ახალმა iPhone-ებმა ინოვაციების საკმაოდ დიდი სია მიიღეს, 11 Pro Max-სა და 12 Pro Max-ზე სტატია უკვე შემოგთავაზეთ. ახლა 12-ის დროა.
ამ სტატიაში შევადარებთ iPhone 12-ს iPhone 11-თან. iPhone 12 mini-ს არ შევეხებით, რადგან ის მხოლოდ ზომებითა და შესაბამისად ბატარიით განსხვავდება ჩვეულებრივი 12-ისგან.
1. კორპუსი და ზომები

iPhone 12-მა მიიღო განახლებული დიზაინი მკვეთრი კუთხეებით. ის ძალიან ჰგავს iPhone 5-ის ფორმებს. ერთი შეხედვით ზომებში მკვეთრი ცვლილება არ არის, თუმცა უნდა აღინიშნოს რომ 12 უფრო მჩატეა ????

iPhone 12-ში გაუმჯობესდა ეკრანის სიძლიერე – ახლა მისი ეკრანი Ceramic Shield-ის ფენით არის დაფარული, რაც იმას ნიშნავს რომ გაცილებით დაცულია მისი ეკრანი ვიდრე iPhone 11-ის იყო. უფრო კონკრეტულად კი, მისი ეკრანი 4-ჯერ უფრო გამძლეა ვიდრე iPhone 11-ის. რაც შეეხება ჩარჩოს, iPhone 12 Pro-სგან განსხვავებით მასში იგივე ჩარჩო დარჩა, საავიაციო ალუმინი, იგივე რაც iPhone 11-ში არის.
გაუმჯობესდა ასევე წყალში ჩატანის დრო. iPhone 11-ის შემთხვევაში მისი წყალში ჩატანა 2 მეტრზე, 30 წუთის განმავლობაში იყო შესაძლებელი, ახალ iPhone 12-ს უკვე 6 მეტრზე შეუძლია ყვინთვა.

ფერებშიც არის განახლებები: iPhone 12-ს აღარ აქვს ყვითელი და იასამნისფერი მოდელები, ახლა არის მხოლოდ: ახალი ლურჯი, მწვანე, წითელი, თეთრი და შავი.
დასკვნა: წონა, ხელში შეგრძნება, მტვრისგან და წყლისგან უკეთესი დაცვა, უფრო ძლიერი ეკრანი. კორპუსში და ზომებში 12 გაცილებით გაუმჯობესებულია.
2. ეკრანი

iPhone 12-სა და მის წინამორბედ 11-ს შორის ერთ-ერთი მთავარი სხვაობა ეკრანია. მათი ზომები იგივე დარჩა — 6.1 ინჩი, თუმცა ეს აღარ არის LCD ეკრანი, ეს არის OLED ეკრანი რომელიც 11 Pro-ში გვქონდა. ანუ, შუა სეგმენტის სმარტფონი ეკრანით აღარ ჩამოუვარდება Pro ვერსია.
ასევე, 12-ში სიკაშკაშე შეიძლება 1200 nits-ამდე გაიზარდოს, რაც ასევე არ იყო 11-ში.
დასკვნა: ახალი 12 ამ კომპონენტშიც გაცილებით უკეთესია. მან საბოლოოდ მიიღო თანამედროვე OLED ეკრანი.
3. პროცესორი

iPhone 12-მა მიიღო ყველაზე თანამედროვე 5 ნანომეტრიანი A14 Bionic პროცესორი ახალი თაობის Neural Engine-ით.
RAM-ისა და მოცულობების რაოდენობა არ შეცვლილა, 4GB ოპერატიული და მინიმალური მოცულობის მოდელი 64GB-ი.
ვის აქვს უკეთესი პროცესორი?
ახალი პროცესორის უპირატესობა მხოლოდ სინთეზურ ტესტებში ჩანს. ისე, ორივე სმარტფონი იმუშავებს სრულყოფილად უახლოეს iOS-ის განახლებებზე. შეფერხებების გარეშე.
4. კამერები

iPhone 12-ს აქვს ჩვენთვის უკვე ნაცნობი 12 მეგაპიქსელიანი 2 კამერიანი ბლოკი.
ამ კომპონენტში მცირე განახლებები გვაქვს, მთავარმა მოდულმა მიიღო დიაფრაგმის საუკეთესო კოეფიციენტი. ასევე მან ისწავლა HDR ვიდეოს გადაღება სიბნელეში. ამას გარდა, წინა კამერამ მიიღო უკეთესი გადაღების და ღამის რეჟიმი.
ზუსტ განსხვავებებზე რამდენიმე დღეში დავწერთ, სადაც გადაღებული მასალით შევადარებთ.
5. სხვა განსხვავებები

iPhone 12-ს ასევე აქვს რამდენიმე ახალი თვისება, ერთ-ერთი ყურადღებამისაქცევი ფაქტი მისი 5G მხარდაჭერაა. Apple-მა დიდი დრო დაუთმო ახალ უკაბელო დატენივს ტექნოლოგიასაც, მაგნიტური MagSafe-ი, რომელიც შალითებიდანაც მუშაობს, რაც მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა.
iPhone 12-ის ბატარეა ისეთივეა როგორიც არის iPhone 11-ში, გამძლეობა და ასევე დატენვის სიჩქარე:

პატარა დეტალს გეტყვით iPhone 12 mini-სთან დაკავშირებით: ბატარეა გაუარესებულია iPhone 12 mini-ში iPhone 11-თან შედარებით, ვიდეოს ყურების რეჟიმში მისი გამძლეობა 15 საათია, ხოლო 11-სა და 12-ის 17 საათი.