Samsung-მა ბრაზილიაში დაარეგისტრირა Galaxy S21, Galaxy S21 + და Galaxy S21 Ultra. თანდართულ დოკუმენტში ნათქვამია რომ ყურსასმენი და ადაპტერი ყველა სმარტფონს არ მოყვება. მომხმარებლებს მოუწევთ მათი ცალკე შეძენა, ან არსებულის გამოყენება.
მიუხედავად Samsung-ის დამცინავი პოსტისა Apple-ის მიმართ, იგი მალევე გაუყვა საუკეთესოს გზას.
სამსუნგისგან ეს საქციელი გემუგში არ გაგვკვირვებია, მეტიც, როგორც კი ეს დამცინავი პოსტი დაიდო, დავწერეთ რომ ეს ადრე თუ გვიან მაინც მოხდებოდა. ახლა გეტყვით თუ რატომ ფასდება ეს Samsung-ის ტრადიციულ საქციელად. როდესაც Apple-მა 2016 წელს iPhone 7-დან ყურსასმენის ჯეკი გააქრო, ზუსტად იგივე თანმიმდევრობით მოიქცა Samsung-ი, ჯერ დამცინავი პოსტი, შემდეგ კი ჯეკი გააქრო Note 10-ში. [Tecnoblog]