GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
No Result
View All Result

ყველაფერი ახალი AirPods Max-ის შესახებ

გოგა ნადირაშვილი by გოგა ნადირაშვილი
08/12/2020
in სიახლეები
Reading Time: 1 min read
A A
0
999
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

Apple-მა ახალი AirPods Max-ი წარმოგვიდგინა, რომელსაც ხმაურის გაუქმების, სივრცული ხმისა (Spatial audio) და ადაპტაციური გამათანაბრებელის (Adaptive EQ) შესაძლებლობა აქვს.

AirPods Max-ი არის Apple-ის პირველი დახურული ყურსასმენი. ამ დიზაინისა და H1 პროცესორის წყალობით, ის უზრუნველყოფს ხმის გასაოცარ ხარისხს.

ყურის ბალიშები და ზედა ნაწილი ისეთი მასალისგანაა დამზადებული რომ იგი თანაბრად ანაწილებს წონას და ათავისუფლებს თავზე ზეწოლას.

ყურსასმენის ზედა ნაწილი დამზადებულია უჟანგავი ფოლადისაგან, მისი დარეგულირება ნებისმიერი თავის ფორმისთვის შესაძლებელია.

ყურსასმენის „ყურის“ ნაწილები მზადდება ანოდირებული ალუმინისაგან, მათ ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად შეუძლიათ ბრუნვა.

მარჯვენა მხარეს აქვს Digital Crown, რომელსაც Apple Watch-ის მომხმარებლები კარგად იცნობენ. მისი საშუალებით შეგიძლიათ აკონტროლოთ მუსიკის ხმა, დააპაუზოთ მუსიკა, გამოტოვოთ ტრეკები, უპასუხოთ ზარებსა და გაააქტიუროთ Siri. Digital Crown ასევე პასუხისმგებელია ხმაურის გაუქმების რეჟიმისა და გამჭირვალობის რეჟიმის ჩართვაზე.

AirPods Max-ი იყენებს 8 მიკროფონს: 6-ს გარე ხმაურის ასაღებად, ხოლო 2-ს შიგნიდან რომელსაც მომხმარებელი ისმენს. გარე მიკროფონები ასევე გამოიყენება ზარების დროს.

თითოეულ მხარეს აქვს 10 ბირთვიანი H1 ჩიპი, ის საჭიროა ხმაურის გაუქმების რეჟიმისა და აგრეთვე ხმის კორექტირებისათვის.

„სივრცული აუდიოს“ მხარდაჭერის წყალობით ფილმებისა და სერილების ყურების დროს ისეთი შეგრძნება დაგეუფლებათ როგორც კინოთეატრში.

ყურსასმენი მაშინვე შეწყვეტს დაკვრას, როდესაც მას მოიხსნით. ასევე მას აქვს Hey Siri-ს მხარდაჭერა და შეგიძლიათ შემოსული შეტყობინებების მოსმენა. AirPods Max-ს აქვს სტანდარტული Lightning პორტი — ანუ მისი მოსმენა კაბელითაც შეგიძლიათ.

AirPods Max-ი მოითხოვს iOS 14.3, macOS Big Sur 11.1, watchOS 7.2 და tvOS 14.3.

ფასი

მისი ფასი 549 დოლარია. გაყიდვები უკვე დაიწყო და მაღალი მოთხოვნის გამო მოწყობილობა შესაძლოა 4-5 კვირა ვერ მიიღოთ.

Tags: AirPodsApple
Previous Post

Samsung-ი ტრადიციულად Apple-ის გზას გაუდგა — ყურსასმენის და ადაპტერის გარეშე

Next Post

Apple Car-ის განვითარებას ახლა სხვა ადამიანი უძღვება

გოგა ნადირაშვილი

გოგა ნადირაშვილი

GeMUG Board Member

Related Posts

Apple ყოველდღიურად ხარჯავს მილიონობით დოლარს ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის, რომელსაც შეუძლია კონკურენცია გაუწიოს ChatGPT-ს
სიახლეები

Apple ყოველდღიურად ხარჯავს მილიონობით დოლარს ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის, რომელსაც შეუძლია კონკურენცია გაუწიოს ChatGPT-ს

29/09/2023
74
Apple-მა და Arm-მა გააფორმეს შეთანხმება Apple Silicon პროცესორების წარმოებაზე 2040 წლამდე
სიახლეები

Apple-მა და Arm-მა გააფორმეს შეთანხმება Apple Silicon პროცესორების წარმოებაზე 2040 წლამდე

28/09/2023
71
ჩინეთში ქურდმა კბილებით დაღეჭა უსაფრთხოების კაბელი და Apple Store-ის ეკრანიდან პირდაპირ iPhone 14 Plus მოიპარა
სიახლეები

ჩინეთში ქურდმა კბილებით დაღეჭა უსაფრთხოების კაბელი და Apple Store-ის ეკრანიდან პირდაპირ iPhone 14 Plus მოიპარა

27/09/2023
279
აშშ-ს პოლიციამ AirTag-ის გამოყენებით მოპარული მანქანა იპოვა და ქურდი დააკავა
სიახლეები

აშშ-ს პოლიციამ AirTag-ის გამოყენებით მოპარული მანქანა იპოვა და ქურდი დააკავა

26/09/2023
23
Apple-მა დაიწყო განაცხადების მიღება iPhone Security Device Program-ისთვის iOS-ის დაუცველობის მოსაძებნად
სიახლეები

Apple-მა დაიწყო განაცხადების მიღება iPhone Security Device Program-ისთვის iOS-ის დაუცველობის მოსაძებნად

25/09/2023
141
WhatsApp macOS-ზე იღებს ახალ დიზაინს და მხარდაჭერას ჯგუფური ზარებისთვის
სიახლეები

WhatsApp macOS-ზე იღებს ახალ დიზაინს და მხარდაჭერას ჯგუფური ზარებისთვის

22/09/2023
42
Next Post
Apple Car-ის განვითარებას ახლა სხვა ადამიანი უძღვება

Apple Car-ის განვითარებას ახლა სხვა ადამიანი უძღვება

Please login to join discussion
  • KAR.GE

© 2021 GeMUG

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი

© 2021 GeMUG