საგანგებო მდგომარეობაა ყველგან, მათ შორის აშშ-ში. კარანტინი, იზოლაცია, ხვალინდელი დღის გაურკვევლობა, უსაქმურობა, მოწყენილობა და უიმედობა. არსებობა შეწყვიტა მილიონობით საქმიანობამ და ყოველ დღე კიდევ ბევრი ემატება. ათეულობით მილიონმა ადამიანმა დაკარგა შემოსავალი, ზოგიერთი კი ახლო მომავალში დაკარგავს. ასეთ ვითარებაში, კომპიუტერებში ან და სხვა მოწყობილობებში ფინანსური რესურსის დახარჯვა, თითქოს სულელურად გამოიყურება. თუმცა, სტატისტიკა ბევრისათვის მოულოდნელად მაღალია. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში, 2020 წლის მარტში, გასული წლის მარტთან შედარებით მოწყობილობების გაყიდვები საშუალოდ 50%-ით გაიზარდა.
იმასთან შედარებით რაც კორონა ვირუსამდე იყო, ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზით, წლის ბოლომდე სამუშაოები კიდევ სამჯერ შემცირდება. საკვების, მედიკამენტების, ჰიგიენის პროდუქტების და „ტუალეტის ქაღალდის“ გარდა, სხვა რამეზე, გაყიდვების ზრდა (ამ შემთხვევაში მოწყობილობებზე), ცოტა არ იყოს საეჭვოდ გამოიყურება.
კომპიუტერი სახლში სამუშაოდ
ყველაზე მეტად მონიტორების გაყიდვები გაიზარდა, შეიძლება ითქვას რომ წინა წლის მარტთან შედარებით, ორჯერ მეტია. სამაგიდე კომპიუტერების, პორტატული კომპიუტერებისა და კლავიატურების გაყიდვები კი ერთნახევარჯერ გაიზარდა. ამ სიაში ასევე არიან აკუსტიკური დამცავი მოწყობილობები და დიდი ყურსასმენები. გაყიდვების ზრდა შეეხო Apple Pro Display XDR-საც. ასევე ორჯერ გაიზარდა ტაბლეტების გაყიდვები, მათ შორის iPad-ის — ძირითადად იყიდება იაფი მოდელები.
გაყიდვებმა მარტის პირველ ორ კვირაში პიკს მიაღწია, ახლა, აპრილის პირველ ნახევარში, ის კვლავ მაღალია. ვინ ყიდულობს ამ ყველაფერს? საიდან მოდის ფული? მიზეზი ბანალური და ლოგკურია — არანაირი მაგია.
დისტანციური მუშაობა
პროგრამისტებს, მწერლებს, მარკეტერებს, ანალიტიკოსებს, მრავალი მიმართულების ინჟინერებს, პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერებს, ონლაინ მაღაზიების თანამშრომელს და კიდევ არა ერთი პროფესიის ადამიანს შეუძლია დისტანციურად მუშაობა. ათობით ათასი ადამიანის დისტანციური მუშაობის ორგანიზება გაცილებით რთულია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. კომპანიების უმეტესობა ამისათვის სრულიად მოუმზადებელი იყო — მათ ჰქონდათ ბევრი შეცდომა.
დიდს და ძალიან დიდ კომპანიებს მოუწიათ უზარმაზარი რაოდენობის ტექნიკის შეძენა თავიანთი თანამშრომლებისათვის, რომელ ტექნიკასაც ამ პერიოდის განმავლობაში მოიხმარენ და შემდეგ კომპანიას დაუბრუნებენ.
გაყიდვების სტატისტიკას ისიც ემატება, რომ ადამინები რომლებიც უახლოეს მომავალში გეგმავდნენ ტექნიკის განახლებას, პანდემიამ მათი გეგმები დააჩქარა.