სტივ ჯობსს ერთი უცნაურობა ახასიათებდა (გარდა სხვა მრავალისა). მის ვარცხლისფერ Mercedes-Benz SL55 AMG-ზე არასოდეს მიუმაგრებია სანომრე ნიშნები. და მართალია ჩვენ კვლავ არ ვიცით (და ვერც ვეღარასოდეს გავიგებთ) რატომ, მაგრამ ის მაინც ვიცით, თუ როგორ ახერხებდა ის ამას.
რასაკვირველია, უნორმოდ მგზავრობა — კანონის დარღვევაა და სტივს უკვე დიდი ხანია უნდა მიეპყრო კალიფორნიელი „პატრულის“ ყურადღება, არა? არა. როგორც გაირკვა, ჯობსმა იპოვნა „ხვრელი“ ადგილობრივ კანონმდებლობაში, რასაც იყენებდა კიდევაც. კერძოდ, ახალი მანქანის მფლობელი ვალდებულია შეძენიდან 6 თვეში დაამაგროს ნომრები ავტომობილზე. და რას აკეთებდა სტივი? ის მოელაპარაკა სალიზინგო კომპანიას და ყოველ ექვს თვეში იცვლიდა მანქანას ზუსტად ისეთივეზე. ამის შესახებ მოგვითხრო Apple-ის უსაფთხოების სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა ჯონ კალასმა.
გასაგებია, რომ სალიზინგო კომპანიისათვის ასეთი კლიენტი ფრიად სასურველია. ხოლო თუ რატომ აკეთებდა სტივი ამას, ეს უკვე სამუდამოდ საიდუმლო დარჩება.
წყარო: cult of mac