GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
No Result
View All Result

როგორ იწყებოდა ყველაფერი — Apple-ის ისტორია, ნაწილი 1

დიმიტრი გოგელია by დიმიტრი გოგელია
27/02/2017
in მიმოხილვა
Reading Time: 4 mins read
A A
0
2.3k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

შესავალი

XX საუკუნეს ავიაციისა და კოსმონავტიკის საუკუნეს უწოდებენ. მაგრამ გასული საუკუნის 70-იან წლებს ასევე თანამედროვე ტექნოლოგიური ინუსტრიის ჩამოყალიბების ეპოქასაც უწოდებენ. და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი ამ საქმეში კომპანია Apple-ს ეკუთვნის.

კომპანია ეფლის ისტორია 41 წლის წინ დაიწყო, როდესაც ორმა მეგობარმა სტივ ჯობსმა და სტივ ვოზნიაკმა გადაწყვიტა დაეარსებინა საკუთარი კომპანია, რომელიც შექმნიდა და ააწყობდა კომპიუტერებს. ოფიციალურად ეფლი 1976 წლის 1 აპრილს დაარსდა, სწორედ მაშინ გამოვიდა ბაზარზე კომპიუტერი Apple I. ათ თვეში 175 ეგზემპლარის აწყობა და გაყიდვა მოხერხდა. თითოეულის ფასი — 666 დოლარი და 66 ცენტი გახლდათ. პრიცნიპში Apple I უფრო კონსტრუქტორი იყო, ვიდრე დასრულებული პროდუქტი: ის დედა-დაფას იყო კორპუსის, კლავიატურის, ხმისა და გრაფიკის გარეშე.

პირველი სერიული პროდუქტი

1977 წლის თებერვალში Apple-ის პრეზიდენტი მაიკლ სკოტი გახდა. არსებითად წინ გადადგმული ნაბიჯი იყო ამავე წლის აპრილში Apple II-ის გამოშვება. ეს იყო პირველი პერსონალური კომპიუტერი ფერადი გრაფიკის მხარდაჭერით. მხარდაჭერილი იყო სხვადასხვა ფერების გამოტანის შესაძლებლობა ეკრანზე, შემუშვებული იქნა ბრძანებები ხმასთან სამუშაოდ და შესაბამისად, არსებობდა ჩადგმული სპიკერი, კლავიატურა, შესაძლებელი გახდა გამოსახულების ოპერატიულად ცვლილება, ჰქონდა კვების ბლოკი და ა.შ. მთელი ეს „შიგთავსი“ მოთავსებული იყო სპეცალურად შემუშავებულ პლასტიკატის კორპუსში, რაც მანამდე სხვა მწარმოებლებს არ გაეკეთებინათ — კონკურენტები არც თუ ლამაზი დიზაინის რკინის კორპუსებს იყენებდნენ. მაშინ გაჩნდა აგრეთვე ახლა უკვე ყველასთვის ნაცნობი ლოგო — მოკბეჩილი, მრავალფეროვანი ვაშლი, რომელიც სარეკლამო სააგენტო Regis McKenna-მ შექმნა.

Macintosh-ის დაბადება

1979 წლის მაისში Apple-ის თანამშრომელმა ჯეფ რასკინმა მუშაობა დაიწყო ახალ კომპიუტერზე, რომლიც ყველა კომპონენტი ერთიან კორპუსში უნდა განთავსებულიყო და რომელიც რიგით მომხმარებელზე იყო გათვლილი. სწორედ ამ მომენტს შეგვიძლია ვუწოდოთ Macintosh-ის დაბადება.

1983 წელს Apple-მა გამოუშვა Lisa — პირველი პერსონალური კომპიუტერი გრაფიკული ინტერფეისით. კომპიუტერს სტივ ჯობსის ქალშვილის სახელი ერქვა. მაგრამ საკმაოდ მაღალი ფასისა და პროგრამების შეზღუდული ოდენობის გამო ეს მოდელი ვერ გახდა პოპულარული. მართალია კომერციული თვალსაზრისით Lisa ჩავარდნა იყო, მაგრამ მისი გამოშვებას ჰქონდა აზრი — მასში გამოყენებულ საოპერაციო სისტემას გრაფიკული ინტერფეისი, გაცვლის ბუფერი და სხვა მრავალი ნოვატორული სიახლე ჰქონდა.

