გაყიდვები ჩინეთში რთული თებერვლის თვის შემდეგ საგრძნობლად გაიზარდა. იზოლაცია, კარანტინი, საზღვრების გადაკვეთაზე დაწესებული აკრძალვები და დაუსრულებელი ომი უჩინარ მტერთან. თებერვლის თვეში გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით, iPhone-ის გაყიდვები 3-ჯერ დაეცა, მარტში კი უეცრად სიტუაცია ძალიან შეიცვალა.
მოგეხსენებათ, ყოველი თვის ბოლოს, არა Apple-ის, მაგრამ (CAICT)-ის მიერ ქვეყნდება გაყიდვების სტატისტიკა.
2020 წლის გაყიდვები
2020 წლის წლის იანვარი, გასული წლის იანვართან შედარებით ძალიან მხიარული გამოდგა ჩინეთისათვის. ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, ჩინეთშიც სულმოუთქმენლად ელოდნენ ახალ მოწყობილობებს. გაყიდვები უფრო მაღალი იყო ვიდრე 2019 წლის იანვარში.
იანვარში Apple-მა გაყიდა 2 მილიონზე მეტი iPhone-ი ჩინეთში. ძირითად იყო iPhone 11 და iPhone Xr თუმცა არც ელიტურ მოდელებს დაუტოვებიათ ცუდი შთაბეჭდილება. ამას გარდა კარგად იმუშავეს სხვა კომპანიებმაც.
თებერვალში, ჩინეთის საკომუნიკაციო ტექნოლოგიების აკადემიის მონაცემებით, ჩინეთში მხოლოდ 6.34 მილიონი სმარტფონი გაიყიდა. ეს 55%-ით ნაკლებია ვიდრე 2019 წლის თებერვლის შედეგები, რომელმაც 14 მილიონს მიაღწია. Apple ყველაზე მეტად დაიჩაგრა, iPhone-ის გაყიდვები 60%-ით დაეცა.
ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომაც მოუწია Apple-ს საგანგებო განცხადების გაკეთება იმის შესახებ, რომ 2019 წელს დაპირებული შედეგები ვეღარ შესრულდებოდა. მიწოდების, წარმოებისა და სხვა დიდ პრობლემებთან ერთად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი ჩინეთში არსებული 42-ვე Apple Store-ის დაკეტვა იყო.
2020 წლის მარტი
2020 წლის მარტში, ყველა კომპანიის სმარტფონების გაყიდვები თებერვლის თვესთან შედარებით 3-ჯერ გაიზარდა. რა თქმა უნდა წინა წლის შედეგებთან შედარებით ეს 20%-ით შემცირებაც არის, თუმცა არსებულ ვითარებაში ამას მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენმა საყვარელმა კომპანიამ 2.5 მილიონი iPhone გაყიდა, რაც ხუთჯერ მეტია ვიდრე თებერვლის თვის გაყიდვები. ახლა უკვე კი გამოვდია iPhone SE, ამას შეიძლება ალუბალი ვუწოდოთ, რომელიც ტორტის ბოლო შტრიხია.