GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
No Result
View All Result

ყველაზე დიდი განახლება 2010 წლის შემდეგ: რას ველოდებით iOS 15-ში

გოგა ნადირაშვილი by გოგა ნადირაშვილი
27/04/2021
in სიახლეები
Reading Time: 1 min read
A A
0
2.9k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

Bloomberg-ის თანახმად, Apple-ი წელს iOS-სა და iPadOS-ში დიდ ცვლილებებს შემოგვთავაზებს. კომპანია სიახლეების შესახებ WWDC-ზე 7 ივნისს გვიამბობს, თუმცა განახლებას სექტემბრის ბოლოს მივიღებთ. 7 ივნისიდან სექტემბრამდე განხორციელდება მუდმივი ტესტირებები, სადაც დეველოპერები და მათ შორის გემუგის წევრებიც მიიღებენ მონაწილეობას.

ახალი მახასიათებლები iOS 15-ში

ცხადია, სინამდვილეში გაცილებით მეტი სიახლე იქნება, ვიდრე ჩვენ ახლა გეტყვით, თუმცა აქ წარმოდგენილია ისინი, რაც უკვე ვიცით:

— შეტყობინებების ფილტრები არსებული სტატუსის საფუძველზე. ახალი პარამეტრების მიხედვით, მომხმარებლებს შეეძლებათ შეტყობინებების სისტემის კონფიგურაცია ხმების დაყენებით ან ჩახშობით. ახლა შესაძლებელი იქნება პრიორიტეტების მინიჭება კონკრეტულ შეტყობინებებზე და მათი დაჯგუფება;

— საწყისი ეკრანის განახლება. IPadOS 15-ში iPad-ები საბოლოოდ მიიღებს იმ ვიჯეტების მხარდაჭერას, რომლებიც iOS 14-ში იყო დანერგილი. Bloomberg-ი არ გვთავაზობს სხვა დეტალებს, მაგრამ განმარტავს, რომ ეს იქნება ყველაზე დიდი განახლება iPad-ის სამუშაო მაგიდისთვის 2010 წლის შემდეგ;

— სწრაფი წვდომა კონფიდენციალურობის პარამეტრებზე. Apple-ი ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა თავისი მომხმარებლების უსაფრთხოებას, მაგრამ iOS 15-ში იქნება სპეციალური მენიუ, სადაც შეგიძლიათ ნახოთ ყველა იმ მონაცემების სია, რომლებსაც აპლიკაციები აგროვებს, გამორთოთ ისინი ან მოირგოთ თქვენი შეხედულებისამებრ;

— დაბლოკილი ეკრანი განახლდა. მართალია რთულია ზუსტად იმის თქმა თუ რა იქნება, თუმცა სავარაუდოდ, კუპერტინოელები გეგმავენ გააფართოვონ შესაძლებლობები, რაც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს ჩართონ გარკვეული ფუნქციები დაბლოკილ ეკრანზე ან მოახდინონ მისი მორგება საკუთარი გემოვნებით;

— iMessage-ი ემსგავსება სოციალურ ქსელს. Apple-მა საბოლოოდ გაიხსენა თავისი მესენჯერის არსებობა, რომელიც ბევრი თვალსაზრისით ჩამოუვარდება WhatsApp-ს. წელს კუპერტინოელები გეგმავენ გააფართოვონ შესაძლებლობები და აქციონ იგი ერთგვარ სოციალურ ქსელად;

რაც შეეხება iPadOS 15-ს, მოგეხსენებათ Apple-მა ახლახანს გაგვაოცა და iPad-ში M1 პროცესორი გამოიყენა, რაც ავტომატურად ნიშნავს რომ iPadOS 15-ში დიდი განახლებები უნდა ვიხილოთ. მარკ გურმანის აზრით, iPadOS 15-ში მარტივი გახდება App Store-ის გვერდის ავლით პროგრამების დაყენება, ისევე როგორც ეს Mac-ის შემთხვევაში ხდება.

თქვენ რომელ ფუნქციას იხილავდით iOS 15-ში? დაგვიწერეთ კომენტარებში ????

Tags: AppleiOS
Previous Post

გამოვიდა iOS 14.5 – ბევრი სიახლეა

Next Post

Apple-მა 2021 წლის მეორე კვარტლის შედეგები გამოაქვეყნა — M1 მეფობს

გოგა ნადირაშვილი

გოგა ნადირაშვილი

GeMUG Board Member

Related Posts

iPhone 17 Pro Max-ს შეიძლება რეალურად ეწოდოს iPhone 17 Ultra
სიახლეები

iPhone 17 Pro Max-ს შეიძლება რეალურად ეწოდოს iPhone 17 Ultra

15/03/2025
2.8k
ტრამპის თქმით, Apple-ი წარმოებას მექსიკიდან აშშ-ში გადაიტანს
სიახლეები

ტრამპის თქმით, Apple-ი წარმოებას მექსიკიდან აშშ-ში გადაიტანს

22/02/2025
243
Apple-მა M5 პროცესორების მასობრივი წარმოება დაიწყო
სიახლეები

Apple-მა M5 პროცესორების მასობრივი წარმოება დაიწყო

06/02/2025
196
რას ველოდებით iPhone 17-ში, ანალიტიკოსების შეფასება
სიახლეები

რას ველოდებით iPhone 17-ში, ანალიტიკოსების შეფასება

31/01/2025
775
iPhone 18 Pro-ს ექნება ცვლადი დიაფრაგმის კამერა
სიახლეები

iPhone 18 Pro-ს ექნება ცვლადი დიაფრაგმის კამერა

09/11/2024
861
Apple-მა გამოაქვეყნა 250 ახალი ფუნქცია რომელსაც iOS 18-ში მივიღებთ
სიახლეები

Apple-მა გამოაქვეყნა 250 ახალი ფუნქცია რომელსაც iOS 18-ში მივიღებთ

12/09/2024
860
Next Post

Apple-მა 2021 წლის მეორე კვარტლის შედეგები გამოაქვეყნა — M1 მეფობს

Please login to join discussion

© 2021 GeMUG

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი

© 2021 GeMUG