GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
No Result
View All Result

როგორი იქნება iOS 15 — კონცეფცია

გოგა ნადირაშვილი by გოგა ნადირაშვილი
02/04/2021
in სიახლეები
Reading Time: 2 mins read
A A
0
1.3k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

მოგეხსენებათ რომ Apple-ი 7 ივნისს ახალ iOS 15-ს წარმოგვიდგენს და ამის ფონზე დიზაინერებიც გააქტიურდნენ. გამოცემა 9to5Mac-მა წარმოადგინა iOS 15-ის საკუთარი კონცეფცია — ცოტა, მაგრამ საინტერესო ცვლილებებით.

2020 წელს iOS-ს მთავარმა გვერდმა მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა, ახლა კი მნიშვნელოვანი იქნება რომ ახალი ვიჯეტები უფრო მეტფუნქციური გახდეს და ბევრი ცვლილების შესაძლებლობა მივიღოთ.

კიდევ ერთი საინტერესო ფუნქცია იქნება განახლებული აპლიკაციის ეკრანზე ჩვენება, რადგან უამრავი ადამიანი აპლიკაციების ავტომატური განახლების ფუნქციას იყენებს და ახალი მახასიათებლების შესახებ ვერ იგებს.

ამის გამოსასწორებლად შესაძლებელია ასეთი შეტყობინების ჩვენება:

FaceTime-ი Zoom-სა და Skype-ს კონკურენციას სრულად ვერ უწევს, თუმცა ზარების დაგეგმვამ და ეკრანის გაზიარებამ ეს შეიძლება შეცვალოს.

Emoji-ები ძალიან კარგია, მაგრამ მას არ გააჩნია ფავორიტების სექცია, რომელსაც თავად გააკონტროლებთ.

Keychain — მომხმარებლები დიდი ხანია ნატრულობენ ასეთივე სახელწოდების აპლიკაციაზე, რომელსაც ექნება პაროლების დაყენების და დამახსოვრების ფუნქცია.

უკვე არსებობს MagSafe სადგამები iPhone-ისთვის, თუმცა მოთავსებული iPhone-ი ცოტა მოსაწყენად გამოიყურება. მას შეუძლია ისეთივე გახდეს როგორც Apple Watch-ი გამოიყურება დატენვის დროს.

ამინდის აპლიკაცია არ შეცვლილა iOS 7-ს შემდეგ. აპლიკაციას შეუძლია რომ ყველა ქალაქის პროგნოზი ერთ გვერდზე გვაჩვენოს. ასევე Apple-მა შეიძინა პოპულარული აპლიკაცია Dark Sky, რომლის დახმარებითაც შეუძლიათ პროგნოზის ხარისხის გაუმჯობესებაც.

აპლიკაცია Home – საჭიროა HomePod-ის აპლიკაციისთვის, რათა უფრო სწრაფად და მარტივად მოხდეს ჭკვიანი დინამიკის კონტროლი.

ჩვენ სიამოვნებით ვისურვებდით ასეთ ცვლილებებს და კიდევ უფრო მეტს iOS 15-ში, თუმცა საბოლოო სიტყვა Apple-ზეა. [ 9to5Mac ]

Tags: AppleiOS
Previous Post

???? დღეს Apple-ი 45-ს, ხოლო GeMUG-ი 13 წლის გახდა

Next Post

ახალი თაობის iPhone SE — სრული ეკრანი კუნძულის გარეშე?!

გოგა ნადირაშვილი

გოგა ნადირაშვილი

GeMUG Board Member

Related Posts

საფრანგეთი Apple-ს სმარტფონების შეკეთების შეზღუდვის გამო გამოძიებას იწყებს
სიახლეები

საფრანგეთი Apple-ს სმარტფონების შეკეთების შეზღუდვის გამო გამოძიებას იწყებს

16/05/2023
48
Google ზედმეტს იხდის iPhone-ებში, რომლებსაც აბარებენ  trade-in-ით Pixel Fold-ის ყიდვისას
სიახლეები

Google ზედმეტს იხდის iPhone-ებში, რომლებსაც აბარებენ trade-in-ით Pixel Fold-ის ყიდვისას

16/05/2023
84
Apple ტესტავს MacBook Pro-ს M3 Pro პროცესორით
სიახლეები

Apple ტესტავს MacBook Pro-ს M3 Pro პროცესორით

15/05/2023
40
პირველი Apple Store-ი 22 წლის წინ შეიქმნა — როგორ შექმნა სტივ ჯობსმა ტაძრები
სიახლეები

პირველი Apple Store-ი 22 წლის წინ შეიქმნა — როგორ შექმნა სტივ ჯობსმა ტაძრები

13/05/2023
34
Apple-ის მომწოდებელმა დაადასტურა რომ iPhone 15 Pro-ს არ ექნება ახალი ხმის ღილაკები
სიახლეები

Apple-ის მომწოდებელმა დაადასტურა რომ iPhone 15 Pro-ს არ ექნება ახალი ხმის ღილაკები

06/05/2023
385
Bloomberg: Apple-ი ივნისში 15 ინჩიან MacBook Air-ს წარადგენს
სიახლეები

Bloomberg: Apple-ი ივნისში 15 ინჩიან MacBook Air-ს წარადგენს

02/05/2023
61
Next Post

ახალი თაობის iPhone SE — სრული ეკრანი კუნძულის გარეშე?!

Please login to join discussion
  • KAR.GE

© 2021 GeMUG

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი

© 2021 GeMUG