შემოდგომაზე Apple-ის მიერ წარმოდგენილ მოწყობილობებს შორის ყველაზე ხმაურიანი iPhone 12 და iPhone 12 Pro იყო. ეს ორი მოდელი ახლა უფრო მეტად გვანან ერთმანეთს, ვიდრე წინა წლის 11 და 11 Pro.
ეს ორი მოდელი 12 და 12 Pro Apple Store-ების დახლებზე 23 ოქტომბრიდან გამოჩნდება, ამიტომ გადავწყვიტეთ არჩევანის გაკეთება უფრო გაგიმარტივოთ და ეს ორი გაჯეტი ერთმანეთს შევადაროთ.
1. კორპუსი და ზომები
ორივე სმარტფონი ერთი ზომის არის — 6.1 ინჩი. წონაში არის მცირედი სხვაობა: iPhone 12 162 გრამი, ხოლო 12 Pro 187 გრამი.
iPhone 12
ეკრანი: ორივე მოდელს ეკრანზე აქვს ახალი კერამიკული ფარის საფარი, Apple-ის თქმით ეს 4-ჯერ უფრო კარგად დაიცავს ეკრანს დარტყმისგან.
კორპუსი: iPhone 12-ის კორპუსი არის კოსმოსური კლასის ალუმინის.
iPhone 12 Pro
ეკრანი: იგივეა რაც iPhone 12-ში — კერამიკული ფარი.
კორპუსი: იგი უფრო მაღალი ხარისხის არის Pro-ში: Surgical-grade stainless steel. ეს არის ქირურგიული კლასის უჟანგავი ფოლადი.
ფერები: iPhone 12 არის უბრალოდ ლურჯი, ხოლო 12 Pro იშვიათი ოკეანეს ლურჯი.
2. ეკრანი
iPhone 12
OLED Super Retina XDR ეკრანი, რომლის გარჩევადობაა 2532 × 1170 პიქსელი. მაქსიმალური სიკაშკაშე HDR რეჟიმში 1200 cd / m².
HDR, True Tone და ფართო ფერთა გამა მხარდაჭერილია.
iPhone 12 Pro
იგივე OLED Super Retina XDR ტექნოლოგია გარჩევადობა 2532 × 1170 პიქსელი.
მაქსიმალური სიკაშკაშე HDR რეჟიმში 1200 cd / m².
True Tone, HDR და Wide Color Gamut (P3) კვლავ არსებობს.
განსხვავება: iPhone 12 Pro სტანდარტული განათების რეჟიმში 25%-ით უფრო ნათელი უნდა იყოს. ამის რეალურ სხვაობას რამდენიმე დღეში დავინახავთ.
3. პროცესორი
iPhone 12 იკვებება ძლიერი ახალი A14 Bionic პროცესორით, მე-4 თაობის Neural Engine-ით. ოპერატიული მეხსიერება არის 4GB.
iPhone 12 Pro ასევე აღჭურვილია ძლიერი ახალი A14 Bionic პროცესორით, 12-ისგან განსხვავებით მას 6GB ოპერატიული მეხსიერება აქვს.
განსხვავება: მათი პროცესორების სხვაობა RAM-შია, 4GB 6GB-ს წინააღმდეგ. მათი განსხვავება მხოლოდ გრაფიკული სამუშაოსა და ვიდეო რედაქტირების დროს გამოჩნდება. თუმცა 2-3 წლის შემდეგ შესაძლოა კიდევ უფრო დიდი როლი ითამაშოს iPhone 12 Pro-ს უპირატესობამ.
4. კამერები
ორივე iPhone-ის წინა კამერები იდენტურია. iPhone 12 Pro-ს აქვს დამატებით ტელეფოტო ობიექტივის მოდული — მესამე კამერა, ასევე ახალი LiDAR სკანერი, რომელიც აუმჯობესებს ფოტოების ხარისხს ზოგიერთ რეჟიმში. ასევე LiDAR სკანერს აქვს რამდენიმე უნიკალური თვისება შედარებით ვიწრო სეგმენტისათვის.
ყველა განსხვავება მოკლედ:
კორპუსი და ზომები: არ განსხვავდება. ოდნავ უფრო მჩატეა iPhone 12.
ეკრანი: ორივე მოდელი მზადდება ერთი და იგივე ტექნოლოგიით, მცირედი განსხვავება ის არის რომ 12 Pro-ს OLED ეკრანი 25%-ით უფრო კაშკაშაა.
პროცესორი: უპირატესობა iPhone 12 Pro-ს აქვს, თუმცა დეტალებზე ზევით უკვე მოგახსენეთ.
კამერები: Pro-ს აქვს დამატებით მესამე კამერა (ტელეფოტო) და LiDAR სკანერი. დანარჩენი 2 კამერა და ასევე წინა კამერა იდენტურია iPhone 12-ში.
ბატარეა: იდენტურია, ვიდეოს დაკვრის რეჟიმზე ორივეს დრო 17 საათია.
სხვა განსხვავებები არ არსებობს, ორივე მოდელს აქვს MagSafe დამტენი, ასევე ორივეს აქვს 5G მხარდაჭერა. არცერთ მოდელს აღარ მოყვება ადაპტერი და ყურსასმენი.