GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
No Result
View All Result

რას უნდა ველოდოთ Apple-სგან 2018 წელს?

გოგა ნადირაშვილი by გოგა ნადირაშვილი
31/12/2017
in სიახლეები
Reading Time: 1 min read
A A
0
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

გასული წელი Apple-სთვის ერთერთი ყველაზე პროდუქტიული იყო. ამ წლის განმავლობაში კომპანიამ მრავალი ინოვაციური პროდუქტი გააცნო მომხმარებელს, დაბრუნდა iPad-ის პოპულარული ხაზი და კაპიტალიზაციამ თითქმის ტრილიონი დოლარი შეადგინა! ეს დაუჯერებელი რამ არის!

როგორც იცით, ორგანიზაცია GeMUG-ი მთელი ამ წლის განმავლობაში — როგორც ამას უკვე 10 წელია აკეთებს, Apple-ის შესახებ ქართულ ენაზე გაწვდიდათ სიახლეებს. ახლა შევეცდებით შევაჯამოთ ყველა ის სიახლე, რომელსაც 2018 წელს ველოდებით.

HomePod

ჭკვიანი “სვეტი” იგივე HomePod, როგორც გინდათ ისე დაუძახეთ. დიდი ალბათობით კომპანიისგან ეს იქნება პირველი პროდუქტი, რომელსაც 2018 წლის დასაწყისშივე წარმოგვიდგენს. როგორც იცით, ამ პროდუქტის გამოსვლის თარიღი Apple-მა შეცვალა და თქვა, რომ ის ჯერჯერობით მომხმარებლებისთვის მზად არ არის. წყაროებზე დაყრდნობით ვიცით, რომ ის განსაკუთრებულად გმაოირჩევა ხმის ხარისხით, რომელიც მის კონკურენტებს ნამდვილად აკლიათ. ის იქნება ყველაზე კარგად ინტეგრირებული ჭკვიან სახლთან.

ხელმისაწვდომი • iPhone X

Apple-ის iPhone X აღმოჩნდა თითქმის უნაკლო მოწყობილობა, როგორც დიზაინის, ასევე ფუნქციონალის თვალსაზრისით. განსაცვიფრებელი ჩვენება, მაღალი ხარისხი დაცვის სისტემა — ეს მცირე ნაწილია რაც iPhone X-ის მფლობელებს აბედნიერებთ. იმედს ვიტოვებთ, რომ მომდევნო წელს ეს და მრავალი აღწერილი ინოვაციები მომხმარებელთა უფრო ფართო აუდიტორიისთვის გახდება ხელმისაწვდომი.

Face ID-ი iPad-ზე (სახის ამოცნობის ტექნოლოგია)

iPhone X-ის მომხმარებელთა უშუალო ურთიერთობით და შეფასებებით, Apple-ს უკვე შეუძლია ბევრად გაუმჯობესებული ტექნოლოგია შემოგვთავაზოს iPad-ში. მოსალოდნელია, რომ მარტში ჩვენ მივიღებთ iPad Pro-ს სახის ამოცნობის ტექნოლოგიის მხარდაჭერით. ახალი iPad-ის კიდევ ერთი დიდი პლიუსი მისი დიზაინი იქნება — დახვეწილი ჩარჩოები ეკრანის გარშემო. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს ინოვაციები პროდუქციის საბოლოო ფასზეც.


—
————————————————————————

ბოლოს გვინდა მოგილოცოთ დამდეგი ახალი წელი და გახაროთ, რომ ჩვენი ორგანიზაცია 2018 წლიდან ორმაგი ძალებით გააგრძელებს თქვენი და ჩვენი საყვარელი კომპანიის საკითხებზე მუშაობას. ჩვენი ოპტიმიზმის საფუძველი თქვენი ის მხარდაჭერაა, რაც განვლილ წელს ვიგრძენით თქვენგან, რომელიც დიდ მუხტს გვაძლევს და გვაიძულებს საქართველოში Apple-ის შესახებ პირველი ინფორმატორი ორგანიზაციის სახელი გავამართლოთ! მადლობა ერთგულებისთვის და მადლობა, რომ ჩვენი მომხმარებლები ხართ!

Tags: iPadiPhone
Previous Post

დონალდ ტრამპს Apple-ის მილიარდების ამერიკაში დაბრუნება სურს

Next Post

Apple-მა შესაძლოა Netflix იყიდოს

გოგა ნადირაშვილი

გოგა ნადირაშვილი

GeMUG Board Member

Related Posts

iPhone 14 Pro-ს მინიმალური მეხსიერება 256GB იქნება
სიახლეები

iPhone 14 Pro-ს მინიმალური მეხსიერება 256GB იქნება

11/08/2022
0
როდის გამოვა iPhone 14 და რა ეღირება?
სიახლეები

როდის გამოვა iPhone 14 და რა ეღირება?

08/08/2022
0
Apple-ი Android-ის მომხმარებლებს iPhone-ზე გადასვლას უმარტივებს (ვიდეო)
სიახლეები

Apple-ი Android-ის მომხმარებლებს iPhone-ზე გადასვლას უმარტივებს (ვიდეო)

01/08/2022
0
Apple-მა გამოაქვეყნა მესამე ფინანსური კვარტლის შედეგები
სიახლეები

Apple-მა გამოაქვეყნა მესამე ფინანსური კვარტლის შედეგები

29/07/2022
0
რას ნიშნავს ეს შეტყობინება და როგორ უნდა მოვაგვაროთ
სიახლეები

რას ნიშნავს ეს შეტყობინება და როგორ უნდა მოვაგვაროთ

27/07/2022
0
Apple-მა ავტომობილთან დაკავშირებით 248 პატენტზე განაცხადა
სიახლეები

Apple-მა ავტომობილთან დაკავშირებით 248 პატენტზე განაცხადა

26/07/2022
0
Next Post
Apple-მა შესაძლოა Netflix იყიდოს

Apple-მა შესაძლოა Netflix იყიდოს

Please login to join discussion
  • KAR.GE

© 2021 GeMUG

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი

© 2021 GeMUG