საინტერესოა, საერთოდ კიდევ ფიქრობს Apple iPhone-ის განვითარების სტრატეგიაზე? მოდი ვიმსჯელოთ წინასწარმეტყველთა მიერ გავრცელებულ ჭორებზე, რომლებიც ყოველდღიურად მრავლდება. მოგეხსენებათ მზგავსი ჭორები ძირითადად ჩინურ ენაზე ვრცელდება, ამიტომ ყველას ყველაფერი ნამდვილად არ გეცოდინებათ. ზოგჯერ მეჩვენება, რომ iPhone 12 უკვე რეალურია და მასზე შეხება შემიძლია. როზენბლატის ანალიტიკოსებმა iPhone 12-ის მოდელთა რიცხვი უკვე 6-მდე გაზარდეს. ამ ვარაუდიდან გამომდინარე, მომავალ 2020 წელს 7 ახალი მოდელი უნდა ვიხილოთ.
2020 წლის iPhone-ების ძირითადი მახასიათებლები
iPhone SE 2-ის შესახებ ახალი პროგნოზები არ არის, ჭორების თანახმად ის 2020 წლის მარტში უნდა ვიხილოთ, რომელსაც iPhone 9-ის სახელსა და მხოლოდ 4G მხარდაჭერას მიიღებს. 5.1 დიუმიანი LCD ეკრანი Apple A13, Touch ID და ძალიან დაბალი ფასი. Apple-მა დააგროვა უამრავი გამოუყენებელი ნაწილი და კომპონენტი, ახლა კი მათ გაანაწილებს. ეს მოდელი კარგად გაიყიდება, თუმცა მისგან შესანიშნავი შედეგის მოლოდინი არ უნდა იყოს. მითუმეტეს მაშინ, როცა Apple-ს აქვს შედარებით დაბალ ფასიანი მოდელი iPhone 11. დაბალი დონის ქვეყნებში, მოთხოვნა აღემატება მიწოდებას. თუ ამ პრინციპს გავყვებით, Apple უკვე 2021 წელს iPhone 9s-ს წარმოგვიდგენს, რომელიც იქნება დაბალბიუჯეტური ხაზი.
რაც შეეხება შემოდგომას, Apple-მა სერიოზული ცვლილებები უნდა განახორციელოს, ბოლოს გავრცელებული ჭორების თანახმად უნდა ვიხილოთ 4 ახალი iPhone-ი. ესენია:
- iPhone 12 4G, iPhone 12 5G;
და კიდევ ორი: - iPhone 12 Pro, iPhone 12 Pro Max;

ახალი მოდელების დასახელებები მის რეალურობას ცოტა ეჭქვეშ აყენებს, თუმცა iPhone 11 Pro Max-ის სახელის შემდეგ, Apple-ის სტრატეგიების დელიკატურ გემოვნებაზე წარმოდგენა შეგვეცვალა.
მოკლედ რომ ვთქვათ, უამრავი ვერსია არსებობს. იმასაც ბევრი ამბობს, რომ ეს შეიძლება Apple-ის მიერი განზრახაც ხდება. ჩვენ ისღა დაგვრჩენია მარტს დაველოდოთ, იქამდე კუპერტინოელებს რამდენიმე თვე აქვთ, იმედს ვიტოვებთ რომ ჩვენს აღფრთოვანებას მოახერხებენ.