ტექნოლოგიური კორპორაციები მილიარდობით დოლარს ხარჯავენ კველვაზე და განვითარებაზე (R&D). ამის გარეშე მათ არ შეუძლიათ შექმნან ახალი ინოვაციური მოწყობილობები. Apple-ის შემთხვევაში, პირდაპირ შეგვიძლია იმის თქმა რომ ისინი ამის გარეშე iPhone-ს არ გამოუშვებენ. ალბათ არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით რომ Apple-ი იმაზე ნაკლებს ხარჯავს კვლევებსა და განვითარებაში ვიდრე მისი კონკურენტი კომპანიები. როგორც დოლარში — ასევე შემოსავალის პროცენტულად.
ამ მიმართულებით თანხის დახარჯვის კომპონენტში Apple-ი გაცილებით უფრო ნაკლებს ხარჯავდა, ვიდრე ახლა — რაც Apple-ი ტიმ კუკმა ჩაიბარა. სტივ ჯობსის დროს კომპანია ამისთვის შემოსავლის მხოლოდ 2%-ს ხარჯავდა.
რამდენს ხარჯავს Apple-ი კვლევებზე?
Apple-ი კვლევებში 4.8 მილიარდ დოლარს ხარჯავს, შესაბამისად, Apple-ის მეორე კვარტლის ანგარიშის მიხედვით, ეს თანხა ტექნოლოგიური გიგანტის შემოსავლების 8%-ს შეადგენს.
შესადარებლად: Microsoft-მა აპრილი-ივნისის კვარტალში 5.2 მილიარდი დოლარი დახარჯა, რაც მთლიანი შემოსავლის 13.6%-ს შეადგენს. ასევე Google-ის შემთხვევაში ასეა: მისმა „დედა“ კომპანიამ Alphabet-მა (R&D)-ზე დახარჯა 6.2 მილიარდი დოლარი, ანუ შემოსავლის 15.9%.
რაში ხარჯავს Apple-ი ფულს?
მილიარდების მნიშვნელოვანი ნაწილი რა თქმა უნდა iPhone-ის, Mac-ის, iPad-ის და Apple Watch-ის სამომავლო ვერსიების შემუშავებაზე იხარჯება.
თუმცა, ამას გარდა კომპანიას მუდმივად აქვს სხვა პროექტები, რომელთა შესახებაც ცდილობს არ ისაუბროს ხოლმე. თუმცა, ზოგიერთი ანალიტიკოსის და Apple-ის წინასწარმეტყველის ვერსიით, Apple-ი მომავალ წლებში AR სათვალეს და თვითმართვად მანქანას წარმოგვიდგენს.