GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
No Result
View All Result

რატომ არის Apple ყველაზე სანდო და დაცული?

გოგა ნადირაშვილი by გოგა ნადირაშვილი
17/11/2019
in სიახლეები
Reading Time: 1 min read
A A
0
390
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

Apple როგორც ყველაზე უსაფრთხო პლათფორმა კორპორატიული და პირადი გამოყენებისათვის — ალბათ დამეთანხმებით, რომ არ არის მარტივი მიიღო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხოს სასტუსი. კომპანიამ უამრავი ძალისხმევა ჩადო iPhone-ის, iPad-ის და Mac-ის პოპულარიზაციისთვის, რომ გამხდარიყვნენ პროდუქტები, რომლებსაც ჰაკერებისაგან ყველაზე ძლიერი დაცვის სისტემა გააჩნდათ. თითქმის ვერასდროს მოისმენთ ამბავს, სადაც ვინმემ შეძლო და Apple-ის მოწყობილობას დაცვის პრობლემები შეუქმნა. კუპერტინოელები ამაყობენ საკუთარი მოწყობილობების უსაფრთხოებით და ამის უფლება ნამდვილად აქვთ. ყოველივე ეს, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ რიგითი მომხმარებლებისთვის, არამედ მათთვის ვინც Apple-ის პროდუქციას ბიზნესისათვის იყენებს.


ალბათ ძნელი წარმოსადგენია რომელიმე კომპანია, რომლის გაჯეტებიც უფრო შესაფერისი იქნება ბიზნესისთვის როგორც Apple-ის. ჩვენი საყვარელი კომპანია იმდენად ზრუნავს მომხმარებლების კონფიდენციალურობაზე, რომ ერთ დროს აშშ-ს სამართალდამცავი ორგანოებიც კი ვერ ახერხებდნენ iPhone-ზე წვდომის მოპოვებას პაროლის შეყვანის გარეშე. მეტიც, კანონმდებლებმა ვერც კი აიძულეს Apple რომ კონფიდენციალურობა დაერღვიათ, რადგან კომპანიაში თვლიდნენ რომ ამას შეიძლება საშიში პრეცედენტი შეექმნა.

რატომ არის Apple ყველაზე უსაფრთხო?

მაგალითების მოსაყვანად ბევრი ძიება და დროის დახარჯვა არ მოგვიწევს. ransomware Petya-სა და WannaCry-ს ეპიდემია ყველას ნამდვილად არ გამოუცდია, თუმცა გეცოდინებათ რომ ძირითადად Android-ისა და Windows-ის მომხმარებლები დაზარალდნენ. Apple-ის სპეიციფიურმა დახურულმა iOS-მა და MacOS-მა ეს პერიოდი მშვიდად გაატარეს, ხოლო Android-ის დაზარალებული მომხმარებელი ათასობით იყვნენ. თუ წარმოვიდგენთ, რომ ამ დაზარალებული სმარტფონებიდან, ერთ-ერთი რომელიმე ტოპ კომპანიის მენეჯერი აღმოჩნდებოდა, რომელიც ინახავს მნიშვნელოვან კონფიდენციალურ ინფორმაციას, ზიანი საკმაოდ რთულად შეფასდება.

რა თქმა უნდა, არსებობს გასაღები ნებისმიერი სისტემისთვის — შესაბამისად, იშვიათად მაგრამ მაინც, ვრცელდება ხომლე ინფორმაცია რომ ვიღაც ჰაკერმა ან ჰაკერულმა დაჯგუფებამ, შეძლო რაღაცის „გატეხვა“. ასეთ დროს Apple ყველაზე ოპერატიულად, ელვისებური სისწრაფით ახერხებს პრობლემის აღმოფხვრას, ნებისმიერი პროგრამული უზრუნველყოფის ხარვეზს. შესაბამისად, მომხმარებლების უმეტესობა, ბიზნესისათვის ირჩევს ისეთ სისტემას, რომელიც უფრო დაცულია.

მოგეხსენებათ iOS-სთვის არც არსებობს ანტივირუსული აპლიკაციები, ხოლო Google Play-ში უამრავი ასეთი ფუნქციაა. რატომ? App Store-ის მოდერატორთა გუნდი ასეთ აპლიკაციებს თაღლითურს უწოდებენ. ის არა მხოლოდ მონიტორინგს აწარმოებს თქვენს სმარტფონზე, არამედ ის პირდაპირ აღწევს თქვენს სისტემაში. iOS სხვებისთვის –– არასოდეს არის ღია.

Tags: AppleiOSmacOS
Previous Post

AirPods შესაძლოა ცალკე კომპანიად გადაიქცეს

Next Post

Consumer Reports: Galaxy Buds უკეთესია ვიდრე AirPods Pro

გოგა ნადირაშვილი

გოგა ნადირაშვილი

GeMUG Board Member

Related Posts

iPhone 17 Pro Max-ს შეიძლება რეალურად ეწოდოს iPhone 17 Ultra
სიახლეები

iPhone 17 Pro Max-ს შეიძლება რეალურად ეწოდოს iPhone 17 Ultra

15/03/2025
2.8k
ტრამპის თქმით, Apple-ი წარმოებას მექსიკიდან აშშ-ში გადაიტანს
სიახლეები

ტრამპის თქმით, Apple-ი წარმოებას მექსიკიდან აშშ-ში გადაიტანს

22/02/2025
243
Apple-მა M5 პროცესორების მასობრივი წარმოება დაიწყო
სიახლეები

Apple-მა M5 პროცესორების მასობრივი წარმოება დაიწყო

06/02/2025
196
რას ველოდებით iPhone 17-ში, ანალიტიკოსების შეფასება
სიახლეები

რას ველოდებით iPhone 17-ში, ანალიტიკოსების შეფასება

31/01/2025
775
iPhone 18 Pro-ს ექნება ცვლადი დიაფრაგმის კამერა
სიახლეები

iPhone 18 Pro-ს ექნება ცვლადი დიაფრაგმის კამერა

09/11/2024
861
Apple-მა გამოაქვეყნა 250 ახალი ფუნქცია რომელსაც iOS 18-ში მივიღებთ
სიახლეები

Apple-მა გამოაქვეყნა 250 ახალი ფუნქცია რომელსაც iOS 18-ში მივიღებთ

12/09/2024
860
Next Post

Consumer Reports: Galaxy Buds უკეთესია ვიდრე AirPods Pro

Please login to join discussion

© 2021 GeMUG

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი

© 2021 GeMUG