4.0.1

სულ პირველი Macintosh კომპანია Apple-მა ოფიცილურად 1984 წლის 22 იანვარს წარადგინა სარეკლამო რგოლით „1984“, რომელიც ჯორჯ ორუელის წიგნის „1984“ სიუჟეტზე იყო დაფუძნებული. ეს კლიპი ათწლეულის კლიპად შეფასდა, მიიღო კანის ფესტივალის გრან-პრი და დღემდე ითვლება რეკლამის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ორიგინალურ ნამუშევრად. ეს მომენტი მნშვნელოვანი გახდა პერსონალური კომპიუტერების განვითარების ისტორიაში. Macintosh-ის გამოჩენასთან ერთად ძირეულად შეიცვალა ადამიანების წარმოდგენა კომპიუტერებზე და საფუძველი ჩაეყარა იმ ელემენტებს, რასაც შემდგომში ყველა კომპიუტერული კომპანია გამოიყენებს. იმავე წლის სექტემბერში Apple იწყებს გაუმჯობესებული მოდელის, Macintosh 512-ის გაყიდვას 2495 დოლარად.

გადიოდა წლები, კომპიუტერეული ინდუსტირა რასაკვირველია არ იდგა ადგილზე და ვითარდებოდა. მთელი ამ დროის განმავლობაში ვითარდებოდნენ Macintosh-ებიც და მათთან ერთად ვითარდებოდა საოპერაციო სისტემა Mac OS (System), ანუ ფართოვდებოდა ახალი შესაძლებლობები, იცვლებოდა ცალკეული ელემენტები და ინერგებოდა ახალი ტექნოლოგიები. როდესაც Mac OS პირველად წარადგინეს 1984 წელს, თავისი დროისთვის ის პროგრამული უზრუნველყოფის სრულყოფილებას წარმაოდგენდა.

სისტემა თავიდანვე მუშავდებოდა იმ გათვლით, რომ ნებისმიერ მოხმარებელს, რომელსაც არ გააჩნდა შესაბამისი კვალიფიკაცია, კომპიუტერთან პირვალდ დაჯდომისთანავე ჰქონოდა მუშაობის შესაძებლობა, ტექნიკურ დეტალებში ჩაღრმავების გარეშე. საოპერაციო სისტემები სხვა პლათფორმებისათვის, რომლებიც რამდენიმე წლის შემდეგ შეიქმნა, მომხმარებელს სთავაზობდნენ ისეთ სიახლეებს, როგორიცაა დაცული მეხსიერება და მრავალამოცანიანობა, რაც საბოლოო ჯამში უკეთეს სამომხმარებლო გამოცდილებას იძლეოდა. Apple არ ამატებდა ამ სიახლეებს Mac OS-ში იმიტომ, რომ პროცესორები, რომლებიც ხელმისაწვდომი იყო Mac OS-ის შექმნისას, არ იყვნენ საკმაირსად მძლავრი. თუმცა დროთა განმავლობაში Mac OS-ს ემატებოდა დამატებითი ფუქნციონალი, თუმცა ამავდროულად რჩებოდა ადვილად შესასწავლი. მუშაობის სიმარტივე და მიხერხებულობა და საოპერაციო სისტემის ცალკეული ელემენტების ურთიერთქმედების შინაგანი ლოგიკა ექვემდებარებოდა ამ მოთხოვნას.

როდესაც Apple-ის წინაშე დადგა ახალი თაობის საოპერაციო სისტემის წარმოების საკითხი, ყველა დადებითი და უარყოფითი მომენტების შეფასების შემდეგ კომპანიამ ჩათვალა, რომ ჯობდა შეეძინა NeXT-ის მიერ შექმნილი საოპერაციო სისტემა, რომელიც UNIX-ის ერთ-ერთ განშტოებას წარმაოდგენდა. სწრედ სისტემა OpenStep (NeXTStep) გახდა Mac OS-ის ახალი ვერსიის საფუძველი. Mac OS-ის დეველოპერებს უნდა უზრუნველყოთ მშვიდი გადასვლა ძველი სისტემიდან ახალზე ისე, რომ მომხმარებელბს ძველებურად შეძლებოდათ არსებული პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენება, სანამ შეიქმენბოდა ახალი ვერსიები, კონკრეტულა Mac OS-ის ახალი ვერსიისათვის. ასე გაჩნდა Mac OS X.

