Apple-ის სმარტფონების სპექტრი რომელიც ბოლო წლებში საკმაოდ გაიზარდა, რა თქმა უნდა კომპანიისთვის სასარგებლოა, რადგან შემოსავალმაც იმატა. თუმცა, ამავდროულად გაართულა მომხმარებლების ცხოვრება, რომლებსაც არჩევანის გაკეთება უჭირთ. როცა ძირითადი iPhone მხოლოდ ერთი იყო, მარტივად შეიძლებოდა არჩევანის გაკეთება, ნათელი იყო რომელი იქნებოდა საუკეთესო ვარიანტი.
iPhone 11-ის გამოსვლის შემდეგ, ბევრმა ის აღიარა როგორც iPhone XR-ის მემკვიდრე. ის მხოლოდ 100 დოლარით უფრო ძვირი ღირს, ვიდრე iPhone XR. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს რომ ეს არ არის უაზროდ გადახდა, რადგან iPhone 11-ს აქვს ორმაგი კამერა, უფრო თანამედროვე პროცესორი და პრინციპში, ის უბრალოდ Apple-ის ბოლო მოწყობილობაა, რაც ყოველდღიურ ცხოვრებაში მნიშვნელოვან განსხვავებას იძლევა. უფრო გულწრფელები რომ ვიყოთ, iPhone 11 არ უნდა შევადაროთ iPhone XR-ს, არჩევანი iPhone 11-სა და iPhone XS-ს შორის უნდა გავაკეთოთ.

ყველა საუბრობს XS-ის ეკრანზე, როგორც მის უპირატესობაზე. iPhone XS-ს Full HD AMOLED ეკრანი, ხოლო iPhone 11-ს IPS HD + რეზოლუციით. როგორც პრაქტიკა გვაჩვენებს, რეალობა ისეთი არ არის როგორი აფიშაც აქვს. ორივე მოწყობილობა გვერდიგვერდ რომ დადოთ, განსხვავებას ნათლად ვერ დაინახავთ.
iPhone XS თუ iPhone 11?
iPhone XS უკეთესია? ალბათ არა. მას აქვს ელეგანტურობა, განსაცვიფრებელი ჩვენება და მთავარი ფლაგმანის სტატუსი, რადგან 1 წლის წინ ის გაიყიდა 999 დოლარად. ამავდროულად თუ დაინტერესებული ხართ კამერით, რომელსაც შეუძლია ღამით საოცარი კადრების გადაღება ჭკვიანი ალგორითმის დამუშავების ხარჯზე, არჩევანი iPhone 11-ზე უნდა შეაჩეროთ.