ამ სტატიაში ვისაუბრებთ 2020 წლის ყველზე მოსალოდნელ iPhone-ზე, რომელიც მარტის ღონისძიებაზე უნდა ვიხილოთ — მისი სახელი iPhone 9 ან iPhone SE 2 იქნება.
ახალ ბიუჯეტურ iPhone-თან დაკავშირებით, სხვადასხვა წყარო განსხვავებულ ინფრომაციას გვაწვდის, ამიტომ ზუსტ სახელს მხოლოდ ღონისძიების შემდეგ გავიგებთ.
ახლა გადავხედოთ ყველა იმ მახასიათებელს რომელიც AppleHub-მა შემოგვთავაზა:
რა მახასიათებლები ექნება ახალ ბიუჯეტურ სმარტფონს?
- 4.7 დიუმიანი LCD Retina
ეს ალბათ ბევრისთვის იმედგაცრუებაა — კარგი იქნება OLED ეკრანი პატარა სმარტფონზე. თუმცა ასეთი ეკრანის შემთხვევაში მისი ფასი 399$ ვეღარ იქნება. - მინისა და ალუმინის კორპუსი
ამ შემთხვევაში Apple თავის ტრადიციებს არ ღალატობს — არანაირი პლასტიკი, მხოლოდ პრემიუმ ხარისხის მინა და ლითონი. მას ექნება ღილაკი და Touch ID და არა Face ID, ეს ძველი iPhone-ების მომხმარებლებისთვის დისკომფორტი არ იქნება, მეტიც, საკმაოდ ბევრი ადამიანი მიიჩნევს რომ Touch ID Face ID-ზე კარგია. ვარაუდების მიხედვით მისი ვიზუალი iPhone 8-ის დიზაინს იმეორებს. - მთავარი კამერა 12MP
ამის შესახებ ცალსახად რაიმეს თქმა რთულია. როგორც ჩანს Apple-ში გადაწყვიტეს რომ ბევრი კამერები არ აწარმოონ როგორც ამას სხვა კომპანიები აკეთებენ.
რაც შეეხება ხარისხს, ყველაფერი Apple-ზეა დამოკიდებული — თუ გამოიყენებენ iPhone 11-ის მოდულს, მაშინ ყველაფერი კარგად იქნება. - A13 Bionic პროცესორი
ერთ-ერთი საუკეთესო სიახლე, ძლიერი ჩიპი ბიუჯეტურ სმარტფონში! - 3GB ოპერატიული მეხსიერება
A13 პროცესორი კარგია, მაგრამ 3GB RAM 2020-ში შესაძლოა საკმარისი აღარ იყოს. თუმცა, ეს ყველაფერი უკვე iOS-ის ოპტიმიზაციაზე იქნება დამოკიდებული. - 2000mAh ბატარეა
ზემოთ ჩამოთვლილები, დიდ ბატარეას მოითხოვს. თუმცა ეკრანის ზომა სიტუაციას გამოასწორებს. - IP68 დაცვა
iPhone 9 (SE2)-ით წყლისა და მტვრის არ შეგეშინდებათ. - Lightning ჯეკი
მიუხედავად იმისა რომ ევროპა ახალ კანონს განიხილავს, რომლის მიხედვითაც ყველა სმარტფონს USB-C უნდა ჰქონდეს, კუპერტინოელები ჯიუტად აგრძელებენ თავიანთ ხაზს. - უკაბელო დამუხტვა
- შიდა მეხსიერება 64 ან 128
ეს თეორიები, თუმცა მე ვფიქრობ რომ Apple-ს ამ სმარტფონში 256GB ვერსიის გაკეთება შეუძლია. - ფასი
თუ წყაროს დავუჯერებთ მისი საწყისი ფასი 399 დოლარი იქნება. ასეთი ფასიდან გამომდინარე მისი მთავარი კონკურენტები იქნებიან:
1. Samsung Galaxy A70.
2. Samsung Galaxy A51.
3. Honor 20.
4. Xiaomi Mi 9T.
5. Xiaomi Mi 9 SE.
6. Vivo V17.
7. Huawei P30.
8. Realme XT.
სხვა მწარმოებლები დაბალბიუჯეტურ სეგმენტში გვთავაზობენ უფრო მეტ კამერას და უკეთეს ეკრანს, ხოლო Apple მძლავრ პროცესორს მოსახერხებ iOS-თან ერთად.
დასკვნა
ყოველივე ზემოთჩამოთვლილის შემდეგ, შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ Apple გამოუშვებს საკმაოდ კარგ სმარტფონს, რომელსაც თავისი დიდი აუდიტორია ეყოლება. ჩვენ ისღა დაგვრჩენია, რომ მარტს დაველოდოთ.