Windows ლეპტოპების მწარმოებლებმა დიდი ხანია ისწავლეს ლამაზი მოწყობილობების დამზადება. თუმცა, Apple-მა საიტზე ალბათ 10-15 წლის წინანდელი მოდელების დიზაინი გამოიყენა.
Apple.com-ის ერთ-ერთ გვერდზე, სადაც კომპანია გვეუბნება რომ Apple TV+-ის მხარდაჭერა Windows კომპიუტერებსაც აქვთ, გამოყენებულია ასეთი Windows ლეპტოპის დიზაინი:

ხალხის დიდი ნაწილის მოსაზრებით, ახალი თანამედროვე Windows ლეპტოპების დიზაინი ძალიან დაემსგავსა MacBook-ებს, რაც შეიძლება ერთ-ერთი მიზეზი იყოს იმისა თუ რატომ იყენებს Apple-ი ასეთ დიზაინს საკუთარ საიტზე.