GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
No Result
View All Result

როგორ დავაყენოთ PIN-კოდი სიმ-ბარათზე

დიმიტრი გოგელია by დიმიტრი გოგელია
28/09/2019
in ხრიკები
Reading Time: 2 mins read
A A
0
1.8k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

მიმდინარე სტატია მომზადებულია onoff.ge მხარდაჭერით. ყველაზე დიდი ტექნიკის ონლაინ კატალოგი საქართველოში. ვებ-გვერდის საშუალებით შეგიძლიათ შეარჩიოთ, შეადაროთ და შეიძინოთ ნებისმიერი ტექნიკა სახლიდან გაუსვლელად.

ეფლის სმარტფონის თითქმის ყველა მფლობელი აკეთებს, ან უნდა გააკეთოს შემდეგი: ჩართოს iCloud-ის ანგარიში ტელეფონში და ეკრანზე დააყენოს განბლოკვის კოდი.

ერთი მხრივ, ამის გარეშე ისედაც ვერ გააქტიურებ ტელეფონის ზოგიერთ შესაძლებლობას, მაგალითად პაროლების გაზიარებას მოწყობილობებს შორის, ხოლო მეორე მხრივ — სმარტფონი ქურდებისათვის სრულიად უსარგებლო ხდება და ლამაზი გაჯეტიდან გადაიქცევა ნაწილების გროვად, მეორად შავ ბაზარზე გასაყიდად. დიახ, აიფონი კარგად არის დაცული.

მაგრამ, ამ დროს ჩვენ გვავიწყდება ტელეფონის ერთი ნაწილი, კერძოდ სიმ-ბარათი, რომელიც დაცვის გარშე მოწყვლადი ხდება ბოროტქმოქმედებისათვის.

რითია საშიში სიმ-ბარათის დაკარგვა

წარმოიდგინეთ, რომ მიემგზავრებით სადმე დასასვენებლად, ან მივლინებაში საზღვარგარეთ. სმარტფონი მოგპარეს და მასში ჩარჩა სიმ-ბარათი, რომელზეც მიბმულია ბევრი აპლიკაცია, საბანკო ანაგრიშებზე ფულის გადარიცხვის კოდები, სოციალურ ქსელებსა და ელფოსტაში შესასვლელი ერთჯერადი ტოკენები და ა.შ.

წვრილფეხა ბაცაცები სიმ-ბარათს გადააგდებენ, კვალზე რომ არ დაადგეს პოლიცია, ხოლო უფრო გამოცდილები ეცდებიან მაქსიმალური ინფორმაცია გამოწურონ თქვენი ტელეფონიდან.

მაგალითად, დაუცველი სიმ-ბარათის საშუალებით შესაძლებელია ძვირადღირებული ზარების განხორციელება წინასწარ შექმნილ ფასიან ნომრებზე. ასევე, შესაძლებელია ტელეფონის ბალანსის გადატანა სხვა ნომერზე, ან ზოგიერთი სერვისის საფასურის გადახდა.

სმს, ან შემომავალი ზარი ხშირად გამოიყენება ავტორიზაციის მეორე ეტაპზე, რომელიმე სერვისში წვდომისათვის. პაროლის გამოცნობით, ან გატეხვით და დაუცველი სიმ-ბარათით ბოროტმოქმედებისათვის ყველა კარები ღიაა!

ბოროტმოქმედებს შეუძლიათ დაგიბლოკონ სოციალურ ქსელებზე წვდომა, შევიდნენ საბანკო ანგარიშზე, ან დაადასტურონ მსხვილი თანხის ჩამოწერა.

ამავდროულად, თქვენთვის იმის გარდა, რომ სასწრაფო წესით მოგიწევთ ყველა საბანკო ბარათის დაბლოკვა რაიმე მეთოდით, ასევე მოგიწევთ თქვენს ოპერატორტან დაკავშირება, რომ მათ დაბლოკონ სიმ-ბარათი.

აბა სცადეთ ამის გაკეთება მეორე ტელეფონის გარეშე, გზაში, ან საზღვარგარეთ.

როგორ ჩავრთოთ სიმ-ბარათის დაცვა

ზემოთ ჩამოთვლილი ყველა პრობლემის მოგვარების ერთი მარტივი გზა არსებობს. საკმარისია წინასწარ პაროლი დაადოთ სიმ-ბარათს.

