iOS-ის მომხმარებლების 96% კმაყოფილია სისტემით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მისი განახლების აუცილებლობა არ არის. ტრადიციულად WWDC ღონისძიება არის კარგი დრო წარმოგვიდგინონ iOS-ის განახლება.
ახალ iOS-ის ვერსია მე-11 ნომერია, ტიმ კუკი ტრადიციულად პირველი ვიხილეთ სცენაზე, რომელმაც იხმო Craig Federighi, მანდ კი ახალი სისტემის ფუნქციაზე გვესაუბრა, თავიდან კი iMessige-ით დაიწყო.
ახალ iMessage-ში გაუმჯობესდება სინქრონიზაციები, წაშლილი შეტყობინებები წაიშლება ყველა მოწყობილობაზე. აღარ იქნება ისე, რომ წაშალოთ iPhone-დან და დაგრჩეთ Mac-ში. პროგრამულად უფრო ლოგიკური გახდება და დააკმაყოფილებს Apple-ის სტილს. გარდა ამისა განახლდება მისი შიდა პროგრამა.
ახლა უკვე Apple Pay ხელს შეუწყობს iMessage-ს მარტივად გადახდებში. ბევრი მომხარებლის მოთხოვნა მოისმინა Apple-მა ამის შესახებ და გაითვალსწინა კიდევაც.
არც Siri დარჩენილა გაუმჯობესების გარეშე, iOS 11-სთვის Apple აგრეძელებს Siri-ზე მუშაობას, ნელნელა იზრდება მისი მიმზდველი ხმის ტემბრით მონადირებული ადამიანების რიცხვი, Siri-ს ხმა iOS 11-ში ბევრად უფრო რეალური იქნება ვიდრე აქამდე იყო.
Siri-ს ახალი უკვე შეუძლია პირდაპირ რეჟიმში უამრავი ენა თარგმნოს, თქვენ შეგიძლიათ თხოვოთ ნებისმიერი ფრაზის გადათარგმნა თითქმის ნებისმიერ ენაზე. მას მხარდაჭერა აქვს შემდეგი ენების: ინგლისური, გერმანული, ჩინური, ფრანგული, იტალიური, ესპანური და რუსული. ყველა ადამიანს შესაძლებლობა ექნება ესაუბროს თანაშემწეს უფრო მჭიდროდ და საიმედოდ.
iOS-ში ფოტოების თემაც ძალიან ყურადღებამისაქცევია, მას საუკეთესო მაჩვენებელი აქვს ყოველ წლიურად. სისტემაში წლიურად 3 ტრილიონზე მეტი ფოტო ფიქსირდება. ამიტომ Apple-მა ამის მიმართულებით ბევრი იმუშავა. Apple-მა ხალხს გააცნო ახალი HEVC კოდეკი, რომელიც ჩაანაცვლებს JPEG. ეს ცვლილება უზრუნველყოფს ფოტოების გაუმჯობესებულ ხარისხს, ხოლო შეამცირებს მათ მოცულობას. ასევე, ეს ყველაფერი იმოქმედებს ვიდეო გადაღებაზე, 4K გადაღება, რომელიც გამარტივდება და უფრო მსუბუქი გახდება. მასაც ნაკლები მოცულობა ექნება.
აპლიკაცია “Photos” ასევე მიიღო დიდი განახლება, ამ თემაზე მიმდინარეობს სიღრმისეული ტრენინგები, როგორც ჩანს Apple-ის ხელმძღვანელობა სერიოზულად მუშაობს ამ მიმართულებით.
ასევე კიდევ უფრო დაიხვეწა Apple-ის ისედაც წლების განმავლობაში ლამაზი ხატულები, გაფერადდა და მოერგო Apple-ს სტილს.
სერიოზულ განახლებას მიიღებს რუკა, რუკებზე ახლა უკვე სავაჭრო ცენტრებიც იქნება ნაჩვენები. ყველა ქალაქში არ იქნება თავიდან, მაგრამ დროთა განმავლობაში გაფართოვდა. ეს ფუნქცია განსაკუთრებით დახვეწილი იქნება აეროპორტებში.
iOS 11 არ შეგაწუხებთ მართვის დროს, ეკრანი მართვის დროს ყოველთვის ჩამქრალი იქნება, ისე რომ მძღოლმა ვერ შეძლოს ყურადღების გადატანა მოწყობილობაზე. ეს კარგი ნაბიჯია უსაფრთხოების თვალსაზრისით. თუ თქვენ ცდით მის ჩართვას iPhone შეგახსენებთ, რომ არ არის საჭირო მისი გამოყენება მართვის დროს. მაგრამ თქვენ გაქვს საშუალება აირჩიოთ ერთი ადამიანი, რომელსაც შეეძლეება გაარღვიოს დაცვა.
ბუნებრი���ია HomeKit-ის განახლებაც გაკეთდა. ამ დროს მოხდა Sound სისტემაშიც ცვლილებები, ახლა შესაძლებელი იქნება ორი ხმის სისტემის მართვა გამოყენება. ამ სისტემაზე იმუშავებს ბევრი აკუსტიკური მწარმოებელი: მათ შორის Bang და Olufsen, Devialet, Libratone, Bluesound, Bowers & Wilkins და სხვები.
ამ ორი Sound სისტემის შემდეგ ისაუბრეს App Store-ზე, ტრადიციულად სცენაზე მიწვეული იქნა ფილ შილერი. პირველ რიგში მან თქვა, რომ უკვე გადმოწერილია 180 მილიარდი აპლიკაცია და გადახდილია 70 მილიარდი დოლარი.
App Store-ში დიდი ცვლილებებია, მისი დიზაინი საგრძნობლად დაიხვეწება და შეიცვლება. ის დაემსგავსა დიზაინით Apple Music-ს და ძალიან მოუხდნენ ერთმანეთს.
როგორც ჩანს Apple დუმს ვირტუალური რეალობის მოწყობილობის შესახებ. კომპანია ნელნელა ცდილობს, რომ შეუწყოს ამ იდეას ხელი და წარმოადგინოს თავისი პრეტენზია ბაზარზე. ტიმ კუკმა განაცხადა, რომ მას სჯერა ვირტუალური რეალობის.
iOS 11-ის ბეტა ვერსია ამ თვის ბოლოს დაემატება, ხოლო ოფიციალურად ის სექტემბერში, ახალ iPhone-ებთან ერთად ჩაეშვება და ის შემდეგ მოწყობილობებზე იქნება თავსებადი:
iPhone:
- iPhone 7
- iPhone 7 Plus
- iPhone 6s
- iPhone 6s Plus
- iPhone 6
- iPhone 6 Plus
- iPhone SE
- iPhone 5s
- 6th generation iPod Touch
iPad:
- New 9.7-inch iPad
- 12.9-inch iPad Pro
- 9.7-inch iPad Pro
- iPad Air 2
- iPad Air
- iPad mini 4
- iPad mini 3
- iPad mini 2
- iPad 5
და ბოლოს გვინდა გახაროთ კიდე ერთხელ, რომ iOS 11-ში ოფიციალურად ქართული კლავიატურა დაემატება!