GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
No Result
View All Result

რატომ ჰგავს Pixel 4 iPhone-ს?

დიმიტრი გოგელია by დიმიტრი გოგელია
25/10/2019
in სიახლეები
Reading Time: 1 min read
A A
0
413
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

მიმდინარე სტატია მომზადებულია onoff.ge მხარდაჭერით. ყველაზე დიდი ტექნიკის ონლაინ კატალოგი საქართველოში. ვებ-გვერდის საშუალებით შეგიძლიათ შეარჩიოთ, შეადაროთ და შეიძინოთ ნებისმიერი ტექნიკა სახლიდან გაუსვლელად.

ამ დღეებში Google-მა წარმოადგინა რამდენიმე ახალი პროდუქტი, მათ შორის სმარტფონი Pixel 4. ახალი პროდუქტის შესახებ უკვე ძალიან ბევრი მიმოხილვა დაიწერა, მაგრამ მე მსურს უფრო მეტი ვისაუბრო Pixel 4-ის დიზაინზე — უფრო სწორედ, იმ ტენდენციის შესახებ, რომელიც Apple-მა კიდევ ერთხელ შექმნა.

წელს Apple-მა რადიკალური ნაბიჯი გადადგა და iPhone-ის გამოშვება გადაწყვიტა, რომელიც არა მხოლოდ ისე გამოიყურება, როგორც წინა მოდელები, არამედ გამოირჩევა სმარტფონების მთლიანი მასიდან. მთავარი მახასიათებელი, რაც iPhone 11 Pro-ს ასე უნიკალურს ხდის, არის მისი სამმაგი კამერა, რომელიც მდებარეობს პატარა ამობურცულ ზედაპირზე, ტელეფონის უკანა მხრიდან. „წარბი“ ეკრანის ზედა ნაწილში და სივრცე იმ ადგილას, სადაც მთავარი ღილაკი უნდა ყოფილიყო, უცვლელი დარჩა.

Google Pixel 4-ის კამერა

ახლა კი, Google აჩვენებს მსგავსი კამერის დიზაინს თავისი Pixel 4-ში, უბრალოდ ამ სმარტფონის ლინზები არ არის ისეთი გამოწეული, როგორც Apple-ის შემთხვევაში. იმისდა მიუხედავად, რომ სამმაგი ლინზების იდეა არ ეკუთვნის Apple-ს, ამგვარი დიზაინი იწვევს ძლიერ ასოციაციას iPhone 11 Pro-სა და iPhone 11 Pro Max-თან. ერთადერთი განსხვავება Google-ის გადაწყვეტასა და Apple-ს გადაწყვეტას შორის არის ციმციმა, რომელიც განთავსდა არა ლინზების გვერდიდან, არამედ ქვეშ.

როგორც ჩანს, გუგლი შთაგონებული იყო iPhone-ის იერსახით. მიუხედავად იმისა, რომ Apple-ის სმარტფონების ოფიციალური პრეზენტაცია მოხდა ერთი თვის წინ, Pixel 4-ის კონცეფტ-ფოტოები წლის დასაწყისიდან გამოჩნდა ინტერნეტში. ეს საკმარისია იმის გასაგებად, თუ რა ტენდენციები ექნებათ მობილური მოწყობილობების მწარმოებლებს მომდევნო წლის შემოდგომამდე.

