GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
No Result
View All Result

რა არის სმარტ-საქაღალდე და რისთვის არის ის საჭირო

დიმიტრი გოგელია by დიმიტრი გოგელია
15/08/2019
in ხრიკები
Reading Time: 1 min read
A A
0
209
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ბევრმა არ იცის, მაგრამ macOS-ში არის ისეთი ძალიან სასარგებლო ფუნქცია, როგორიცაა სმარტ-საქაღალდე. მიუხედავად დასახელებისა, ეს არ არის საქაღალდე საოპერაციო სისტემის კლასიკური გაგებით, არამედ ფაილების დახარისხების პრინციპი მითითებული პარამეტრების მიხედვით. თუ სრულად შეისწავლით სმარტ-საქაღალდეების შესაძლებლობებს, თქვენ შეძლებთ თქვენი სამუშაოს შესრულებას გაცილებით უფრო მოხერხებულად და ეფექტურად.

მაშ ასე, რისთვის არის ეს საჭირო?

სმარტ-საქაღალდეების საშუალებით შესაძლებელია მუსიკის, ფოტოების, ფილმებისა და ნებისმიერი სხვა სახის ფაილების დახარისხება თითის ერთი დაწკაპუნებით. რასაკვირველია, წინდაწინ უნდა მიუთითოთ აუცილებელი ნიშან-თვისებები. მოდი, განვიხილოთ კონკრეტული მაგალითი.

დავუშვათ, დიდ პროექტზე მუშაობთ. ამ პროექტის ფაილები მიმოფანტულია თქვენს კომპიუტერში — დოკუმენტებში, ელექტრონულ ცხრილებში, ელფოსტაში, Safari-ს ჩანიშნულებში და ა.შ. ამ მონაცემების ერთ ადგილას შეკრება ხელით პრაქტიკულად შეუძლებელია. სწორედ აქ გამოდის სცენაზე სმარტ-საქაღალდე. როგორც ხედავთ, ეს ფუნქცია Spotlight-ის გაუმჯობესებული ვერსიაა.

როგორ შევქმნათ სმარტ-საქაღალდე?

ეს ძალიან ადვილია. ამისათვის დაგვჭირდება Finder-ში შესვლა.

მთავარ მენიუში ვირჩევთ File > New Smart Folder. გაიხსნება ახალი ფანჯარა.

უნდა დავამატოთ იმ მონაცემების საძიებო ნიშან-თვისებები, რომლებიც გამოჩნდება შექმნილ სმარტ-საქაღალდეში. ასარჩევად გვაქვს ატრიბუტების დიდი რაოდენობა, მათი ამ სტატიაში ჩამოთვლა უბრალოდ შეუძლებელი იქნება. მაგალითად შეიძლება მოაგროვოთ სმარტ-საქაღალდეში ის ფაილები, რომლებიც შექმნილია კონკრეტული ფოტო-კამერით, კონკრეტულ დღეს. ამ ოფციის შესაძლებლობები პრაქტიკულად უსაზღვროა.

რასაკვირველია, ძებნა შესაძებელია არა მხოლოდ Mac-ის ყველა საქაღალდის მიხედვით, არამედ კონკრეტულ საქაღალდეებში, ან მყარ დისკებზე. მაგალითისათვის დავძებნოთ ყველა სურათი ჩემს კომპიუტერში, რომლებიც ამ კვირაში მოხვდა დისკზე, ამათუიმ გზით.

ნიშან-თვისებების შერჩევის შემდეგ შესაძლებელია სმარტ-საქაღალდის შენახვა.

სურვილისამებრ, შეგიძლიათ ამ საქაღალდის Finder-ის გვერდითა ზოლში განთავსებაც, რათა ადვილად გქონდეთ წვდომა მასზე. დროთა განმავლობაში, სმარტ-საქაღალდე შეივსება ობიექტებით — თუ კომპიუტერში გაჩნდება ისეთი ფაილები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემულ ნიშან-თვისებებს. დამეთანხმებით, რომ ძალიან სასარგებლო ფუნქციაა.

Tags: Mac
Previous Post

შალითების მწარმოებელმა ახალი iPhone-ების სახელები გვითხრა

Next Post

iPhone-ების გადაზიდვები ევროპაში 17%-ით დაეცა — Xiaomi-ს გაიზარდა

დიმიტრი გოგელია

დიმიტრი გოგელია

Apple Evangelist, Trekkie, Blogger, Dreamer, Father...

Related Posts

გეყოფათ ტრიალი, ნახეთ მაღვიძარის დაყენების მარტივი ხერხი
სიახლეები

გეყოფათ ტრიალი, ნახეთ მაღვიძარის დაყენების მარტივი ხერხი

21/03/2022
947
როგორ დავგეგმოთ შეტყობინებები iPhone-ზე
ხრიკები

როგორ დავგეგმოთ შეტყობინებები iPhone-ზე

21/01/2022
265
როგორ ჩავრთოთ iPhone-ი პაროლის დავიწყების შემთხვევაში (კომპიუტერის გარეშე)
ხრიკები

როგორ ჩავრთოთ iPhone-ი პაროლის დავიწყების შემთხვევაში (კომპიუტერის გარეშე)

05/01/2022
624
რაში გვჭირდება წითელი ფანარი Apple Watch-ზე?
სიახლეები

რაში გვჭირდება წითელი ფანარი Apple Watch-ზე?

01/12/2021
416
როგორ დავაკალიბროთ ყველა გადამწოდი და სენსორი Apple Watch-ზე
ხრიკები

როგორ დავაკალიბროთ ყველა გადამწოდი და სენსორი Apple Watch-ზე

02/11/2021
289
Find My-ს აპლიკაცია შეგატყობინებთ მოწყობილობის სახლში დარჩენის შესახებ – როგორ უნდა ჩავრთოთ
სიახლეები

Find My-ს აპლიკაცია შეგატყობინებთ მოწყობილობის სახლში დარჩენის შესახებ – როგორ უნდა ჩავრთოთ

12/10/2021
955
Next Post

iPhone-ების გადაზიდვები ევროპაში 17%-ით დაეცა — Xiaomi-ს გაიზარდა

Please login to join discussion
  • KAR.GE

© 2021 GeMUG

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი

© 2021 GeMUG