GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
No Result
View All Result

რუსული iTunes Store-ის გამოყენების წესები

დიმიტრი გოგელია by დიმიტრი გოგელია
17/12/2012
in სიახლეები
Reading Time: 1 min read
A A
0
1.9k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ამ სტატიის დაწერის აზრი გაჩნდა მას შემდეგ, რაც Apple-ის iTunes Store ოფიციალურად გაიხსნა რუსეთში. რათქმაუნდა, მანამდე Apple-ის App Store უკვე მუშაობდა ამ რეგიონისათვის. თუმცა ფასები აშშ დოლარში იყო წარმოდგენილი, თანაც არსებობდა ერთი სასიამოვნო მომენტი — ვირტუალური მაღაზიის ამ ნაწილში, განსხვავებით ამერიკული ნაწილისა, ქართული ბარათები მუშაობდა.

ყველაფერი შეიცვალა ორიოდე კვირის წინ, როდესაც რუსულ მაღაზიაში ჯერ ფასები გადაიყვანეს ეროვნულ ვალუტაში, რუბლებში, ხოლო შემდგომ Apple-მა iTunes Store-იც გახსნა, სადაც იყიდება მუსიკა და ფილმები. უნდა ითქვას, რომ ფასები, რომლებიც მოცემულია რუსულ ნაწილში, მართლაც შოკის მომგვრელი აღმოჩნდა ყველასათვის: 15 რუბლი ერთი მუსიკალური კომპოზიცია, რაც 48 ამერიკულ ცენტს უდრის, იმ დროს, როდესაც ამერიკულ მაღაზიაში იგივე კომპოზიციის ფასი 99 ცენტიდან იწყება. ასევე მხატვრული ფილმებიც დაემატა და მათი ფასებიც გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ამერიკულ მაღაზიაში.

მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად ერთი დიდი პრობლემა გაჩნდა, როგორც მინიმუმ ჩვენთვის, ქართველებისათვის. არავისთვის არაა საიდუმლო, რომ საქართველოში, იმის გამო, რომ Apple-ის ჩვენი საკუთარი ვირტუალური მაღაზია ჯერ-ჯერობით არ გვაქვს, ძირითადში ვსარგებლობთ ამერიკული, ან რუსული მაღაზიებით. მიზეზი, თუ რატომ ამ ორი კონკრეტულით, მარტივია: ამერკულ მაღაზიაში აპლიკაციების ყველაზე დიდი არჩევანია, ხოლო რუსულ მაღაზიაში ბოლო დრომდე ქართული საბანკო ბარათი უპრობლემოდ მიდიოდა და საჭიროების შემთხვევაში შეგვეძლო საჭირო აპლიკაციის შეძენა. რუსეთში ცვლილებების შემდეგ, ჩვენი ბარათების ავტორიზაცია შეწყდა. მეტსაც გეტყვით, ვეღარც უკრაინელები ახერხებენ უკრაინული ბარათებით სარგებლობას.

მაგრამ გამოსავალი ყოველთვის მოიძებნება. და ამ გამოსავალს ჰქვია QIWI.

QIWI გახლავთ რუსული მომენტალური გადახდების სისტემა, რომელიც საკმაოდ არის გავრცელებული რუსეთისა და პოსტ-საბჭოთა ტერიტორიაზე. ერთ-ერთი სერვისი, რომელიც ამ სისტემას გააჩნია, გახლავთ ვირტუალური საბანკო ბარათი. რა არის ეს? ეს არის სრულიად ჩვეულებრივი სადებეტო ბარათი, რომელსაც ფიზიკური მატარებელი არ გააჩნია. თქვენ სმს-ის სახით გეგზავნებათ ბარათის ნომერი, მოქმედების ვადა და უსაფრთხოების სამნიშნა კოდი. ახლა მოდი განვიხილოთ, თუ როგორ ვისარგებლოთ რუსული App Store-თი QIWI-ს გამოყენებით.

