოიგზავნოს ქუქი-ფაილი. მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ, რომ თქვენ შეიძლება ვერ განახორციელოთ წვდომა, ან ვერ გამოიყენოთ ჩვენი სერვისის ზოგიერთი ფუნქცია ქუქი-ფაილების გარეშე. პიქსელის თეგი არის ტექნოლოგია, რომელიც განთავსებულია ვებსაიტზე ან ელფოსტის შიგნით და გამოიყენება ვებსაიტზე აქტივობის თვალის დევნებისთვის. ის ხშირად გამოიყენება ქუქი-ფაილებთან კომბინაციაში. დამატებითი ინფორმაციისთვის, თუ როგორ ვიყენებთ და ვაგროვებთ ქუქი-ფაილებს, შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი წესები ქუქი-ფაილებთან დაკავშირებით, მისამართზე: https://gemug.ge/cookie-policy.

ჩვენ არ ვადევნებთ თვალს ჩვენს მომხმარებლებს მესამე მხარის ვებსაიტებზე და შესაბამისად, არ ვპასუხობთ „თვალს ნუ მადევნებ“ (“DNT”)-სიგნალებს. თუმცა, მესამე მხარეების ზოგიერთი ვებსაიტი თვალს ადევნებს ვებსაიტზე თქვენს საქმიანობას, როდესაც ისინი გემსახურებიან კონტენტით. ეს მათ საშუალებას აძლევს, რომ თქვენს ინტერესებს მოარგონ ის შინაარსი, რასაც ისინი გაწვდიან. როდესაც თქვენ ეწვევით ასეთ საიტებს, კონკრეტული ვებსაიტების ბრაუზერები საშუალებას გაძლევთ, რომ მომართოთ DNT სიგნალი თქვენს ბრაუზერში. ასეთ შემთხვევაში, მესამე მხარეებს (კერძოდ, სარეკლამო კომპანიებს) ეცოდინებათ, რომ თქვენ არ გსურთ, რომ თვალი გადევნონ.

3. რეკლამა ჩვენი სერვისის შესახებ

ჩვენს სერვისზე რეკლამების განთავსება საშუალებას გვაძლევს, რომ უფასოდ შემოგთავაზოთ ინფორმაცია და პროდუქტები/სერვისები. ჩვენ დიდი ყურადღებით ვეკიდებით და ყველანაირად ვცდილობთ, რომ რეკლამა იყოს უსაფრთხო, არააგრესიული და რაც შეიძლება, რელევანტური.

ქუქი-ფაილები გამოიყენება იმ მიზნით, რომ რეკლამები იყოს რაც შეიძლება რელევანტური ჩვენი სერვისის მომხმარებელთა საჭიროებებისა და ინტერესებისთვის, და უფრო მეტად ღირებული ჩვენი რეკლამების მომწოდებლებისთვის, იმ თვალსაზრისით, რომ მათ შეეძლოთ ვიზიტორებისთვის უფრო რელევანტური რეკლამების ჩვენება. ქუქი-ფაილები აგრეთვე გამოიყენება იმ მიზნით, რომ არ მოგიხდეთ ერთი და იმავე რეკლამის მრავალჯერ ნახვა და გამოვავლინოთ და თავიდან ავიცილოთ ყალბი დაწკაპუნებები. ჩვენ ვიყენებთ AdSense-ს, Google Analytics-სა და სხვა DoubleClick სერვისებს (კრებითად, “Google® Services”), რომლებიც გვეხმარება, რომ ვმართოთ და გავაუმჯობესოთ ჩვენი სერვისი და დავეხმაროთ ჩვენს რეკლამების მომწოდებლებს, რომ უკეთესად გაიგონ და თვალი ადევნონ მომხმარებელთა ურთიერთობას მათ რეკლამებთან. როდესაც თქვენ ეწვევით ჩვენი სერვისის რომელიმე ადგილს, რომელიც შეიცავს ერთ ან მეტ ასეთ რეკლამას, თქვენს ბრაუზერს შეიძლება გაეგზავნოს სხვადასხვა ქუქი-ფაილები.

ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ სხვა ტექნოლოგიები, მათ შორის Flash და HTML5, რომლებიც უზრუნველყოფს ისეთ ფუნქციონალობას ასეთი ჩვენებისთვის, როგორიცაა ინტერაქტიული რეკლამა. ჩვენ შეიძლება გამოიყენოთ აგრეთვე თქვენი IP-მისამართი, რომ შევარჩიოთ და უზრუნველყოთ ამ მისამართისთვის გამიზნული რეკლამები, იმ მიზნით, რომ გაუმჯობესდეს იმ რეკლამების რელევანტურობა, რომლებსაც ხედავთ. აგრეთვე უნდა აღირიცხოს და რეკლამების მომწოდებლებს წარედგინოს არაპირადი სტატისტიკური ინფორმაცია, ვებსაიტის იმ ვიზიტორების გეოგრაფიული ადგილმდებარეობის შესახებ, რომლებიც ნახულობენ მათ რეკლამებს.

რეკლამებს, რომლებსაც ხედავთ ჩვენს სერვისზე, განპირობებულია მრავალი ფაქტორით, რომლებიც დაკავშირებულია რელევანტურობასთან, მათ შორის:

  • თქვენს მიახლოებით გეოგრაფიულ ადგილმდებარეობასთან, რომელიც ემყარება თქვენს IP-მისამართს;
  • საგნობრივ შინაარსთან, რომელსაც შეიძლება ათვალიერებდეთ ჩვენს სერვისზე. მაგალითად, თუ თქვენ ათვალიერებთ სტატიას ფიზიკური ჯანმრთელობის შესახებ, თქვენ შეიძლება იხილოთ რეკლამები სავარჯიშო მოწყობილობების შესახებ.

4. კონფიდენციალურობა და არჩევანი

ადამიანებს აქვთ სხვადასხვა პრობლემა კონფიდენციალურობასთან დაკავშირებით. ჩვენი მიზანია, ნათელი გავხადოთ, თუ რა სახის ინფორმაციას ვაგროვებთ და თქვენ გქონდეთ მიზანმიმართული არჩევნის გაკეთების საშუალება, თუ როგორ უნდა იქნეს გამოყენებული ეს ინფორმაცია. თქვენ შეგიძლიათ შეარჩიოთ თქვენი ბრაუზერის პარამეტრები მისი „ვარიანტების“ და „პრიორიტეტების“ ფუნქციიდან იმგვარად, რომ მიიღოთ გაფრთხილება ქუქი-ფაილების მიღებამდე, ან საერთოდ გამორთოთ ყველა ქუქი-ფაილი. თუმცა მნიშვნელოვანია, იცოდეთ, რომ მრავალი სერვისი, რომელსაც ჩვენ ვუზრუნველვყოფთ ჩვენს სერვისზე მომხმარებლებისთვის, შეიძლება არ ფუნქციონირებდეს სწორად ქუქი-ფაილების გამორთვის შემთხვევაში.

5. არასრულწლოვნები და 16-წლის ასაკამდე ბავშვები

გემუგი შეგნებულად არ აგროვებს და არ მოითხოვს პირად ინფორმაციას 16 წლამდე ასაკის მქონე პირებისგან და შეგნებულად არ აძლევს უფლებას ასეთ პირებს, რომ გაიარონ რეგისტრაცია ჩვენი სერვისის გამოსაყენებლად. 16-წლამდე ასაკის მქონე არცერთ პირს არ აქვს უფლება, რომ პირადი ინფორმაციით უზრუნველყოს გემუგი, ან სერვისი. იმ შემთხვევაში, თუ გავიგებთ, რომ შევაგროვეთ პირადი ინფორმაცია 16-წლამდე ასაკის ბავშვისგან, ჩვენ წავშლით ასეთ ინფორმაციას რაც შეიძლება სწრაფად. თუ ფიქრობთ, რომ შესაძლოა ჩვენ გვქონდეს რაიმე ინფორმაცია 16-წლამდე ასაკის ბავშვის შესახებ, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ მისამართზე: info@gemug.ge.

6. სად ვინახავთ ინფორმაციას

მონაცემებს, რომლებსაც ჩვენ ვაგროვებთ თქვენგან, შეიძლება გადაიცეს დანიშნულების ადგილზე თქვენი ქვეყნის და ევროპის ეკონომიკური ზონის (“EEA”) ფარგლებს გარეთ, კერძოდ და მათ შორის, შეერთებულ შტატებში. ეს ინფორმაცია აგრეთვე შეიძლება დამუშავდეს EEA-ს ფარგლებს გარეთ პერსონალის მიერ, რომელიც მუშაობს ჩვენთვის, ან რომელიმე ჩვენი მომწოდებელი კომპანიისთვის. ეს პერსონალი, სხვა ფუნქციებთან ერთად, შეიძლება ჩართული იყოს თქვენი შეკვეთების შესრულებაში, თქვენი გადახდის ინფორმაციის დამუშავებასა და დახმარების სერვისების უზრუნველყოფაში. თქვენი ინფორმაციის წარდგენით, თქვენ თანხმობას აცხადებთ ინფორმაციის ამგვარ გადაცემაზე, შენახვასა და დამუშავებაზე.

