GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
No Result
View All Result

რა უნდა გააკეთოთ iPhone-ის მზეზე გადახურების შემთხვევაში

გოგა ნადირაშვილი by გოგა ნადირაშვილი
01/07/2022
in სიახლეები
Reading Time: 1 min read
A A
0
რა უნდა გააკეთოთ iPhone-ის მზეზე გადახურების შემთხვევაში
751
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ჩვენს ქვეყანაში ცხელი ზაფხული დადგა, რაც იმას ნიშნავს რომ იმატა სმარტფონების და პლანშეტების გადახურების პრობლემებმა. ძალიან სასიამოვნოა წიგნის კითხვა, ფილმების ყურება ან რაიმეს მოსმენა სმარტფონით, აუზზე, ზღვაზე თუ ბუნებაში.

ზღვის სანაპირო და აუზი სმარტფონისთვის საკმაოდ ექსტრემალური ადგილია.

ამ სტატიაში ვისაუბრებთ იმაზე თუ როგორ უნდა აიცილოთ თავიდან ასეთი შემთხვევა და რა უნდა გააკეთოთ თუ ასეთ შეტყობინებას მიიღებთ.

ყველაზე კარგი რჩევა რაც ამასთან დაკავშირებით მომისმენია, არის ის რომ მოწყობილობა ასეთ დროს თან არ უნდა წავიღოთ. ერთის მხრივ ეს კარგი რჩევაა, თუმდა ყველას ასე არ შეუძლია. ზოგს მცირეწლოვანი ბავშვი ჰყავს, ზოგს ხანდაზმული მშობელი, ზოგს კი საქმე აქვს.

როგორ ავიცილოთ თავიდან ასეთი შემთხვევა

— არ დადოთ სმარტფონი მანქანის წინა მხარეს მართვის დროს. მზის შუქის უმეტესი ნაწილი მანქანაში საქარე მინიდან შედის, პანელი თბება და მასთან ერთად ყველაფერი რაც იქ დევს. უმჯობესია მოწყობილობა სათავსოში ჩადოთ ან საერთოდ არ ამოიღოთ ჯიბიდან. 

— არ დატენოთ თქვენი გაჯეტი მზის შუქზე. Powerbank-ის გამოყენებაც კი არ დაგიცავთ გადახურებისგან. ნებისმიერი დატენვა ზრდის მოწყობილობის ტემპერატურას, ამიტომ უმჯობესია ეს მანიპულაციები წინასწარ გააკეთოთ.

— არ ითამაშო. ეს ეხება არა მხოლოდ ზოგიერთ მძიმე თამაშს, არამედ ყველას. ნებისმიერი თამაში ზრდის პროცესორზე დატვირთვას და ეს თავის მხრივ იწვევს ტემპერატურის მატებას. თბება არა მხოლოდ გარედან, არამედ შიგნიდანაც. ასეთ შემთხვევაში გათიშვის ალბათობა მაქსიმალურია.

— გამორთეთ ავტომატური სიკაშკაშე და შეცვალეთ იგი თავად. მზის პირდაპირ შუქზე, სინათლის სენსორი ავტომატურად აიწევს მაქსიმუმზე, რათა ინფორმაციის წაკითხვა მარტივი გახადოს. ასეთ შემთხვევაში გადახურების ალბათობა გაიზრდება.

— არ დატოვოთ თქვენი სმარტფონი ღია ცის ქვეშ მზეზე, სადაც არ უნდა იყოთ. ეცადეთ თქვენი მოწყობილობა ჩრდილში შეინახოთ. თუ არ არის დაჩრდილული ადგილი, მაშინ ჩადეთ ზურგჩანთაში ან გადააფარეთ ნაჭერი.

რა უნდა გააკეთოთ თუ iPhone-ი გადახურდა და აღარ ირთვება

რჩევების მიუხედავად, iPhone-უ თუ მაინც გადაგიხურდათ და გადავიდა ფოტოზე ნაჩვენებ რეჟიმზე, ის უბრალოდ უნდა მოათავსოთ გრილ ადგილას, სადაც მზე არ აღწევს. მნიშვნელოვანია: არ მოათავსოთ ის საყინულეში ან მაცივარში. ტემპერატურის უეცარმა ცვლილებამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს მოწყობილობაზე.

გაგრილებას გარკვეული დრო დასჭირდება. მიუხედავად იმისა რომ ძალიან იშვიათად, მაგრამ მაინც არსებობს ისეთი შემთხვევებიც რომ iPhone-ი გაგრილდა მაგრამ აღარ ჩაირთო, გირჩევთ რომ ამ დროს სერვის ცენტრს მიმართოთ.

ასევე შეგახსენებთ რომ Apple-ის ოფიციალური რეკომენდაციით, iPhone-ის გამოყენება დაშვებულია 0-დან 35 გრადუსი ცელსიუსამდე.

Tags: AppleiOSiPhone
Previous Post

Apple-ი Microsoft-თან და სხვებთან ერთად მეტავერსის სტანდარტებზე არ იმუშავებს

Next Post

Apple-ის ავტორიზებული გადამყიდველი მოულოდნელად დაიკეტა და მომხმარებლები მოწყობილობების გარეშე დარჩნენ

გოგა ნადირაშვილი

გოგა ნადირაშვილი

GeMUG Board Member

Related Posts

iPhone 17 Pro Max-ს შეიძლება რეალურად ეწოდოს iPhone 17 Ultra
სიახლეები

iPhone 17 Pro Max-ს შეიძლება რეალურად ეწოდოს iPhone 17 Ultra

15/03/2025
2.7k
ტრამპის თქმით, Apple-ი წარმოებას მექსიკიდან აშშ-ში გადაიტანს
სიახლეები

ტრამპის თქმით, Apple-ი წარმოებას მექსიკიდან აშშ-ში გადაიტანს

22/02/2025
237
Apple-მა M5 პროცესორების მასობრივი წარმოება დაიწყო
სიახლეები

Apple-მა M5 პროცესორების მასობრივი წარმოება დაიწყო

06/02/2025
192
რას ველოდებით iPhone 17-ში, ანალიტიკოსების შეფასება
სიახლეები

რას ველოდებით iPhone 17-ში, ანალიტიკოსების შეფასება

31/01/2025
771
iPhone 18 Pro-ს ექნება ცვლადი დიაფრაგმის კამერა
სიახლეები

iPhone 18 Pro-ს ექნება ცვლადი დიაფრაგმის კამერა

09/11/2024
843
Apple-მა გამოაქვეყნა 250 ახალი ფუნქცია რომელსაც iOS 18-ში მივიღებთ
სიახლეები

Apple-მა გამოაქვეყნა 250 ახალი ფუნქცია რომელსაც iOS 18-ში მივიღებთ

12/09/2024
858
Next Post
Apple-ის ავტორიზებული გადამყიდველი მოულოდნელად დაიკეტა და მომხმარებლები მოწყობილობების გარეშე დარჩნენ

Apple-ის ავტორიზებული გადამყიდველი მოულოდნელად დაიკეტა და მომხმარებლები მოწყობილობების გარეშე დარჩნენ

Please login to join discussion

© 2021 GeMUG

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი

© 2021 GeMUG