COVID-19-ის პანდემიის მიუხედავად, Apple-ში აცხადებენ რომ iPhone SE კარგად იყიდება.
Tim Cook-მა Deutsche Bank-ის ანალიტიკოსი Jariel Ong-ის კითხვას, მომხმარებლების გადახდიუნარიანობის პრობლემასთან დაკავშირებით ასე უპასუხა:
„მე ვამჩნევ iPhone SE-ს მიმართ დიდ ინტერესს. ეს ყველაზე ხელმისაწვდომი iPhone-ია. როგორც ჩანს, ამ მომხმარებლებს პირველ რიგში სურთ უახლესი ტექნოლოგიებით შემდგარი პატარა ზომის iPhone-ი და სურთ რომ თავიანთი Android-ი შეცვალონ“.
ტიმ კუკი
გარდა ამისა მომხმარებლები საკმაოდ აქტიურად ყიდულობენ უფრო ძვირიან გაჯეტებს, როგორიც არის iPad Pro. [AppleInsider.com]