GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
No Result
View All Result

ყველაფერი ახალი Apple TV 4K-ს შესახებ

დიმიტრი გოგელია by დიმიტრი გოგელია
14/09/2017
in სიახლეები
Reading Time: 2 mins read
A A
0
1.2k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ჩვენ ორი წელი ველოდებოდით ეფლის სატელევიზიო კონსოლის განახლებას. გასაოცარია, მაგრამ ახალი Apple TV ჩვენთვისაც კი კარგი რამეა. საქართველოს ვგულისხმობ. მიუხედავად იმისა, რომ ეს მოწყობილობა ძირითადად აშშ-ს ბაზრისთვის არის განკუთვნილი.

მოდი ვნახოთ, რა სიახლეებია:

4K ვიდეოს მხარდაჭერა

თანაც უბრალოდ 4К კი არა, არამედ 4К HDR — ედი კიუმ თვალნათლივ გვიჩვენა, თუ რმადენად მაგარია ეს. არ გეგონოთ, თითქოს ეს ფორმატი ეფლმა მოიგონა, უბრალოდ როგორც იქნა მათაც დაამატეს ამის მხარდაჭერა თავის მოწყობილობაში.

განახლებული აპარატურული ნაწილი

მართალია, კონსოლის ძველი პროცესორიც ასევე კარგად მუშაობდა, მაგრამ 4K გამოსახულება მაინც საკმაოდ მძიმეა, ამიტომ ეფლმა განაახლა ცენტრალური პროცესორი. ახალ მოდელში ჩადგმულია A10X, წინა თაობის პროცესორი, რომელიც ამჟამად უახლეს iPad Pro-ებშია წარმოდგენილი. შესაბამისად, პროცესორი ორჯერ უფრო სწრაფად მუშაობს, ხოლო გრაფიკული ბირთვი — ოთხჯერ უფრო სწრაფად.

კონსოლზე შესაძლებელია თამაშიც, მართალია ის ვერ შეედრება სონის და მაირკოსოფტის კოსნოლებს, მაგრამ მარტივი თამაშებით გაერთობით.

ახალი ინტერფეისი, მაგარი სპორტული განყოფილება

ინტერფეისი ცოტათი გადაკეთებულია, თუმცა მუშაობის ლოგიკა იგივე დარჩა. სამაგიეროდ დაემატა უზარმაზარი სპორტული განყოფილება, სადაც თავმოყრილია ტრანსლაციები, მიმოხილვები, ჩანაწერები და თემატური გადაცემები.

ფილმები უკვე 4K გარჩევადობით არის წარმოდგენილი

აი ასე, მარტივად ეფლმა iTunes-ში გამოიტანა ფილმები 4K გარჩევადობაში. თუმცა ფასს არ მოუმატია. თუ უკვე გაქვთ ნაყიდი რაიმე ფილმი, ის ავტომატურად გადავა ახალ ფორმატში.

ფასები და როდის გამოდის

ისევე, როგორც Apple Watch Series 3-ის შემთხვევაში, წინასწარი შეკვეთა 15 სექტემბერს დაიწყება. ხოლო მოწყობილობას პირველი მომხმარებლები 22 სექტემბერს მიიღებენ.

ახლა ფასები:

  • ძველი Apple TV — $149;
  • Apple TV 4K, 32 გბაიტი — $179;
  • Apple TV 4K, 64 გბაიტი — $199.
Tags: Apple TViPadiTunesWatch
Previous Post

iPhone 8-სა და iPhone X-ს უკაბელო დატენვისას შეგიძლიათ შალითა არ გახადოთ

Next Post

iPhone X უფრო ძლიერია, ვიდრე 2017 წლის Macbook Pro!

დიმიტრი გოგელია

დიმიტრი გოგელია

Apple Evangelist, Trekkie, Blogger, Dreamer, Father...

Related Posts

iPhone 17 Pro Max-ს შეიძლება რეალურად ეწოდოს iPhone 17 Ultra
სიახლეები

iPhone 17 Pro Max-ს შეიძლება რეალურად ეწოდოს iPhone 17 Ultra

15/03/2025
2.7k
ტრამპის თქმით, Apple-ი წარმოებას მექსიკიდან აშშ-ში გადაიტანს
სიახლეები

ტრამპის თქმით, Apple-ი წარმოებას მექსიკიდან აშშ-ში გადაიტანს

22/02/2025
236
Apple-მა M5 პროცესორების მასობრივი წარმოება დაიწყო
სიახლეები

Apple-მა M5 პროცესორების მასობრივი წარმოება დაიწყო

06/02/2025
190
რას ველოდებით iPhone 17-ში, ანალიტიკოსების შეფასება
სიახლეები

რას ველოდებით iPhone 17-ში, ანალიტიკოსების შეფასება

31/01/2025
767
iPhone 18 Pro-ს ექნება ცვლადი დიაფრაგმის კამერა
სიახლეები

iPhone 18 Pro-ს ექნება ცვლადი დიაფრაგმის კამერა

09/11/2024
830
Apple-მა გამოაქვეყნა 250 ახალი ფუნქცია რომელსაც iOS 18-ში მივიღებთ
სიახლეები

Apple-მა გამოაქვეყნა 250 ახალი ფუნქცია რომელსაც iOS 18-ში მივიღებთ

12/09/2024
858
Next Post
iPhone X უფრო ძლიერია, ვიდრე 2017 წლის Macbook Pro!

iPhone X უფრო ძლიერია, ვიდრე 2017 წლის Macbook Pro!

Please login to join discussion

© 2021 GeMUG

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი

© 2021 GeMUG