საოპერაციო სისტემა MAC OS X

საოპერაციო სისტემა კომპიუტერის „სულია“, სწორედ ის არის შემაკავშირებელი ჯაჭვი ინფორმაციის წარმოდგენის ფიზიკურ და ლოგიკურ დონეებს შორის კომპიუტერში. საოპერაციო სისტემაზეა დამოკიდებული მთლიანად კომპიუტერის წარმადობა.

Mac-ის საოპერაციო სისტემის ნულიდან გადაწერა ჯერ კიდევ System 7.5-ის დროიდან იყო საჭირო. პროექტი კოდური სახელწოდებით Rhapsody, რომელითაც უნდა შექმნილიყო Mac OS X, 1994 წელს დაიწყო. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავდა, რომ System-ის განვითარება დაუყოვნებლივ შეწყდებოდა. ასე რომ 1997 წელს გამოვიდა Mac OS 8, ხოლო 1999 წელს — Mac OS 9. ქვე-ვერსიბიდან ყიდაღებას იმსახურებს Mac OS 8.1, რომელშიც გამ`ჩნდა ახალი ფაილური სისტემა HFS+, რომელმაც უზრუნველყო ადგილის დიდი ეკონომია მყარ დისკზე, HFS-სთან შედარებით. ამავე ვერსიაში ბოლოჯერ მოხდა Motorola 68xxx-ების მხარდაჭერა. Apple-ის საოპერაციო სისტემის ყველა მომდევნო ვერსია მხარს მხოლოდ IBM PowerPC პროცესორებს უჭერდა.

System-ის ზოგიერთი ელემენტი უდავოდ შეიძლებოდა რომ გაუმჯობესებულიყო, ხოლო ზოგიერთი კარდინალურ განახლებას მოითხოვდა. საოპერაციო სისტემაში არ იყო მეხსიერების მართვის ნორმალური მექანიზმი — მანიპულაციას უშუალოდ პროგრამები ახდენდნენ, რომლებსაც შეეძლოთ საჭიროების შემთხვევაში მეხსიერების სხვისი სივრცის გამოყენებაც. მრავალამოცანიანობის სრულყოფილი მხარდაჭერა ასევე მოითხოვდა საოპარაციო სისტემის ბირთვის ხელახალ დაწერას. გაჩნდა OpenGL სტანდარტი, უფრო პერსპქტიული, ვიდრე Apple QuickDraw.

გრაფიკული ინტერფეისი

Mac OS X-ის საოპერაციო სისტემის შესაძლებლობებზე საუბარი შეგვიძლია დავიწყოთ მისი „სავიზიტო ბარათით“ — ახალი გრაფიკული ინტერფეისით.

გრაფიკული სამომხმარებლო ინტერფეისი კომპიუტერულ სამყაროში ფართოდ არის გავრცელებული. Macintosh-ის ოცდაათ წელზე ხანგძლივი ისტორიის მანძილზე ბევრი გამოჩნდა, ვისაც მოუნდა მისი კლასიკური ინტერფეისის ელემენტების გამოყენება საკუთარ ვერსიებში. ამიტომ კომპანია Apple-მა გადაწყვიტა არსებითად შეეცვალა ჩვეული გრაფიკული ინტერფეისის კონცეფცია. საფუძვლად აღებული იქნა ცოცხალის, მოძრავის, მოულოდნელის იდეა. ინტერფეისმა სახელად მიიღო Aqua, რაც წყალს ნიშნავს. და მართლაც, Aqua ქმნის „წყლის გარემოს“ ილუზიას: გაფორმებაში ჭარბობს ცისფერი, ხდება შუქ-ჩრდილების თამაში, წარმოიქმნება სიღრმის და გამჭვირვალობის ეფექტი, აქტიური ღილაკები „სუნთქავენ“, „პულსირებენ“ და ა.შ.

