GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
No Result
View All Result

როგორ უწევს Apple-ს თავის დამცირება Samsung-ის ეკრანების გამო

გოგა ნადირაშვილი by გოგა ნადირაშვილი
10/03/2023
in სიახლეები
Reading Time: 1 min read
A A
0
442
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

Apple-ი უკვე დიდი ხანია Samsung-ის ეკრანებს იყენებს, მიუხედავად იმისა რომ ისინი ერთმანეთის მთავარი კონკურენტები არიან. ამ ყველაფერს იქამდე მივყავართ რომ Apple-ს ხშირად უწევს გარკვეულ კომპრომისებზე წასვლა.

— Samsung-ი იმდენად არ ენდობა Apple-ს, რომ მათ ინჟინერებს საკუთარი ოფისების მონახულებას უკრძალავს.

— 2017 წელს Apple-ის ინჟინერთა ჯგუფი სამხრეთ კორეაში გაემგზავრა, რათა Samsung Display-ს თანამშრომლებს შეხვედროდა, თუმცა ისინი არ შეუშვეს ოფისში იმ მიზეზით, რომ Samsung-ი იცავდა OLED-თან დაკავშირებულ ინტელექტუალურ საკუთრებას. Apple-ის თანამშრომლებს მოუწიათ Samsung-ის თანამშრომლებთან კომუნიკაცია მათი სასტუმროს ნომრებიდან ვიდეო ზარით.

— როდესაც Apple-მა შეტყობინება გაუგზავნა Samsung-ს რომ მიეღო დამატებითი ინფორმაცია OLED ეკრანების შესახებ, პასუხად მიიღო დოკუმენტი მხოლოდ 1 სიტყვით „კონფიდენციალური“.

— Apple-ის სხვა მომწოდებლებისგან განსხვავებით, Samsung-ი არ იღებს ფინანსურ რისკს არასაჭირო ნაწილების შესანახად.

— რამდენიმე წლის წინ Samsung-მა აიძულა Apple-ი, მიეღო ასობით ათასი დამატებითი MacBook-ის ეკრანი მას შემდეგ, რაც Apple-მა შეამცირა მოთხოვნასთან დაკავშირებული პროგნოზი.

— Samsung-მა Foxconn-ს მილიონობით LCD ეკრანი გაუგზავნა პირველი iPad mini-სთვის, რომელზეც Apple-მა მცირე დეფექტები აღმოაჩინა, მაგრამ Samsung-მა უარი თქვა მათ შეცვლაზე, შემდეგ Apple-ს დეფექტური ეკრანების გამოყენება მოუწია.

— მსგავსი სიტუაცია მოხდა MacBook-ის ეკრანებთან დაკავშირებითაც და Apple-ს შეკვეთების დროებით შეჩერება მოუწია.

— Apple-ს თავდაპირველად არ სურდა iPhone X-ში OLED ეკრანის დაყენება, რათა Samsung-ზე დამოკიდებულებისგან თავი დაეღწია.

— 2014 წელს Apple-მა დაიწყო microLED ეკრანების გაკეთება და დაგეგმა მათი გამოყენება iPhone X-ში. 2015 წელს მან Qualcomm-ისგან იყიდა ეკრანების პატარა ქარხანა ტაივანში, რათა ესწავლა მათი დამოუკიდებლად წარმოება.

— რაღაც დროის შემდეგ Apple-მა შეაჩერა ეს პროექტი, მიზეზი მაღალი ღირებულება, წარმოების სირთულე და ხარვეზების მაღალი ალბათობა იყო.

წყარო: theinformation.com

Tags: Apple
Previous Post

AirPods-ი 2022 წლის ყველაზე გაყიდვადი ყურსასმენია

Next Post

სამსუნგი ისევ თაღლითობს. Galaxy-ს კამერა ღამე მთვარეს აყალბებს

გოგა ნადირაშვილი

გოგა ნადირაშვილი

GeMUG Board Member

Related Posts

iPhone 17 Pro Max-ს შეიძლება რეალურად ეწოდოს iPhone 17 Ultra
სიახლეები

iPhone 17 Pro Max-ს შეიძლება რეალურად ეწოდოს iPhone 17 Ultra

15/03/2025
259
ტრამპის თქმით, Apple-ი წარმოებას მექსიკიდან აშშ-ში გადაიტანს
სიახლეები

ტრამპის თქმით, Apple-ი წარმოებას მექსიკიდან აშშ-ში გადაიტანს

22/02/2025
72
Apple-მა M5 პროცესორების მასობრივი წარმოება დაიწყო
სიახლეები

Apple-მა M5 პროცესორების მასობრივი წარმოება დაიწყო

06/02/2025
48
რას ველოდებით iPhone 17-ში, ანალიტიკოსების შეფასება
სიახლეები

რას ველოდებით iPhone 17-ში, ანალიტიკოსების შეფასება

31/01/2025
377
iPhone 18 Pro-ს ექნება ცვლადი დიაფრაგმის კამერა
სიახლეები

iPhone 18 Pro-ს ექნება ცვლადი დიაფრაგმის კამერა

09/11/2024
268
Apple-მა გამოაქვეყნა 250 ახალი ფუნქცია რომელსაც iOS 18-ში მივიღებთ
სიახლეები

Apple-მა გამოაქვეყნა 250 ახალი ფუნქცია რომელსაც iOS 18-ში მივიღებთ

12/09/2024
696
Next Post
სამსუნგი ისევ თაღლითობს. Galaxy-ს კამერა ღამე მთვარეს აყალბებს

სამსუნგი ისევ თაღლითობს. Galaxy-ს კამერა ღამე მთვარეს აყალბებს

Please login to join discussion

© 2021 GeMUG

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი

© 2021 GeMUG