GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
No Result
View All Result

როგორ იცვლებოდა Apple-ის საიტის დიზაინი, დღიდან მისი გაშვებისა

დიმიტრი გოგელია by დიმიტრი გოგელია
13/09/2019
in სიახლეები
Reading Time: 5 mins read
A A
0
183
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

მიმდინარე სტატია მომზადებულია onoff.ge მხარდაჭერით. ყველაზე დიდი ტექნიკის ონლაინ კატალოგი საქართველოში. ვებ-გვერდის საშუალებით შეგიძლიათ შეარჩიოთ, შეადაროთ და შეიძინოთ ნებისმიერი ტექნიკა სახლიდან გაუსვლელად.

პროგრესი — ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ჯერ კიდევ რამდენიმე ათეული წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ სმარტფონები გახდებოდა ყოველდღიური ყოფიერების განუყოფელი ნაწილი, ნებისმიერი ადამიანისათვის. ფრიად მოკლე დროში მრავალი რამ მართლაც შეიცვალა — მათ შორის Apple-ის მთავარი საიტი. როგორ გამოიყურებოდა მსოფლიოს უმსხვილესი (Apple Special Event-ის შემდეგ ის კვლავ ტრილიონი დოლარი ღირს) კორპორაციის ვებ-გვერდის პირველი ვერსია? მოდი დეტალურად შევისწავლოთ, თუ რა გზა განვლო კომპანიის ვებ-გვერდმა 1994 წლიდან დღემდე.

1994 წელი

Apple-ის საიტის პირველი ვერსია 1994 წლით თარიღდება. ხასხასა ფერადი ლოგო მთელ ეკრანზე — ახლა ასეთ საიტს სერიოზულად არავინ მიიღებს. მაგრამ თუნდაც იმ დროს უკვე შესაძლებელი იყო თანამედროვე დიზაინის ჩანასახის დანახვა. საიტი მინიმალიზმის სტილშია შერულებული — ყოველგვარი ზედმეტობების გარეშე.

1996 წელი

შემდეგი ვერსია — 1996 წელი. სწორედ ამ დროს გაღატაკების პირას მყოფ კომპანიაში მისი დამფუძნებელი, სტივ ჯობსი ბრუნდება. მან ჯერ ვერ მოასწრო კომპანიის მთავარი საიტის შეცვლა, ამიტომ ჩვენ ამ საიტს ისეთს ვხედავთ, როგორც ის იყო ჯილ ამელიოს ხელმძღვანელობისას (მართავდა კომპანიას 1996-1997 წლებში).

1998 წელი

1998 წელს დიზაინი სრულიად გადამუშავდა. ფერთა გამა, ღილაკების ფორმები და მათი განლაგება. შეიცვალა აგრეთვე კონცეფცია — ძირითადი აქცენტი კომპანიის პროდუქტებზე გადავიდა. ყურადღების ცენტრში ახალი მონობლოკი, iMac აღმოჩნდა.

1999-2000 წელი

1999-2000 წელი. საიტი ნელ-ნელა იღებს იმ იარსახეს, რაც ახლა გააჩნია. დიზაინში უპირატესობა სკევომორფიზმს და მოცულობით ტექსტურებს ენიჭება.

2001 წელი

2001 წელს საიტმა მთავარი მენიუს იერსახე შეიცვალა. მთავარ გვერდზე კომპანია რეკლამას უწევს თავის პირველ, რევოლუციურ პლეერს — iPod-ს.

2003 წელი

2003 წელი. დამატებულია საინფორმაციო ბარათები გვერდის ქვედა ნაწილში. პოსტერებზე თავს იწონებს iMac — უახლესი და ძალიან ლამაზი დიზაინით. კომპიუტერის ფასი 1299 დოლარიდან იწყება.

2005 წელი

შემდეგი წელი — 2005. მთავარ გვერდს ამშვენებს ახალი პროდუქტის, iPod Nano-ს და iPod Photo-ს პოსტერები. კომპანია კვლავაც აქტიურად იყენებს 3D-ელემენტებს საიტის დიზაინში.

2006 წელი

აბა ვის გახსოვთ სარეკლამო კომპანია „I’m a PC. I’m a Mac“? ვისაც ჯერ კიდევ არ გინახავთ — მისი სათავე 2006 წლიდან მოდის.

