AirPower-ი ერთ-ერთი ყველაზე იმედგამაცრუებელი მოწყობილობაა, რომელიც Apple-მა დიდი ხნის წინ დააანონსა და აღარ გამოუშვა. მისი დახმარებით Apple Watch-ის, AirPods-ისა და iPhone-ის დატენვა ერთდროულად უნდა ყოფილიყო შესაძლებელი.
ტექნიკურ საკითხებში Apple-ის ვიცე-პრეზიდენტის დენ რიჩის განცხადებით, კომპანია იძულებული გახდა ტექნიკური პრობლემების გამო, უარი ეთქვა AirPower-ის წარმოებაზე: იხილეთ სტატია Apple-ი AirPower-ს ოფიციალურად აღარ გამოუშვებს
ახლა რაც შეეხება სასიამოვნო სიახლეს, Apple-მა ამ კვირაში დაიწყო Mophie-ს გაყიდვა, რომელი Mophie-ც AirPower-ის სრული ასლია. Mophie საშუალებას მოგცემთ თქვენი 3 მოწყობილობა ერთდროულად დატენოთ, მისი ფასი 140 აშშ დოლარს შეადგენს.