ყველა აკოპირებს iPhone-ს

სინამდვილეში, iPhones-ის დაკოპირების ტალღა შემცირდა iPhone 6-ის გამოსვლის შემდეგ — ამ მოდელის გამოსვლის შემდეგ, კონკურენტებმა მინიმუმ დაიწყეს საკუთარი თავით ფიქრი და არაჩვეულებრივი გადაწყვეტილებების მიღება დაიწყეს, როგორიცაა კამერა, რომელიც ტელეფონის კორპუსიდან ამოდის, მაგალითად. მაგრამ iPhone-ს კოპირების თითქმის დავიწყებულმა კონცეფციამ კვლავ იმძლავრა iPhone X-ის გამოსვლის შემდგომ. ყველა ტიპის მწარმოებელმა, ჩათვალა რა კუპერტინოს ფლაგმანი სილამაზის ეტალონად, მისი დიზაინის კოპირება დაიწყო. თუმცა პირველი დონის მწარმოებლებმაც კი, რომელებიც ადრე საკუთარ თავს უფლებას არ აძლევდნენ გამოევლინათ ამგვარი სისუსტე , ვერ გაუძლეს ცდუნებას.

როგორც ჩანს, გუგლი მიხვდა, რომ ამაში ცუდი არაფერია და Pixel 4-ის კამერის სისტემა ახლა ძალიან ჰგავს iPhone 11 Pro-ს. ამასთან, არაფერია ცუდი იმაში, რომ მწარმოებლები გარკვეულ ელემენტებს აკოპირებენ სხვა სმარტფონებიდან. მართალია, ახლა კამერების ამგვარ მოწყობას, სავარაუდოდ, ყველა გამოიყენებს, მათ შორის 300-500 ლარიან მოდელებშიც სავარაუდოდ იქნება სამკამერიანი მოდული ციმციმათი. და არაუშავს, თუ ერთ-ერთი მათგანი (ან ორი) აღმოჩნდება ყალბი.

გულწრფელად რომ ვთქვათ, Pixel 4 საკმაოდ კარგი მოწყობილობაა, თუ Android სმარტფონებს განიხილავთ. ეს არის სმარტფონი, რომელსაც აქვს ყველაზე სწრაფი სახის ამოცნობის მოდული მსოფლიოში (თუმცა უნდა აღინიშნოს, გარკვეული თავისებურებებით), საინტერესო დიზაინი და ტოპ დონის მახასიათებლები.

Tags: iPhone
Previous Post

Apple Watch-ის ეკრანი არ რეაგირებს შეხებაზე. რა ვქნათ?

Next Post

AirPods Pro ახალი ფერებით გამოვა!

დიმიტრი გოგელია

დიმიტრი გოგელია

Apple Evangelist, Trekkie, Blogger, Dreamer, Father...

Related Posts

ვინ არის საუკეთესო მმართველი? სტივ ჯობსი თუ ტიმ კუკი?
სიახლეები

ვინ არის საუკეთესო მმართველი? სტივ ჯობსი თუ ტიმ კუკი?

04/02/2023
5
Apple-ი 2024 წელს დასაკეც iPad-ს გამოუშვებს
სიახლეები

Apple-ი 2024 წელს დასაკეც iPad-ს გამოუშვებს

31/01/2023
79
ნახეთ როგორ საუბრობს სტივ ჯობსი ChatGPT-ზე (ნერვული ქსელით)
სიახლეები

ნახეთ როგორ საუბრობს სტივ ჯობსი ChatGPT-ზე (ნერვული ქსელით)

23/01/2023
177
iOS 16.3 მომავალ კვირაში გამოვა
სიახლეები

iOS 16.3 მომავალ კვირაში გამოვა

18/01/2023
574
Apple-მა დღეს შესაძლოა ახალი Mac-ები წარმოგვიდგინოს
სიახლეები

Apple-მა დღეს შესაძლოა ახალი Mac-ები წარმოგვიდგინოს

17/01/2023
65
MacBook Air-ი 15 წლის გახდა – „მსოფლიოში ყველაზე თხელი”
სიახლეები

MacBook Air-ი 15 წლის გახდა – „მსოფლიოში ყველაზე თხელი”

16/01/2023
32
Next Post
AirPods Pro ახალი ფერებით გამოვა!

AirPods Pro ახალი ფერებით გამოვა!

Please login to join discussion
  • KAR.GE

© 2021 GeMUG

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი

© 2021 GeMUG