Apple-ის დეველოპერები ცდილობდნენ შეექმნათ არა მარტო უფრო სასიამოვნო ინტერფეისი, შეეტანათ მასში სიახლე და მოულოდნელობა, არამედ უფრო მოხერხებულივ რომ ყოფლიყო ის.

Finder

Mac O-ის საფუძველი არის სისტემური პროგრამა Finder, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლის ურთიერთქმედებას სისტემასთან და წვდომას კომპიუტერის რესუსრსებთან. ამ თითქისდა არაფრის მთქმელი დასახელების (რომელიც ქართულად „მაძიებელს“ ნიშნავს) უკან დგას მომხმარებლის საოპერაციო სისტემასთან Mac OS X მუშაობის მთავარი ხელსაწყო. ძირითადი პროგრამების დიდი ნწაილის წაშლის შმდეგც კი, სრულიად კომფორტულად შეძლებთ მუშაობას მარტო Finder-ით. ეს სისტემური პროგრამა საოპერაციო სისტემასთან ერთად ეშევება და აქტიური რჩება სანამ არ გამორთავთ კომპიუტერს.

ზედა მენიუს ზოლი და ფანჯრები, რომლებიც გამოჩნდება მყარი დისკის და საქაღალდის ხატულაზე დაწკაპუნების შემდეგ — თითქოსდა სულ ისაა, რასაც ეს პროგრამა წარმაოდგენს. მოქმედებათა დიდ ნაწილს მომხმარებელი მაუსის, ან კლავიატურული მალსახმობების საშუალებით ახდენს.

ზედა მენიუს ზოლი იცვლება იმისდა მიხედვით, თუ რომელი პროგრამაა ამ მომენტში აქტიური. Finder თვითონ კარნახობს მას თავის კონფიგურაციას, რომელიც საშუალებას გვაძლევს ვიქონიოთ წვდომა სისტემის პარამეტრებზე, ბოლოს გახსნილ ფაილებზე, საქაღალდეებზე, პროგრამებზე. ასევე კოპირების, წაშლის, ანდა გადარქმევის ოპერაციებზე. აქვე ხდება სამუშაო დაფის ელემენტების გარეგანი სახის მორგება — ხატულების ზომები, სისტემური შრიფტის ზომები, საქაღალდის ფონის ფერი.

Finder-ის ძირითადი ფუქნციური ელემნტი არის ფანჯარა, რომელიც გააჩნია ჩრდილი სამუშაო დაფაზე. სწორედ ისინი უზრუნველყოფენ მომხმარებლისთვის სისტემასთან ურთიერთქმდების სიმარტივეს. ტექნოლოგია Drаg&Drop თითქმის ნებისმიერ მოქმედებას უზრუნველყოფს — ფაილების კოპირებიდან ოპტიკურ მატარებელზე ჩაწერამდე — ხატულების უბრალო გადათრევით.

ასევე Finder-იდან ხდება მიერთება FTP-სერვერთან და Mac-ის სხვა სერვისებთან.

ფაილის ძებნის დაწყებისათვის მისი დასახელებით, საკმარისია ავკიფოთ რამდენიმე სიმბოლო სპეციალურ ველში და იმწამსვე გამოჩნდება დასახელებების ვარიანტები, რომლებიც შეიცავენ აღნიშნულ სიმბოლოებს. დამატებითი სიმბოლოების შეტანისას ძებნის სია მყისიერად გადაეწყობა და უფრო დეტალური გახდება. არის ძებნის სპეცუალური ქვეპროგრამა, რომელიც საშუალებას იძლევა მივუთითოთ ძების მრავალი კრიტერიუმი, რომლებიც მოქმედებენ ძებნის არეზე.

