GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
No Result
View All Result

როგორ გავარჩიოთ ნამდვილი AirPods-ები ყალბისაგან

დიმიტრი გოგელია by დიმიტრი გოგელია
03/12/2019
in ხრიკები
Reading Time: 1 min read
A A
0
4.6k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

მიმდინარე სტატია მომზადებულია onoff.ge მხარდაჭერით. ყველაზე დიდი ტექნიკის ონლაინ კატალოგი საქართველოში. ვებ-გვერდის საშუალებით შეგიძლიათ შეარჩიოთ, შეადაროთ და შეიძინოთ ნებისმიერი ტექნიკა სახლიდან გაუსვლელად.

გაყალბება — პოპულარობის ერთგვარი აღიარებაა. თუ პროდუქტი არავის არ სჭირდება, არც არავის მოუვა თავში მისი გაყალბება. მაგრამ, თუ ის დიდი პოპულარობით სარგებლობს, აუცილებლად გამოჩნდებიან ისეთები, ვინც შეეცდება ხელი მოითბოს სხვისი პროდუქტის პოპულარობაზე. რასაკვირველია, iPhone-ის გაყალბებას დიდი ხანია არავინ აღარ ახდენს, იმავე მასშტაბით, როგორც 7-10 წლის წინ, მაგრამ AirPods ისეთი სანუკვარი ლუკმაა, რომ ამ შემთხვევაში საქმე სხვანაირადაა. შედეგად, თითქმის შეუძლებელი გახდა ორიგინალის გარჩევა ასლისაგან. მე ვეცდები გაგარკვიოთ, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ ამ სიტუაციაში.

მე ადრეც გიყვებოდით ჩინელი მწარმოებლების გამომგონებლობის შესახებ, რომლებიც AirPods-ის ასლებს ამზადებენ. მათ ისწავლეს არა მხოლოდ ყურსასმენების გარეგნობის კოპირება, არამედ მათი ფუნქციონების კოპირებაც. მაგალითად, დღეს უკვე შესაძლებელია ბაზარზე იხილოთ ყალბი ასლი, რომელსაც არა მხოლოდ უკაბელო დატენვის მხარდაჭერა აქვს, არამედ ასევე შეუძლია გამოიყენოს Siri ან ვთქვათ, ავტომატურად დაუკავშირდეს iCloud-ის ანგარიშს. ზედმეტია იმაზე საუბარი, რომ iPhone-ის ეკრანზე მისასალმებელი ანიმაციის გამოტანა უკვე უმარტივესი რამ არის. თუმცა გამოსავალი ჯერ კიდევ არსებობს და გარანტირებულად შეგვიძლია გავარჩიოთ ორიგინალი და ასლი.

როგორ შეამოწმოთ AirPods სერიული ნომრით

გარანტირებულად იმის გარკვევა, AirPods ნამდვილია, თუ ყალბი, შეგიძლიათ თავად Apple-ის საიტზე.

  • გადადით ამ ბმულზე, მხარდაჭერის უფლების შემოწმების მიზნით;
  • გახსენით AirPods-ის კოლოფი და მოძებნეთ სერიული ნომერი, რომელიც დატანებულია შიგნიდან;
  • თუ ყურსასმენები უკვე არის დაკავშირებული iPhone-თან, გადადით Settings > General > About > AirPods;
  • დააკოპირეთ სერიული ნომერი ზემოთ მითითებულ საიტზე შეტანის ველში, შემდეგ შეიტანეთ უსაფრთხოების კოდი და დააჭირეთ ღილაკს Next;
  • თუ AirPods ნამდვილია, საიტზე გამოისახება ინფორმაცია მისი საგარანტიო მომსახურების შესახებ, თუ არა და მიიღებთ შეცდომის შეტყობინებას.

