მართალია სკეპტიკოსები ამბობდნენ, რომ ახალი ipad mini-ს გაყიდვები შესაძლოა ჩავარდებოდა, მაგრამ რეალობამ მოლოდინს გადააჭარბა. გუშინ კომპანია Apple-მა გამოაქვეყნა პრეს-რელიზი, სადაც შავით თეთრზე აჩვენა 3 (სამი) მილიონი iPad mini-სა და მეოთხე თაობის iPad-ის გაყიდვები პირველი შაბათ-კვირის განმავლობაში.
მოდი გავიხსენოთ, თუ რა ხდებოდა ამა წლის მარტში, როდესაც გაყიდვაში გამოვიდა The New iPad. გაყიდვების პირველი შაბათ-კვირის განმავლობაში გაიყიდა 3 მილიონი ეგზემპლარი, აქედან Wi-Fi მოდელი — 1.5 მილიონი. თავის მხრივ ჯამურად iPad mini-სა და მეოთხე თაობის iPad-ის გაყიდვებიც 3 მილიონია. თანაც მხოლოდ Wi-Fi მოდელია გაყიდვაში, 4G/LTE მოდელები ნოემბერში გაიყიდება, მოგვიანებით.
კლიენტებს მთელს მსოფლიოში მოსწონთ ახალი iPad mini და მეოთხე თაობის iPad. ჩვენ ახალი რეკორდი დავამყარეთ გაყიდვების პირველი შაბათ-კვირისათვის და პრაქტიკულად მთლიანად გავყიდეთ iPad mini-ს მთლიანი პარტია. ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, რათა სრულად დავაკმაყოფილოთ მომხმარებელთა მოთხოვნები ამ ახალ მოწყობილობაზე.
— ტიმ კუკი
აი ასე, მეგობრებო. თქვენ კიდევ ანდროიდი, ანდროიდიო…
წყარო: apple