რა კავშირი აქვს iOS-ს Android-თან? დიდწილად არანაირი, თუ არ ჩავთლით იმ შემთხვევებს, როდესაც Google-ი თავისი ოპერაციულ სისტემისთვის iOS-დან აკოპირებს რაღაცეებს. გადაღების ფაქტები ხანდახან ორმხრივიცაა და ტექნოლოგიური სექტორის დიდი ნაწილი ამას გმობს. თუმცა, რაც ახლა ხდება Android-ის თავს, ნამდვილად პატივსაცემია.
Android-ი iOS-ის წყალობით უფრო უსაფრთხო ხდება
ბევრი რომ არ გავაგრძელო, გეტყვით რომ ბლუმბერგის ცნობით Google-ი გეგმავს Android-ში იგივე ანტი თვალთვალის მექანიზმის დანერგვას, რაც ცოტა ხნის წინ Apple-მა შემოგვთავაზა. ჩვენ ვსაუბრობთ წესების ახალ სისტემაზე, რომელიც ავალდებულებს დეველოპერებს რომ მომხმარებლებს სთხოვოს ნებართვა პერსონალური მონაცემების შეგროვების შესახებ.
ფაქტია რომ Apple-ის ცვლილებებმა დიდი გავლენა იქონია საძიებო გიგანტზე. Google-ში აღარ სჯერათ რომ ამდენი მომხმარებლის შენარჩუნებას არსებული კონფიდენციალურობის პოლიტიკით მოახერხებენ. Apple-ის პოლიტიკა ფუნდამენტურად აცდენილია Google-ისას, რაც Google-ს ცვლილებებისკენ უბიძგებს.