ფანჯარაში ინფორმაციის წარმოდგენის სამი ძირითადი ხარხი არებობს — სია, ხატულები და სვეტები. ფაქტიურად სწორედ ისინი განსაზღვრავენ, თუ ნავიგაციის რომელ სტილს აირჩევთ. „სია“ საშუალებას გაძლევთ დაახარისხოთ ფაილები სხვადასხვა პარამეტრების მიხედვით და გახსნათ ქვე-საქაღალდეები. „სვეტები“-ს რეჟიმი მიხერხებულია კატალოგების მასივში გადაასგილებლად და ფაილების ტიპების სანახავად. „ხატულები“ საშუალებას გაძლევთ მყისიერად აირჩიოთ საჭირო ფაილი, ობიექტის ხატულას მიხედვით. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძებელია პარამეტრის „Get Info“ არჩევით. ფაილის ატრიბუტების ფანჯარა ასევე საშუალებას გაძლევთ შეცვალოთ ობიექტის ხატულა.

ზემოთ მოყვანილი ქმედებების დიდი ნაწილი დუბლირდება კონტექსტურ მენიუში, რომელის გამოძახება მაუსის მარჯვენა კლავშის დაჭერით ხდება.

დისკზე წესრიგის დასამყარებლად და ფაილებში უკეთ გადაადგილებისათვის არის ფერადი ჭდეების (Labels) სისტემა, რომელიც საშუალბას გაძლევთ სხვადასხვა ფერით მონიშოთ ფაილები და საქაღალდეები. ასე შეიძლება მოინიშნოს უკვე დარედაქტირებული ფაილები, შედეგად ჩვენ მათ გამოვყოფთ ჯერ კიდევ დასამუშავებელი ფაილების სიიდან.

Mac OS X-სა და Windows-ის მომხმარებლები, რომლებიც ადარებენ Finder-ს და Explorer-ს, უდავოდ იპოვნიან გარკვეულ მსგავსებას. ეჭვგარეშეა, დახარისხების ხერხებმა და ფაილების წარმდოგენის წესებმა, რომლებიც არის Finder-ში, თავის დროზე ზეგავლენა იქონიეს Explorer-ის ავტორებზე. მეორე მხრივ, Mac OS X-ში აბსოლუტურად არ არის კატალოგების ხის მცნება და გაფიკული ფაილების მინიატურებით წარმოდგენა, რომლეთა ზომის მორგებაც შეიძლება.

ზოგადად, Finder-ს იგივე ფუნქციები აქვს, რაც Explorer-ს, მაგრამ ის ამას უფრო მარტივად ასრულებს, ობიექტებთან წვდომის მეთოდების დუბლირების გარეშე.

Finder გაჩნდა პირველ Macintosh კომპიუტერებთან ერთად და კლასიკურ Mac OS-ში ყოველთვის იყო წარმოდგენილი. Mac OS X-ში მან საგრძნობი ცვლილება მიიღო, რომელთა დიდი ნაწილი დაკაშირებულია რესურსებთან წვდომის ახლებურ მეთოდებთან, მუშაობის ახლებირ ხერხებთან, Mac OS X-ის მრავალამოცანიან ბუნებასთან და როგორც შედეგი, სისტემაში ინფორმაციის შენახვის უფრო მკაფიო და მკაცრ სტრუქტურასთან.

ახლა Finder-ს, როგორც სოლიდურ პროგრამას, საკუთარი მნიუს გარდა აქვს საკუთარი ეკრანული ღილაკებიც — ანუ ხელსაწყოთა ზოლი (Toolbar).

ხუთი ძირთადი სექცია — Favorites, iCloud, Devices, Shared, Tags საშუალებას გაძლევთ მარტივი წვდომა იქონიოთ კომპიუტერის ყველაზე მნიშვნელოვან არეებზე:

მონაცემების ყველა მნიშვნელოვან წყაროებზე — მყარ დისკებზე, კომპაქტ-დისკებზე, კომპიუტერულ ქსელებზე, ციფრულ ფოტოკამერებზე და ა.შ.;
მომხმარებლის მთავარ საქაღალდეზე;
ხშირად მონახულებული ადგილების ბმულებზე;
ღრუბლოვან საცავზე;
გაზიარებულ ქსელურ წყაროებზე;
ფერების მონიშნულ ობიექტებზე.

Finder-ის ხელსაწყოთა ზოლი მორგებადია. ეს ნიშნავს, რომ მომხმარებელს შეუძლია დაამატოს, გადაადგილოს, ან წაშალოს ესა თუ ის ელემენტები ხელსაწყოთა ზოლიდან.