7. ინფორმაცია, რომელსაც თქვენ აზიარებთ

ჩვენი სერვისი საშუალებას აძლევს ვიზიტორებს, რომ გააზიარონ ისეთი ინფორმაცია, როგორიცაა კომენტარები სარედაქციო შიგთავსის შესახებ და ინფორმაცია, რომელიც გაზიარებულია სოციალური მედიის საშუალებით. როდესაც აზიარებთ ინფორმაციას, ამის შედეგად, ის შეიძლება ხელმისაწვდომი გახდეს სხვებისთვის, ისეთი მექანიზმების წყალობით, როგორიცაა საძიებო სისტემები. ჩვენ ვერ ვიქნებით პასუხისმგებელი იმაზე, თუ სხვა პირებმა, რომლებსაც თქვენ უზიარებთ ინფორმაციას, როგორ შეიძლება გამოიყენონ ეს ინფორმაცია. (იხილეთ ქვევით მოცემული პარაგრაფი 11 — ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკის სფერო).

8. თქვენი პირადი ინფორმაციის განახლება

ჩვენი პოლიტიკა იმაში მდგომარეობს, რომ როდესაც ეწვევით ჩვენს სერვისს, თქვენ უნდა შეგეძლოთ წვდომა თქვენს პირად ინფორმაციაზე. ეს არის ინფორმაცია, რომლითაც შეიძლება თქვენი იდენტიფიკაცია, როგორიცაა სახელი და გვარი, ელფოსტის მისამართი, ანგარიშსწორების ინფორმაცია, თუ სხვა სახის ინფორმაცია, რომლითაც შესაძლებელია თქვენი იდენტიფიკაცია. თუ ეს ინფორმაცია არ არის სწორი, ჩვენ ვცდილობთ, რომ უზრუნველვყოთ თქვენთვის მისი სწრაფი განახლების ან წაშლის გზები — გარდა ისეთი შემთხვევებისა, როდესაც ჩვენ უნდა შევინახოთ ეს ინფორმაცია ლეგიტიმური ბიზნესის, ან იურიდიული მიზნებისთვის, რა შემთხვევაშიც ინფორმაცია შენარჩუნებული იქნება კონფიდენციალურობის პოლიტიკაში მითითებული პერიოდების განმავლობაში. როდესაც განვაახლებთ თქვენს პირად ინფორმაციას, ჩვენ შეიძლება გთხოვოთ, რომ დაადასტუროთ თქვენი იდენტობა, სანამ ვიმოქმედებდეთ თქვენი თხოვნის შესაბამისად.

თუ შესაბამისი კანონი იძლევა ამის საშუალებას, ჩვენ შეიძლება უარი განვაცხადოთ იმ მოთხოვნებზე, რომლებიც არაზომიერად მეორდება, მოითხოვს შეუსაბამო ტექნიკურ ძალისხმევას (მაგალითად, მოთხოვნები, რომლებიც უკიდურესად არაპრაქტიკულია).

როდესაც შეგვიძლია ინფორმაციაზე წვდომისა და მასში შესწორების შეტანის უზრუნველყოფა, ჩვენ ამას უფასოდ გავაკეთებთ თქვენთვის, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როდესაც ეს მოითხოვს შეუსაბამო ძალისხმევას. ჩვენი მიზანია, ჩვენი სერვისები შევინარჩუნოთ ისეთ დონეზე, რომ ინფორმაცია დაცული იყოს შემთხვევითი ან წინასწარგანზრახული დაზიანებისა და განადგურებისგან. ამის გამო, მას შემდეგ, რაც თქვენ წაშლით ინფორმაციას ჩვენი სერვისიდან, შესაძლოა, ჩვენ დაუყოვნებლივ არ წავშალოთ დარჩენილი ასლები მოქმედი სერვერებიდან.

9. ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვაზიარებთ

ჩვენ არ ვუზიარებთ პირად ინფორმაციას კომპანიებს, ორგანიზაციებსა და ინდივიდებს გემუგის ფარგლებს გარეთ, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როდესაც იქმნება რომელიმე გარემოება შემდეგი გარემოებებიდან:

ა. ჩვენ გავუზიარებთ პირად ინფორმაციას კომპანიებს, ორგანიზაციებსა თუ ინდივიდუალურ პირებს, გემუგის ფარგლებს გარეთ, თუ გვაქვს თქვენი წერილობითი ან სხვაგვარი თანხმობა ამასთან დაკავშირებით.

ბ. ჩვენ გავუზიარებთ პირად ინფორმაციას კომპანიებს, ორგანიზაციებსა თუ ინდივიდუალურ პირებს, გემუგის ფარგლებს გარეთ, თუ დარწმუნებული ვართ, რომ ამ ინფორმაციაზე წვდომა, მისი გამოყენება, შენახვა ან გამჟღავნება დასაბუთებულია შემდეგი მიზნებიდან გამომდინარე:

  • სათანადო კანონის, რეგულაციების, იურიდიული პროცესისა თუ მთავრობის მიერ სანქცირებული კანონიერი მოთხოვნების შესრულება;
  • ჩვენი სერვისის პირობებიდან რომელიმე მათგანის შესრულება, მათ შორის, რაიმე პოტენციურ დარღვევასთან დაკავშირებით;
  • თაღლითობის, უსაფრთხოების, ან ტექნიკური პრობლემების გამოვლენა, პრევენცია ან სხვაგვარად გადაჭრა;
  • ჩვენი სერვისის მომხმარებელთა და სერვისების პროვაიდერთა, აგრეთვე ფართო საზოგადოებისა და გემუგის უფლებების, საკუთრების ან უსაფრთხოების დაცვა ზიანის მიყენებისგან, კანონის მოთხოვნების შესაბამისად.

გ. ჩვენ შეიძლება გავუზიაროთ პირადი ინფორმაცია მყიდველს, ან სხვა სამართალმემკვიდრეს, გაერთიანების, გასხვისების, რესტრუქტურიზაციის, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციისა თუ გემუგის საერთო აქტივების ან მისი ნაწილის გაყიდვის ან გადაცემის შემთხვევაში, როგორც მოქმედი კომპანიის, ისე მისი გაკოტრების, ლიკვიდაციის ან მსგავსი პროცესის პირობებში, რა შემთხვევაშიც გემუგის მიერ დაცული პირადი ინფორმაცია ჩვენი სერვისის მომხმარებელთა შესახებ, წარმოადგენს გადაცემული აქტივების ნაწილს.

დ. ჩვენ შეიძლება გავაზიაროთ თქვენი ინფორმაცია საჯაროდ და გავუზიაროთ იგი ჩვენს პარტნიორებს, როგორებიც არიან შიგთავსის შემქმნელი მესამე მხარეები, რეკლამის მომწოდებლები, ან მათთან დაკავშირებული საიტები, მაგრამ ისეთი ფორმით, რომელიც არ ამჟღავნებს თქვენი პირადობის საიდენტიფიკაციო ინფორმაციას, და რომელიც აგრეგირებულია მომხმარებელთა სხვა ინფორმაციასთან, გემუგისა და მესამე მხარეების მიერ ჩვენს სერვისზე შემოთავაზებული პროდუქტებისა და სერვისების გამოყენებისა და იმ ტრენდების ჩვენების მიზნით, რომლებიც ემყარება კატეგორიებს, როგორიცაა ასაკი, სქესი, გეოგრაფიული წარმომავლობა და სხვა დემოგრაფიული მახასიათებლები.

10. თქვენი ინფორმაციის დაცვა

ჩვენ ბევრს ვმუშაობთ, რომ დავიცვათ ჩვენი სერვისის მომხმარებელთა მიერ მოწოდებული ინფორმაცია და ჩვენ მიერ მათ შესახებ შეგროვებული ინფორმაცია არაავტორიზებული წვდომისაგან, ცვლილებისგან, გამჟღავნებისა თუ განადგურებისგან. კერძოდ:

ა. ჩვენ ვშიფრავთ თქვენსა და ჩვენს სერვისებს შორის მოძრავი ინფორმაციის დიდ ნაწილს SSL-ის გამოყენებით.

