გულწრფელად აღიარეთ, ყოველთვის ქმნით სარეზერვო ასლს მანამ, სანამ iPhone-ზე, ან iPad-ზე საოპერაციო სისტემის ახალ ვერსიას დააყენებთ? ცოდვილი ვარ, მეც მავიწყდება ხოლმე, ვინაიდან ბრმად ვენდობი სისტემური დამარქაფების სერვისს, რომელიც ღამით ამას ავტომატურად აკეთებს. ვრისკავ, ასე რომ ვიქცევი? სავარაუდოთ, არა, ვინაიდან განახლებების დაყენებისას პრობლემა ამ ბოლო 10 წლის განმავლობაში პრაქტიკულად არ მქონია. მაგრამ iOS 10.3-ის შემთხვევაში ცოტა მოგვიწევს ქცევის წესების შეცვლა.
iOS 10.3-ზე გადასვლისას, საოპერაციო სისტემის ახალი ვერსია ავტომატურად გარდაქმნის თქვენს მოწყობილობაში არსებულ შიგთავსს ახალი ფაილური სისტემის მიზნებისათვის. „განახლების ინსტალაციის შემდეგ მონაცემების ფორმატი იცვლება და ის აღარ იქნება თავსებადი HFS+-თან, — გვეუბნება Business Insider. — ამიტომ რაიმე პრობლემის წარმოშობისას გარდაქმნის პროცესში, თუნდაც მცირე კომპონენტის შემთხვევაში, სისტემა ვეღარ შეძლებს მის წაკითხვას“.
აქედან გამომდინარეობს, რომ მარქაფის (სარეზერვო ასლი, Backup) არსებობა დაზოგავს თქვენს ნერვულ სისტემას, თუ ინსტალაციისას რაიმე ისე ვერ წავიდა. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი გაფრთხილება ზოგს ზედემტად მოეჩვენოს, მაინც საჭიროა. მომხმარებლები, როგორც წესი, საკმაოდ ზერელედ იცავენ ტექნიკის ექსპლუატაციის წესებს, მიაჩნიათ რა ეს ზედმეტად.
მოკლედ, გემუგი გაფრთხილებთ, სანამ გადახვალთ iOS 10.3-ზე, აუცილებლად, ყოველმიზეზგარეშე გააკეთეთ სამარქაფო ასლი!