გუშინ Apple-მა ოფიციალურად გამოაქვეყნა სექტებრის ღონისძიების შესახებ განცხადება. როგორც 1 წლის წინ, ღონისძიება წელსაც 12 სექტემბერს, საქართველოს დროით 21 საათზე დაიწება — ადგილმდებარეობა უცვლელია — სტივ ჯობსის თეატრი. რაც შეეხება ჩვენი შეკრების ადგილს, Apple-ის პრეზენტაციას საქართველოში ტრადიციულად ორგანიზაცია გემუგი უმასპინძლებს და მისი ჩვენება ჯეოლაბში გაიმართება.
რას წარმოგვიდგენს Apple-ი 12 სექტემბერს
ბოლო წლების განმავლობაში კომპანიის საშემოდგომო ღონისძიებამ ბევრი ელემენტი შეიძინა. გავრცელებული ინფორმაციით Apple-ი კვლავ წარადგენს სამ ახალ iPhone-ს, განახლდება iPad Pro, რომელსაც Face ID-ის მხარდაჭერა ექნება. Apple Watch 4 გაფართოებული ეკრანითა და ახალი ბიომეტრიული სენსორებით, ასევე MacBook Air-ი Retina-ს მხარდაჭერით.
ღინისძიების ბმულს უახლოესი დღეების განმავლობაში ჩვენი ორგანიზაციის გვერდი დადებს.