ბ. ვამოწმებთ ინფორმაციის შეგროვების, შენახვისა და გადამუშავების მიღებულ პრაქტიკას, მათ შორის ფიზიკური უსაფრთხოების ზომებს, რომ არაავტორიზებული წვდომისაგან დავიცვათ ჩვენი სისტემები და შეგროვებული და მათში განთავსებული ინფორმაცია.

გ. ჩვენ პირად ინფორმაციაზე წვდომის უფლებას ვანიჭებთ მხოლოდ იმ თანამშრომლებს, კონტრაქტორებსა და აგენტებს, ვისთვისაც აუცილებელია ამ ინფორმაციის ცოდნა, რათა მათ დაამუშაონ ეს ინფორმაცია, რომლებიც ექვემდებარებიან კონფიდენციალურობის მკაცრად დაცვის ვალდებულებას ამ ინფორმაციასთან მიმართებით, და რომლებიც ექვემდებარებიან დისციპლინურ ზომებს, მათ შორის გათავისუფლებას, ამ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში.

11. ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკის სფერო

ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკა ეხება გემუგის მიერ მისი სერვისის საშუალებით შემოთავაზებულ ყველა სერვისს. მაგრამ ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკა არ ეხება ქვევით ჩამოთვლილთაგან არცერთს:

ა. სხვა კომპანიების ან ინდივიდუალური პირების მიერ გემუგის გარდა სხვა ვებსაიტებზე და აპლიკაციებით შემოთავაზებული სერვისებს, მათ შორის, ნებისმიერ ისეთ ვებსაიტს ან აპლიკაციას, რომელიც შეიძლება მითითებული ან დაკავშირებული იყოს ბმულით ჩვენი სერვისიდან;

ბ. ინფორმაციას, რომელიც შეგროვებულია სხვა კომპანიების, ორგანიზაციების ან ინდივიდუალური პირების მიერ (და მათ მიერ მიღებულ საინფორმაციო პრაქტიკას), რომლებიც რეკლამას უწევენ ჩვენს სერვისს, სარედაქციო და სარეკლამო შიგთავსს, ან ნებისმიერ პროდუქტსა თუ სერვისს, რომელიც შემოთავაზებულია ჩვენს სერვისზე, და რომლებიც შეიძლება იყენებდნენ ქუქი-ფაილებს, პიქსელის თეგებსა და სხვა ტექნოლოგიებს რელევანტური სერვისებისა და რეკლამების შეთავაზების მიზნით.

12. ჩვენი სერვისის მომხმარებელთა საჩივრების დამუშავება და მარეგულირებელი ორგანოები

ჩვენ რეგულარულად ვამოწმებთ ჩვენს შესაბამისობას ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან და დარგის მასშტაბით მიღებულ საუკეთესო პრაქტიკასთან, აგრეთვე შესაბამის კანონებთან და რეგულაციებთან. როდესაც ვიღებთ ოფიციალურ წერილობით საჩივარს, ჩვენ ვუკავშირდებით იმ პირს, ვინც შემოიტანა საჩივარი, რომ განვიხილოთ ეს საჩივარი. ეს არ გამორიცხავს თქვენს უფლებას, რომ აღძრათ საჩივარი მონაცემთა დაცვის ადგილობრივ საზედამხედველო ორგანოში. ჩვენ ვმუშაობთ შესაბამის მარეგულირებელ ორგანოებთან, მათ შორის, მონაცემთა დაცვის ადგილობრივ ორგანოებთან, რომ გადავჭრათ პირადი მონაცემების გადაცემასთან დაკავშირებული საჩივრები, რომელთა გადაჭრაც არ შეგვიძლია უშუალოდ ჩვენი სერვისის მომხმარებლებთან ერთად.

13. კონფიდენციალურობის პოლიტიკის გადასინჯვა და განახლება

დროგამოშვებით შეიძლება მოხდეს ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკის გადასინჯვა, და ასეთ შემთხვევაში, კონფიდენციალურობის პოლიტიკა, რომელსაც ხედავთ, იქნება ბოლო ვერსია, ხოლო ბოლო ასეთი გადასინჯვის თარიღი მოცემული იქნება კონფიდენციალურობის პოლიტიკის დასაწყისში.

14. დაგვიკავშირდით

თუ გაქვთ კითხვები, პრობლემები ან შემოთავაზებები ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან დაკავშირებით, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ელფოსტით: info@gemug.ge.