არის მოსაზრება, რომ ყალბი AirPods შეიძლება განვასხვავოთ მისასალმებელი ანიმაციით, რომელიც ჩნდება iPhone-ის ეკრანზე ყურსასმენის კოლოფის გახსნის შემდეგ. მაგრამ ეს ასე არ არის. ფაქტია, რომ ანიმაციები და მენიუები სისტემურია და შექმნილია Apple-ის დიზაინერების მიერ iOS-ის დიზაინის შექმნისას. ყალბი ყურსასმენების მწარმოებლებს არ შეუძლიათ თავიანთი ანიმაციის ინტეგრირება ოპერაციულ სისტემაში, მაგრამ უბრალოდ იციან, თუ როგორ უნდა გამოიძახონ ყალბი ანიმაცია დაწყვილების დროს. ასე რომ ამ ფაქტზე ყურადღების მიქცევა აშკარად არ ღირს.

რატომ უნდა შევამოწმოთ AirPods-ის სერიული ნომერი

მიუხედავად იმისა, რომ ჩინელებმა ისწავლეს iOS-ის მოტყუება, აიძულებენ რა უპასუხოს ყალბ ყურსასმენებს ნამდვილის მსგავსად და გამოიწვიოს სისტემური ანიმაცია, მათ ჯერჯერობით ვერ შეძლეს, საბედნიეროდ, სერიული ნომრების მონაცემთა ბაზაში შეღწევა. ამიტომ, თუკი კარგი ფასდაკლებით მოახერხეთ AirPods-ის შეძენა, უბრალოდ შეამოწმეთ სერიული ნომერი Apple-ის ვებსაიტზე. თუ გამყიდველი ამაზე უარს ამბობს, სავარაუდოდ ყურსასმენები ყალბია, ან რამე სხვა პრობლემაა. ზოგჯერ მეორადი მოწყობილობები ხელახლა იფუთება ახალ კოლოფში და იყიდება როგორც ახალი, ხოლო Apple-ის ვებ-გვერდზე ამის გადამოწმებასაც შეძლებთ.

Tags: iPhone
Previous Post

Apple-ის ღონისძიება შედგა — გამოვლენილია 2019 საუკეთესოები

Next Post

Apple-მა დაასახელა 2019 წლის საუკეთესო სიმღერები Apple Music-ში

დიმიტრი გოგელია

დიმიტრი გოგელია

Apple Evangelist, Trekkie, Blogger, Dreamer, Father...

Related Posts

გეყოფათ ტრიალი, ნახეთ მაღვიძარის დაყენების მარტივი ხერხი
სიახლეები

გეყოფათ ტრიალი, ნახეთ მაღვიძარის დაყენების მარტივი ხერხი

21/03/2022
923
როგორ დავგეგმოთ შეტყობინებები iPhone-ზე
ხრიკები

როგორ დავგეგმოთ შეტყობინებები iPhone-ზე

21/01/2022
250
როგორ ჩავრთოთ iPhone-ი პაროლის დავიწყების შემთხვევაში (კომპიუტერის გარეშე)
ხრიკები

როგორ ჩავრთოთ iPhone-ი პაროლის დავიწყების შემთხვევაში (კომპიუტერის გარეშე)

05/01/2022
475
რაში გვჭირდება წითელი ფანარი Apple Watch-ზე?
სიახლეები

რაში გვჭირდება წითელი ფანარი Apple Watch-ზე?

01/12/2021
407
როგორ დავაკალიბროთ ყველა გადამწოდი და სენსორი Apple Watch-ზე
ხრიკები

როგორ დავაკალიბროთ ყველა გადამწოდი და სენსორი Apple Watch-ზე

02/11/2021
263
Find My-ს აპლიკაცია შეგატყობინებთ მოწყობილობის სახლში დარჩენის შესახებ – როგორ უნდა ჩავრთოთ
სიახლეები

Find My-ს აპლიკაცია შეგატყობინებთ მოწყობილობის სახლში დარჩენის შესახებ – როგორ უნდა ჩავრთოთ

12/10/2021
944
Next Post

Apple-მა დაასახელა 2019 წლის საუკეთესო სიმღერები Apple Music-ში

Please login to join discussion
  • KAR.GE

© 2021 GeMUG

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი

© 2021 GeMUG