ჩვენი საყვარელი კომპანია ყურადღებით აკვირდება კომერციული საიდუმლოებების დაცვას. თუ ვინმე არღვევს Apple-ის შიდა დებულებებს, მენეჯმენტი მზადაა დასაჯოს დამრღვევი.
შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიურომ, ყოფილი თანამშრომელი Xiaolang Zhang დაადანაშაულა. მას ბრალად ედება საიდუმლო ინფორმაციის მოპოვება მოგების ნახვის მიზნით.
ამ სკანდალმა დააზარალა პროექტი — Titan — საიდუმლო პროექტი. ეს პროექტი დაკავშირებულია Apple-ის მანქანასთან, რომლის გამოშვებასაც დიდი ხანია გეგმავს.
Xiaolang Zhang Apple-ში 2015 წელს დაინიშნა და მისი საქმიანობა სენსორების დამუშავება და ბეჭვდითი სქემის დაფების შექმნა იყო.
ამის შემდეგ, Zhang-მა კონფიდენციალურ ინფორმაციებზე წვდომა მიიღო. როდესაც იგი დეკრეტულ შვებულებაში გავიდა, მან თქვა, რომ ის ჩინეთში ბრუნდება Xmotors-ში სამუშაოდ.
როგორც ჩანს, Xiaolang Zhang-ის დანაშაული პრაქტიკულად დადასტურებულია. იმის გათვალისწინებით, რომ მან ხელი მოაწერა შეთანხმებას ინტელექტუალური საკუთრების შესახებ და კომერციულ საიდუმლოების გამჟღავნებაზე (და დაარღვია ეს შეთანხმება), იგი 10 წლამდე პატიმრობას და 250 ათას დოლარს ჯარიმას მიიღებს. [9to5]
გამოიწერეთ GeMUG-ის ტვიტერის გვერდი: Georgian Mac User Group