აპლიკაციის დაყენება შეგიძლიათ როგორც iOS, ასევე Android-მოწყობილობაზე. გადმოსაწერი ბმული შემდეგია:

  • iPhone
  • iPad

ინსტალაციის შემდგომ შეიყვანეთ თქვენი მობილური ტელეფონის ნომერი შემდეგი ფორმატით: +995 XXX XXXXXX

საქართველო არის მხარდაჭერილ ქვეყანათა სიაში, ასე რომ ტეელფონის ნომერის გვერდით ქართული დროშა გამოჩნდება. QIWI გამოგიგზავნით პაროლს თქვენს მობილურ ნომერზე. შეიყვანეთ და თქვენ მოხვდებით მთავარ მენიუში.

პირველი, რაც უნდა გააკეთოთ, QIWI-ს უნდა მიაბათ თქვენი რეალური პლასტიკური ბარათი. ამისათვის მთავარ მენიუში დააჭირეთ „Зарегистрировать банковскую карту“ და მიჰყევით ინსტრუქციას. ძალიან ადვილია, თქვენ სატესტოდ ჩამოგაჭრიან მცირე თანხას, რის შესახებაც მიიღებთ სმს-ს. ბარათის მიბმის დასრულებისათვის პაროლის სახით უნდა ეს თანხა შეიტანოთ გამოსულ ველში. მორჩა, თქვენი საბანკო ბარათი მიბმულია!

ახლა თქვენ უნდა შემქნათ ვირტუალური ბარათი, რომელსაც iTunes Store მიიღებს და შესაძებლობას მოგცემთ შეიძინოთ თქვენთვის სასურველი შიგთავსი.

ამისათვის მთავარ მენიუში დააჭირეთ „Управление QIWI Visa Card“ და ასევე მიჰყევით ინსტრუქციას. რამდენიმე მანიპულაციის შემდეგ თქვენ ასევე სმს-ის სახით მიიღებთ საბანკო რეკვიზიტებს.

დაგვრჩა ბოლო ნაბიჯი — დაგენერირებული ვირტუალური ბარათის მონაცემები შეიყვანეთ iTunes-ში ბილინგის ინფორმაციის ველებში.

გილოცავთ, თქვენი ანგარიში კვლავ აქტიურია და მზად არის სხვადასხვა ტიპის შიგთავსის შესაძენად!

Tags: iOSiPadiPhoneiTunes
Previous Post

გამოვიდა Google Maps iOS-პლათფორმისათვის

Next Post

Apple-ის შედეგები ერთ ვიდეოში

დიმიტრი გოგელია

დიმიტრი გოგელია

Apple Evangelist, Trekkie, Blogger, Dreamer, Father...

Related Posts

Apple-ი Microsoft-თან და სხვებთან ერთად მეტავერსის სტანდარტებზე არ იმუშავებს
სიახლეები

Apple-ი Microsoft-თან და სხვებთან ერთად მეტავერსის სტანდარტებზე არ იმუშავებს

22/06/2022
75
iOS 16 ყალბ AirPods-ს დაკავშირების დროს ამოიცნობს
სიახლეები

iOS 16 ყალბ AirPods-ს დაკავშირების დროს ამოიცნობს

16/06/2022
447
iPhone 14-ს მაკეტები, iPhone 13-სგან მინიმალურად განსხვავდება
სიახლეები

iPhone 14-ს მაკეტები, iPhone 13-სგან მინიმალურად განსხვავდება

14/06/2022
207
Qualcomm-ი გვპირდება რომ M2-ს აჯობებს, ერთი წლის წინ M1-ზეც დაგვპირდა, მაგრამ დღემდე ვერ შეასრულა
სიახლეები

Qualcomm-ი გვპირდება რომ M2-ს აჯობებს, ერთი წლის წინ M1-ზეც დაგვპირდა, მაგრამ დღემდე ვერ შეასრულა

08/06/2022
93
ზეგ Apple-ის ღონისძიებაა – რას ველოდებით
სიახლეები

ზეგ Apple-ის ღონისძიებაა – რას ველოდებით

04/06/2022
454
iPhone 14 Pro-ს შესაძლოა Always On Display ჰქონდეს
სიახლეები

iPhone 14 Pro-ს შესაძლოა Always On Display ჰქონდეს

24/05/2022
334
Next Post
Apple-ის ლოგოს ისტორია

Apple-ის შედეგები ერთ ვიდეოში

Please login to join discussion
  • KAR.GE

© 2021 GeMUG

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი

© 2021 GeMUG