გემუგელებს ძალიან გვიყვარს ეს რეკლამა 😉

2007 წელი

2007 წელი — სრულიად განსხვავებული პროდუქტის iPhone-ის წარდგენის წელი. ახალ ტრენდებს რომ არ ჩამორჩენოდა, Apple-მა საიტის რედიზაინი მოახდინა. კომპანიამ საიტს სუფთა და თანამედროვე სახე მიანიჭა. ცარიელი ადგილები მინიმუმამდე დავიდა, ხოლო მენიუს ყველა ელემენტი ლამაზად განთავსდა ზედა ქუდში.

2008 წელი

2008 წელი — Apple-მა აჩვენა iPhone 3G. დიზაინში კვლავაც აქტიურად გამოიყენება მოცულობითი ფორმები.

2010 წელი

iPhone 4-ისა და პირველი iPad-ის გამოსვლის წელი. თავისუფალი სივრცე პრაქტიკულად მთლიანად აითვისა პოსტერებმა ახალი პროდუქტებით.

2011 წელი

2011 წელს Apple-მა კვლავ შეცვალა საიტის დიზაინი. ამჯერად სრულიად გადამუშავდა მენიუ და მას მოცულობა დაემატა. ყუარდღების ცენტრში — ახალთ-ახალი iPad 2.

2013 წელი

2013 წელი — Apple-მა გვიჩვენა iPhone 5. კომპანიამ დაიწყო მაღალი გარჩევადობის გრაფიკის გამოყენება, რომელიც ადაპტირებული იყო Retina ეკრანებისათვის.

2014 წელი

საიტის შემდეგი ვერსია — 2014 წელი. ამჯერად ყურადღება გადატანილია მინიმალიზმზე. საიტის ყველა ელემენტმა დაკარგა მოცულობა და გახდა ბრტყელი, როგორც iOS 7-ში ელემენტები.

2015 წელი

2015 год — კომპანიამ მენიუს ფერთა გამა შეცვალა მუქ ნახევრად გამჭვირვალეზე. ამ მომენტიდან დაწყებული და დღევანდელ დღემდე, Apple-ის საიტი მხოლოდ შიგთავსს ცვლის, ხოლო კონცეფცია იგივე რჩება.

2017 წელი

2017 წელი. რევოლუციური iPhone X-ის გამოვშების წელი. კომპანია ფართოდ იყენებს ხარისხიან 3D-რენდერებს და ანიმაციას პრომო-მასალებში.

2019 წელი

სწორედ ასე გამოიყურება საიტი ჩვენს დროში.

Apple-ის საიტის მაგალითზე მკაფიოდ შეგვიძლია დავინახოთ დიზაინის მსოფლიო ტენდენციები და თუ რა საკვანძო ამბები მოხდა კომპანიაში ამ პერიოდში.

Tags: Apple
Previous Post

ეს ყველას გამორჩა — კამერა iPhone 11 Pro-ზე უფრო პატარაა

Next Post

ახალ Apple Watch 5-ს შიდა მეხსიერება 32GB აქვს

დიმიტრი გოგელია

დიმიტრი გოგელია

Apple Evangelist, Trekkie, Blogger, Dreamer, Father...

Related Posts

ნახეთ როგორ საუბრობს სტივ ჯობსი ChatGPT-ზე (ნერვული ქსელით)
სიახლეები

ნახეთ როგორ საუბრობს სტივ ჯობსი ChatGPT-ზე (ნერვული ქსელით)

23/01/2023
167
iOS 16.3 მომავალ კვირაში გამოვა
სიახლეები

iOS 16.3 მომავალ კვირაში გამოვა

18/01/2023
560
Apple-მა დღეს შესაძლოა ახალი Mac-ები წარმოგვიდგინოს
სიახლეები

Apple-მა დღეს შესაძლოა ახალი Mac-ები წარმოგვიდგინოს

17/01/2023
64
MacBook Air-ი 15 წლის გახდა – „მსოფლიოში ყველაზე თხელი”
სიახლეები

MacBook Air-ი 15 წლის გახდა – „მსოფლიოში ყველაზე თხელი”

16/01/2023
31
Apple-მა iPhone 14 Pro-ს პრობლემა დაადასტურა და გამოსწორებაზე მუშაობს
სიახლეები

Apple-მა iPhone 14 Pro-ს პრობლემა დაადასტურა და გამოსწორებაზე მუშაობს

14/01/2023
427
რევოლუციის დასაწყისი – პირველი iPhone-ის დაბადება
სიახლეები

რევოლუციის დასაწყისი – პირველი iPhone-ის დაბადება

09/01/2023
98
Next Post

ახალ Apple Watch 5-ს შიდა მეხსიერება 32GB აქვს

Please login to join discussion
  • KAR.GE

© 2021 GeMUG

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი

© 2021 GeMUG