Apple-მა ახალი iMac-ი წარმოგვიდგინა, რაც ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი განახლებაა. პირველ რიგში, ახალი iMac-ი წინამორბედისაგან სრულიად ახალი დიზაინით, მინიმალური ჩარჩოებითა და ახალი M1 პროცესორით განსხვავდება. 2021 წლის iMac-ი წარმოდგენილია 24 ინჩიანი 4.5K ეკრანით და True Tone ტექნოლოგიით. მოგეხსენებათ ძველი iMac-ი მხოლოდ ვერცხლისფერი მოდელი იყო, ახლა Apple-მა ყველაფერი შეცვალა და ახალი iMac-ი 7 ფერშია ხელმისაწვდომი.

რა არის ახალი 2021 წლის iMac-ში
ახალ iMac-ში ორჯერ გაუმჯობესდა კამერა — რეზოლუცია 1080p. კამერა მუშაობს M1-ს ნერვულ ძრავზე, რომელიც პასუხისმგებელია ვიდეოს ხარისხის გაუმჯობესებაზე. კომპიუტერს დაემატა სტუდიური ხარისხის მიკროფონების ნაკრები და სივრცული ხმის მხარდაჭერა, ისევე როგორც iPad-ის და iPhone-ის ახალ მოდელებშია.

ახალ 24 ინჩიან iMac-ს ყურსასმენები შესაერთებელი აღარ აქვს უკანა მხარეს, რაზეც Apple-ს ძალიან ხშირად აკრიტიკებდნენ ხოლმე, ახლა ის გვერდიდან არის. რაც შეეხება ახალ ჯეკებს:
— 4 USB-C პორტი, რომელთაგან 2-ს Thunderbolt-ის მხარდაჭერა აქვს;
— ასევე ახალი ბლოკი, Ethernet კავშირით;
iMac-ის შეძენისას შეგიძლიათ აირჩიოთ ახალი კლავიატურის ფერები, რომელიც შეგიძლიათ კომპიუტერის ფერს შეუხამოთ. Magic Keyboard-ის ერთ-ერთი ახალი ფუნქცია მისი Touch-ID-ია. იგივე სიტუაციაა Magic Mouse-ს შერჩევისას ფერის თვალსაზრისით და ასევე Magic Trackpad-ი.

სხვა სპეციფიკაციები
ახალ iMac-ს ჯერ კიდევ აქვს ქვევით „დიდი ნიკაპი“, თუმცა ეკრანი ახლა უკვე ბრტყელია. Apple-ის თქმით ჩარჩოები 50%-თ შემცირდა. მისი სისქე 11.5 მმ-ია, რაც საოცრად ლამაზად გამოიყურება. მისი ასეთი სითხელის მიუხედავად, Apple-ი ამბობს რომ ის გაცილებით მშვიდი და გრილი უნდა იყოს, ამაში მას Apple-ის ახალი M1 პროცესორი დაეხმარება. კომპანიის თქმით, ახალი iMac-ის თერმული სისტემა გაუმჯობესებულია.

ახალ კომპიუტერს შეუძლია როგორც WiFi-სთან კავშირი, ასევე Ethernet კონექტორის გამოყენებით. ანუ, მნიშვნელოვანია რომ Apple-ი ახალ მხოლოდ 1 კაბელს იყენებს ენერგიისა და ქსელის კავშირისათვის.

და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ, ის შექმნილია დედამიწის გათვალისწინებით.

რაც შეეხება ფასებს, მისი საწყისი ფასი ამერიკაში 1,299 დოლარია.