Finder-ში ხელსაწყოთა ზოლის მორგებისათვის არსებობს ბრძანება „ Customize Toolbar… “ მენიუში View, რომელიც Finder-ის ნებისმიერ ფანჯარაში ჩანს.

არსებობს ინფორმაციის გამოსახვის სამი ფორმა Finder-ში, რომლის ამორჩევა შესაძლებელია ხელსაწყოთა ზოლიდან:

ხატულების სახით საქარალდეებისა და ფაილების დასახელებით ხატულის ქვემოთ;
ფაილების სიის სახით, დასახელების, ტიპის, ზომის და შემქნის თარიღის მითითებით;
სვეტებად იერარქიული სტრუქტურით.

ყოველი დაწკაპუნება საქაღალდეზე ასეთ რეჟიმში ხსნის მის შიგთავსს შემდეგ სვეტში მარჯვნივ. საჭიროების შემთხვევაში ავტომატურად ქიმნება დამატებითი სვეტები, რომლებიც გვიჩვენებენ ფაილების ხეში გადაადგილების მთელ ისტორიას.

Mac OS X საშუალებას იძლევა შეიქმნას ფაილები გრძელი დასახელებით. ამიტომ სვეტების სიგანე, რომელიც ნაგულისხმევად არის დაყენებული, შეიძლება არასაკმარისი აღმოჩნდეს ეფექტური მუშაობისათვის. სვეტების სიგანე შეიძლება შეიცვალოს მცირე ზომის ცოციების საშუალებით.

Macintosh-ის მომხმარებლები მიჩვეულნი არიან იმას, რომ ფაილებისა და საქაღალდეების ხატულები ადვილად იცვლება. Mac OS X-ში ეს შესაძლებლობა ასევე შენარჩუნებულია. მაგრამ ინფორმაციის ჩვენებისას სვეტების სახით შეიძლება მცირედი უხერხულობა შეიქმნას — ძნელია საქაღალდის არასტანდარტული ხატულით გარჩევა ჩვეულებრივი ფაილისაგან. იდენტიფიცირების გასაადვილებლად საქაღალდის ხატულის გასწვრივ ჩანს მცირ ზომის სამკუთხედი-ნიშნული.

მართალია PC-ის მომხმარებელს შესაძლოა მოეჩვენოს რომ ნავიგაციის ეს ფორმა Windows-იდან არის აღებული, მაგრამ სინამდვილეში ის OpenStep -ში (NEXTstep) დიდი ხნით ადრე გამოჩნდა, ვიდრე Windows-ში.

გაგრძელება იქნება…

Tags: Mac
Previous Post

MacBook-ის შესახებ სესნორული ეკრანით

Next Post

როგორ გავიგოთ macOS-ის ინსტალაციის თარიღი?

დიმიტრი გოგელია

დიმიტრი გოგელია

Apple Evangelist, Trekkie, Blogger, Dreamer, Father...

Related Posts

macOS Catalina: ბრწყინვალე ვერსია, თუ არა?
მიმოხილვა

macOS Catalina: ბრწყინვალე ვერსია, თუ არა?

21/10/2019
248
iPhone 11-ის მიმოხილვა
მიმოხილვა

iPhone 11 Pro-ს მიმოხილვა

04/10/2019
3.5k
iPhone 11-ის მიმოხილვა
მიმოხილვა

iPhone 11-ის მიმოხილვა

04/10/2019
4.7k
რატომ არის ახალი iPad განწირული წარმატებისათვის
მიმოხილვა

რატომ არის ახალი iPad განწირული წარმატებისათვის

20/09/2019
985
მიმოხილვა

iPad Air 3-ის მიმოხილვა

18/06/2019
590
მიმოხილვა

iPad mini-ს მიმოხილვა

10/06/2019
790
Next Post
როგორ გავიგოთ macOS-ის ინსტალაციის თარიღი?

როგორ გავიგოთ macOS-ის ინსტალაციის თარიღი?

Please login to join discussion
  • KAR.GE

© 2021 GeMUG

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი

© 2021 GeMUG