ადრე სმარტფონებისთვის და სხვადასხვა მოწყობილობებისთვის აქსესუარების ყიდვა, თითქოს ფულის ფუჭად დახარჯვად აღიქმებოდა. ერთი შეხედვით მყიდველებმა არ იცოდნენ რაში დაეხარჯათ ზედმეტი ფული. ახლა კი თითქმის დარწმუნებით შეგვიძლია იმის თქმა რომ მოწყობილობებთან ერთად დამატებითი აქსესუარები აუცილებელია. ასევე, გეტყვით რომ არსებობს ისეთი აქსესუარები, რომელში გადახდაც არ უნდა დაგენანოთ. სანამ გეტყვით თუ რატომ შეგვაყვარა Apple-მა ასე აქსესუარები, მე ვარ მომხმარებელი რომელსაც არასდროს, არცერთი Apple-ის კაბელი არ გაფუჭებია. მეტიც, უძველესი iPhone 3GS-ის კაბელიც კი მუშაობს.
Apple-ის აქსესუარები იმდენად მაგარია, რომ ის შეგიძლიათ ვინმეს აჩუქოთ
ყოველთვის როდესაც iPhone-ს ყუთიდან იღებთ, აღფრთოვანებული ხართ. პირველი ეფექტი Apple-ის აქესუარებზეც სწორედ მისი შეფუთვიდან მოდის, ლამაზად და სპეციფიურად, შეიძლება ითქვას რომ კომპონენტები დოკუმენტებთან ერთად პედანტურადაა მოთავსებული.
გიფიქრიათ iPad-ის აქსესუარზე? გინახავთ ვინმე, ვინც iPad-ს ჭკვიანი ჩასადების გარეშე იყენებს? ეს წარმოუდგენლად იქცა.
მომხმარებლების 99% iPad-ის შეძენისთანავე მის აქსესუარს ყიდულობენ, ზოგიერთი მანამდეც კი. მის გარეშე iPad-ი არაფერს წარმოადგენს.
რატომ უყვართ Earpods-ი?
Earpods ყველას ძალიან უყვარს — ეს ფაქტია. მას Android მომხმარებლებიც იყენებენ. მისი მთავარი უპირატესობა კომფორტულობაა, ის ყურში იდეალურად თავსდება. მას შემდეგ რაც Apple-ი ძველი Earpods-იდან ახალ დიზაინზე გადავიდა, ის ყველაზე პოპულარული გახდა.
USB კაბელები
კიდევ შეგახსენებთ რომ, 10 წლიან მოხმარებაში, არცერთი Apple-ის კაბელი არ გამფუჭებია. შესაბამისად, ხშირად მიკვირს მომხმარებლების მიერ მათი კრიტიკა. თუმცა, მიზეზი ვიცით. სამწუხაროდ მომხმარებლების დიდმა ნაწილმა არ იცის კაბელების გამოყენების სტანდარტები. მაგალითად, მომხმარებლების უმეტესობა ვინც კაბელებს უჩივის, საკუთარ დამტენებს ყოველდღიურად ატარებს შეუსაბამოდ, ჩანთით, ჯიბით და ა.შ. ასევე, ამ დამოკიდებულებას იწვევს ისიც რომ ხშირად მომხმარებლები შეცდომით არაორიგინალ კაბელებს იყენებენ და ჰგონიათ რომ ეს ნამდვილად Apple-ის აქსესუარია.
Apple-ის აქსესუარები მსოფლიოში საუკეთესოა. ვიღაც ამბობს რომ ცუდია, ვიღაც ამბობს რომ ძვირია, რა თქმა უნდა იდეალური არაფერი არ არსებობს, თუმცა საუკეთესოა მათ შორის რაც კი შექმნილა. საბოლოო დასკვნა ის არის რომ Apple-ი თავის კონკურენტებთან შედარებით, არა მხოლოდ სმარტფონებით, არამედ საკუთარი აქსესუარებითაც სხვა საფეხურზე დგას.