აი, რა არის ამისთვის საჭირო:

  1. გადადით: Settings > Cellular > SIM PIN
  2. გაააქტიურეთ გადამრთველი
  3. შეიტანეთ პინ-კოდი სიმ-ბარათისათვის. როგორც წესი, საწყისი პინ-კოდი სიმ-ბარათზე წერია
  4. გააქტიურების შემდეგ თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ ეს საწყისი კოდი თქვენთვის სასურველით

ფუნქციის გამორთვისათვის, ან კოდის შეცვლისათვის საჭირო იქნება მიმდინარე კოდის შეტანა.

ამიერიდან სმარტფონის ჩართვისას, ეკრანის განბლოკვის კოდის შეტანის გარდა, თქვენ მოგიწევთ სიმ-ბარათის პინ-კოდის შეტანაც. იგივე იქნება საჭირო, თუ ამოიღებთ სიმ-ბარათს ტელეფონიდან და ჩადებთ სხვა ტელეფონში.

ამ გზით ბარათი დაცული იქნება ბორტომოქმედებისაგან, ისინი ვერ შეძლებენ სმს-ის, ან ზარის მიღებას სხვადასხვა სერვისებიდან, ვერც ფასიან ზარს ვერ განახორციელებენ.

დასკვნა

ნუ გადადებთ ამ საქმეს და რაც შეიძლება სწრაფად ჩართეთ პინ-კოდი სიმ-ბარათზე.

თუ არ გახსოვთ ქარხნული პინ-კოდი,არ დაიზაროთ, მიდით ოპერატორის ოფისში და არადგინეთ ის.

მერწმუნეთ, ტელეფონის დაკარგვის შემთხვევაში უფრო ძვირი დაგიჯდებათ.

Tags: iPhone
Previous Post

რატომ გახდება Apple-ის სერვისები პროდუქტებზე პრიორიტეტული

Next Post

Ming-Chi Kuo: შემდეგ წელს iPad-ი Mini-LED ეკრანით გამოვა

დიმიტრი გოგელია

დიმიტრი გოგელია

Apple Evangelist, Trekkie, Blogger, Dreamer, Father...

Related Posts

გეყოფათ ტრიალი, ნახეთ მაღვიძარის დაყენების მარტივი ხერხი
სიახლეები

გეყოფათ ტრიალი, ნახეთ მაღვიძარის დაყენების მარტივი ხერხი

21/03/2022
914
როგორ დავგეგმოთ შეტყობინებები iPhone-ზე
ხრიკები

როგორ დავგეგმოთ შეტყობინებები iPhone-ზე

21/01/2022
249
როგორ ჩავრთოთ iPhone-ი პაროლის დავიწყების შემთხვევაში (კომპიუტერის გარეშე)
ხრიკები

როგორ ჩავრთოთ iPhone-ი პაროლის დავიწყების შემთხვევაში (კომპიუტერის გარეშე)

05/01/2022
406
რაში გვჭირდება წითელი ფანარი Apple Watch-ზე?
სიახლეები

რაში გვჭირდება წითელი ფანარი Apple Watch-ზე?

01/12/2021
406
როგორ დავაკალიბროთ ყველა გადამწოდი და სენსორი Apple Watch-ზე
ხრიკები

როგორ დავაკალიბროთ ყველა გადამწოდი და სენსორი Apple Watch-ზე

02/11/2021
223
Find My-ს აპლიკაცია შეგატყობინებთ მოწყობილობის სახლში დარჩენის შესახებ – როგორ უნდა ჩავრთოთ
სიახლეები

Find My-ს აპლიკაცია შეგატყობინებთ მოწყობილობის სახლში დარჩენის შესახებ – როგორ უნდა ჩავრთოთ

12/10/2021
941
Next Post
Ming-Chi Kuo: შემდეგ წელს iPad-ი Mini-LED ეკრანით გამოვა

Ming-Chi Kuo: შემდეგ წელს iPad-ი Mini-LED ეკრანით გამოვა

Please login to join discussion
  • KAR.GE

© 2021 GeMUG

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი

© 2021 GeMUG