ამ კითხვაზე რამდენიმე პასუხი არსებობს და ყველა სიმართლეა. პირველი და მარტივი პასუხი ასეთია: იმიტომ რომ იგი კომპანიის დირექტორთა საბჭომ აირჩია. ასევე იმიტომ რომ ტიმის დანიშვნის რეკომენდაცია სტივ ჯობსმა გასცა. ხოლო რატომ დაასახელა სტივმა ტიმ კუკი, ამას უკვე მოკლედ ვერ გეტყვით.
ყველამ ვიცით რომ ცნობილი მიზეზის გამო, სტივ ჯობსი Apple-ის ხელმძღვანელობას ვეღარ შეძლებდა, ამ დროს კი თითქმის 100%-ანი ალბათობით მსოფლიოში სხვა სტივ ჯობსი არ იყო.
საშინლად შესანიშნავი პროექტები ექტრემალურია. აიყვანეთ ენთუზიაზმით სავსე ნიჭიერი ინჟინერები, შთააგონეთ მანიაკალური რწმენა თავიანთ საქმეში და ყველა წინააღმდეგობის მიუხედავად, ისინი შეუძლებელს შეძლებენ.
ეს იყო ზღაპრული, ფანტასტიკური ინტუიცია, რასაც შეეძლო იმის დანახვა რასაც სხვები ვერ ხედავდნენ — ეს არ იყო მენეჯერული შესაძლებლობა — ეს იყო უბრალოდ სტივ ჯობსი.
გენიოსი? როგორც ჩანს. Apple-ის სული? პოეტი? შეგიძლიათ იკამათოთ. თუმცა, ის არასდროს ყოფილა კარგი მენეჯერი. ის ასევე იყო C კლასის ოგანიზატორი. ის ყურადღებას ამახვილებდა ისეთ რამეებზე რასაც არავინ არასდროს იზამდა.
1997 წლამდე სტივ ჯობსის წარმატება და წარუმატებლობა მხოლოდ მასზე არ იყო დამოკიდებული. Apple Computer-ში, 80-ან წლებში სხვებიც იყვნენ პასუხისმგებლები.
80-ან წლების დასაწყისში დეტალებისადმი უყურადღებობამ განაპირობა: Apple III, Lisa და Macintosh-ი. შეიძლება ითქვას რომ ბოლო ორი პროექტი წარუმატებელი აღმოჩნდა. ორივე ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო, თუმცა მათგან მეტს მოელოდნენ.
1985 წელს სტივს რომ არ დაეტოვებინა Apple-ი, დიდი ალბათობით Macontosh-ის პროექტს ექნებოდა მარცხი. მაკების ნამდვილი ისტორია 1986 წელს დაიწყო — Macintosh Plus-ის გამოშვებით, კონცეფცია, რომელიც სტივ ჯობსმა უარყო და მას „სანახევროდ უვარგისი“ უწოდა.
სტივ ჯობსი 2.0
ახლა კი იმის შესახებ, თუ როგორ გამოიყვანა სტივმა Apple-ი სიბნელიდან, რაზეც ათობით ენაზე უამრავი წიგნები დაიწერა. სტივის გარდა ვერავინ შეძლებდა ამას გამკლავებოდა — ამაზე არავინ დაობს, თუმცა ერთი მნიშვნელოვანი წერტილი ყოველთვის კულისებს მიღმა რჩება.
ეს წერტილი არც ისე საინტერესოა, ცოტა მოსაწყენიც კი და მას — ტიმ კუკი ჰქვია. ამ დროს კომპანია Compaq-ის მთავარი მოქმედი ოფიცერი 15 წლიანი გამოცდილებით. ეს ამბავი ნაწილობრივ ჯონ სკალის სტივის მიერ მოყვანის ამბავს ჰგავს.
სკალის მსგავსად, ტიმს არ სურდა საკუთარი სამსახურის დატოვება, თუმცა — სტივი არის სტივი. ტიმ კუკმა დატოვა Compaq, მან დატოვა წარმატებული კომპანია ჩაძირული, განწირული Apple-ისთვის.
ეს მოხდა! ტიმ კუკმა ყველაზე რთულ დროს მოახერხა სიტუაციის გაკონტროლება. სტივმა ეს შეძლო, მან იცოდა რომ სხვას არ შეეძლო რუტინული, ორგანიზაციული მონიტორიგი მილიარდობით ღირებულების კომპანიის მთელ ძრავზე. მან იპოვა თავისზე არანაკლებ ნიჭიერი ადამიანი თავის სფეროში.
1998 წლის მარტში ტიმ კუკი გახდა Apple Computer-ის გლობალური ოპერაციების უფროსი ვიცე-პრეზიდენტი.
ტიმ კუკმა ყველაფერი ზუსტად გააკეთა. ის იყო მშვიდი, ფიქრობდა ფრთხილად, შეეძლო გაჩუმება მაშინ — თუ ზუსტად არ იცოდა რა უნდა ეთქვა, ის აკონტროლებდა ემოციებს. ამას ყვებიან ისინი ვინც უშუალოდ მასთან ერთად მუშაობდნენ.
მას ჰქონდა სატელეფონო შეხვედრები კვირაობით, მისი ჩვეული დილა იყო ასეთი: დილის 5-ის ნახევრიდან იწყებდა მითითებების და კითხვების გაგზავნას ელ. ფოსტით.
კომპანიის მექანიზმმა ძალიან მალე შვეიცარული საათივით დაიწყო მუშაობა, მას ტიმი სიღრმისეულად აკონტროლებდა, მისი პირველი გამოცდა iMac იყო, რომელიც შეიძლება ითქვას რომ წარმატებით ჩააბარა.
13 წლის განმავლობაში ტიმი ახერხებდა რომ კომპანიას ყველაზე რთული და უსიამოვნო სიტუაციები, უმტკივნეულოდ, წარუმატებლობის გარეშე გაევლო.
მან შეძლო Apple-ის კომპონენტების წარმოებასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება და სწორად ორგანიზება.
ასევე, 2004, 2007, 2009 და 2011 წლებში იგი იყო კომპანიის დროებითი ხელმძღვანელი, რაც ასევე, წარმატებით და შეცდომების გარეშე მოახერხა.
ჯერ კიდევ 2004 წელს მაშინდელმა Apple Computer-ის დირექტორთა საბჭომ, მიიღო ერთერთი ყველაზე საიდუმლო გადაწყვეტილება. ეს იყო სარეზერვო გეგმა, თუ მოულოდნელად დაკარგავდა სტივ ჯობსი კომპანიის მართვის შესაძლებლობას, მის ადგილს ტიმ კუკი დაიკავებდა.
2011 წლის 24 აგვისტოს სტივმა კომპანიის ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა.