GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
No Result
View All Result

რატომ განსხვავდება iPhone-ის სერიული ნომერი ტელეფონში და Apple-ის საიტზე

დიმიტრი გოგელია by დიმიტრი გოგელია
14/11/2019
in ხრიკები
Reading Time: 1 min read
A A
0
583
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

მიმდინარე სტატია მომზადებულია onoff.ge მხარდაჭერით. ყველაზე დიდი ტექნიკის ონლაინ კატალოგი საქართველოში. ვებ-გვერდის საშუალებით შეგიძლიათ შეარჩიოთ, შეადაროთ და შეიძინოთ ნებისმიერი ტექნიკა სახლიდან გაუსვლელად.

თუ თქვენ ხელზე იყიდეთ iPhone ან iPad, ვფიქრობ გაინტერესებთ დაუსრულდა, თუ არა მოწყობილობას საგარანტიო მომსახურების ვადა. ამისათვის პირველ რიგში უნდა მოძებნოთ მოწყობილობის სერიული ნომერი. ამ კვლევის დროს შესაძლოა აღმოაჩინოთ, რომ მოწყობილობის სერიული ნომრით ეფლის საიტზე სულ სხვა მოწყობილობა იძებნება. რატომ? მოდი გავერკვეთ.

ეფლის მოწყობილობების შესახებ ყველაზე სარწმუნო მონაცემების მიღება შესაძლებელია მხოლოდ მწარმოებლის საიტზე checkcoverage.apple.com IMEI-ს ან სერიული ნომრის მიხედვით.

მოწყობილობის სერიული ნომრის ან IMEI-ს მოძებნა შესაძლებელია შემდეგნაირად:

  1. Settings > General > About — ამ სექციაში შესაძლებელია ნახოთ სერიული ნომერიც და IMEI-ც;
  2. 6s მოდელიდან მოყოლებული, iPhone-ის IMEI ასევე დუბლირებულია სიმ-ბარათის ჩასადებში;
  3. ბევრ მოდელზე IMEI ან სერიული ნომერი დატანებულია მოწყობილობის უკანა ხუფზე;
  4. სერიული ნომრის ნახვა შესაძლებელია iTunes-ში (macOS Catalina-დან მოყოლებული – Finder-ში), როდესაც მოწყობილობას კაბელით მიუერთებთ თქვენს კომპიუტერს;
  5. სერიული ნომერი და IMEI დატანებულია ასევე მოწყობილობის კოლოფზე.

რა თქმა უნდა, ერთი მოწყობილობის ყველა ნომერი უნდა შეესაბამებოდეს ერთმანეთს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა SIM ბარათის ჩასადები, მოწყობილობის ყუთი ან კორპუსი აღებულია სხვა მოწყობილობიდან.

თუ Apple-ის ვებსაიტზე ნომრის შემოწმების შემდეგ, ნომრების შეუსაბამობაა ნაპოვნი, ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ორიდან ერთ შემთხვევაში:

სერიული ნომერი ან მოდელის სახელი შეიძლება შეიცვალოს დაჯეილებულ მოწყობილობაზე

მოწყობილობის დაჯეილება საშუალებას გაძლევთ შეცვალოთ ნებისმიერი სისტემური ინფორმაცია, მათ შორის მომხმარებლების შეცდომაში შეყვანის მიზნითაც. ასე შესაძლებელია ერთი მოდელის გასაღება სხვა მოდელად.

თუ გაჯეტი უკვე ხელთ გაქვთ, შეეცადეთ წაშალოთ jailbreak ინსტრუქციის მიხედვით ან უბრალოდ განაახლოთ სისტემური პროგრამა Finder-ის ან iTunes-ის მეშვეობით.

ამის შემდეგ, რეალური ინფორმაცია გამოჩნდება სისტემის პარამეტრებში, რაც დაემთხვევა Apple-ის ვებსაიტზე არსებულ მონაცემებს.

სერიის ნომერი შეიძლება არ ემთხვეოდეს იმ შემთხვევაში, თუ მოწყობილობა არის „ფრანკენშტეინი“

როდესაც მოწყობილობას აწყობენ სხვა გაჯეტების კომპონენტებიდან, მოდელის მონაცემები შეიძლება განსხვავდებოდეს. ამრიგად, მოწყობილობაზე დატანებული იქნება ერთი სერიული ნომერი, ყუთზე მეორე, ხოლო დედაპლატზე და სისტემაში მესამე.

ეს კარგს არაფერს მოგიტანთ და ნიშნავს, რომ მომავალში მოწყობილობას შესაძლოა მრავალი პრობლემა გაუჩნდეს. ამიტომ თავი შეიკავეთ ასეთი მოწყობილობის შეძენისაგან.

Tags: iPhone
Previous Post

GoPro HERO7 Black

Next Post

Apple-მა მომხმარებლების ჯანმრთელობის კვლევებისთვის აპლიკაცია გამოუშვა

დიმიტრი გოგელია

დიმიტრი გოგელია

Apple Evangelist, Trekkie, Blogger, Dreamer, Father...

Related Posts

გეყოფათ ტრიალი, ნახეთ მაღვიძარის დაყენების მარტივი ხერხი
სიახლეები

გეყოფათ ტრიალი, ნახეთ მაღვიძარის დაყენების მარტივი ხერხი

21/03/2022
889
როგორ დავგეგმოთ შეტყობინებები iPhone-ზე
ხრიკები

როგორ დავგეგმოთ შეტყობინებები iPhone-ზე

21/01/2022
228
როგორ ჩავრთოთ iPhone-ი პაროლის დავიწყების შემთხვევაში (კომპიუტერის გარეშე)
ხრიკები

როგორ ჩავრთოთ iPhone-ი პაროლის დავიწყების შემთხვევაში (კომპიუტერის გარეშე)

05/01/2022
308
რაში გვჭირდება წითელი ფანარი Apple Watch-ზე?
სიახლეები

რაში გვჭირდება წითელი ფანარი Apple Watch-ზე?

01/12/2021
379
როგორ დავაკალიბროთ ყველა გადამწოდი და სენსორი Apple Watch-ზე
ხრიკები

როგორ დავაკალიბროთ ყველა გადამწოდი და სენსორი Apple Watch-ზე

02/11/2021
209
Find My-ს აპლიკაცია შეგატყობინებთ მოწყობილობის სახლში დარჩენის შესახებ – როგორ უნდა ჩავრთოთ
სიახლეები

Find My-ს აპლიკაცია შეგატყობინებთ მოწყობილობის სახლში დარჩენის შესახებ – როგორ უნდა ჩავრთოთ

12/10/2021
914
Next Post
Apple-მა მომხმარებლების ჯანმრთელობის კვლევებისთვის აპლიკაცია გამოუშვა

Apple-მა მომხმარებლების ჯანმრთელობის კვლევებისთვის აპლიკაცია გამოუშვა

Please login to join discussion
  • KAR.GE

© 2021 GeMUG

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი

© 2021 GeMUG