ანალიტიკურმა კომპანიამ Flurry Analytics–მა გამოაქვეყნა საშობაოდ გაყიდული სმარტფონების რეიტინგი.
ყველაზე სასურველი მოწყობილობა არ გაგიკვირდებათ და ტრადიციულად iPhone იყო, პირველივე 9 ადგილი iPhone-მა დაიკავა, ამ სიაში არის როგორც ძველი iPhone 6 Plus, ასევე ახალი iPhone 11 Pro Max-ი. ყველაზე პოპულარული iPhone 11 აღმოჩნდა, რომელმაც 6.16% შეადგინა.
გამოვიდა რომ 25 დეკემბრიდან 31 დეკემბრამდე მომხმარებლების 43% საშობაოდ iPhone-სა და iPad-ს ყიდულობდნენ. სტატისტიკა აშშ-ს ბაზრის მიხედვით არის შედგენილი.